კითხვა / წერა

IDevice Icon


 

 

წაიკითხეთ ტექსტი

ეს ადამიანის ორგანიზმია.

ადამიანის შინაგანი ორგანოებია: (თავის) ტვინი, გული, ფილტვები, კუჭი, ნაწლავები, კუჭქვეშა ჯირკვალი - პანკრეასი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, თირკმელები, საშვილოსნო, შარდის ბუშტი, ფარისებრი ჯირკვალი... - ეს ის ორგანოებია, რომელთა საშუალებითაც ადამიანი ცოცხალია. ყველა ორგანოს თავისი ფუნქცია აქვს.

თავის ტვინი ნერვიული სისტემის ცენტრალური ორგანოა, რომლის ფუნქციაც არის აზროვნება, ემოციები, მეხსიერება და მეტყველება.

ეს არის ორგანო, რომელიც სისხლის მოძრაობას აწესრიგებს.

გული ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შინაგანი ორგანოა. ის შედგება ორი ნაწილისაგან. გულის მთავარი ფუნქციაა სისხლის მიმოქცევაში მონაწილეობა. მამაკაცის გული 300 გრამზე მეტს იწონის, ქალის გულის კი 250 გრამამდეა.

ფილტვები ის ორგანოებია, რომელთა საშუალებით ადამიანი სუნთქავს. ადამიანს ორი ფილტვი აქვს.

კუჭი შინაგანი ორგანოა, რომელიც საყლაპავ მილსა და თორმეტგოჯა ნაწლავს შორის მდებარეობს. კუჭის მოცულობა დაახლოებით 1 ლიტრია. მასში მუშავდება საკვები.

ადამიანს ბევრი ნაწლავი აქვს. ისინი საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს ბაქტერიებს, რომლებიც ხელს უწყობენ საჭმლის მონელებას.

პანკრეასი 90-100 გრამს იწონის. იგი ორ ძირითად ფუნქციას ასრულებს. ის საჭმლის მომნელებელი ორგანოა.

ღვიძლი 500-მდე ფუნქციას ასრულებს. ღვიძლში გროვდება ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებები: A, D, E, K ვიტამინები, მიკროელემენტები, უმთავრესად - რკინა, სპილენძი, მანგანუმი, კობალტი. მასში მუდმივად არის 0,5 სისხლი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გადადის სისხლძარღვებში. ღვიძლი ორგანიზმს წმენდს უვარგისი ნივთიერებებისგან.

ნაღვლის ბუშტში გროვდება ღვიძლის მიერ გამომუშავებული ნაღველი, რომელიც გადადის თორმეტგოჯა ნაწლავში. ნაღვლის ბუშტი მდებარეობს ღვიძლთან ახლოს.

ადამიანს ორი თირკმელი აქვს. თირკმელებში გავლისას სისხლი იფილტრება, საჭირო ნივთიერებები მასშივე რჩება, უვარგისი კი გარეთ გამოიდევნება. თირკმელი ორგანიზმის ბიოლოგიური ფილტრია.

შარდის ბუშტი
თირკმელებში წარმოქმნილი შარდი გადადის შარდის ბუშტში და იქ გროვდება. მოზრდილი ადამიანის ბუშტი საშუალოდ 500-700 მლ შარდს იტევს,

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ჰორმონების გამომუშავებაა, რომლებიც მონაწილეობენ ნივთიერებთა ცვლაში. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ხელს უწყობენ ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას.

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 

_რა არის გულის მთავარი ფუნქცია?

_რომელი შინაგანი ორგანოა პასუხისმგებელი ემოციებზე?

_რომელი ორგანოები აქვს ადამიანს ორ-ორი?

_სად იფილტრება სისხლი?

_რომელი ორგანო ასრულებს ყველაზე ბევრ ფუნქციას?

 

წაიკითხეთ ტექსტი

 

შინაგანი ორგანოების დაავადებებს სახეზე ამოიკითხავთ

ყველა შინაგანი ორგანო სახის გარკვეულ ნაწილთან არის დაკავშირებული. სახის კანის მდგომარეობის მიხედვით შეგიძლიათ გაიგოთ, თუ რა გაწუხებთ. თუ შუბლზე გამონაყარი გაქვთ, შესაძლებელია, რომ ფილტვებთან და სასუნთქ გზებთან დაკავშირებით გაქვთ პრობლემები. ასევე, შესაძლოა, ეს კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადების ნიშანიც იყოს. ხშირად ასეთი გამონაყარი შინაგანი ორგანოების გაწმენდის შემდეგ ქრება. თუ შუბლზე წითელი ლაქები გაგიჩნდათ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი საკვები დიდი რაოდენობით მარილს შეიცავს. ამ დროს არ არის სასურველი ხორცის მიღება. თუ შუბლი გაფერმკრთალდა (ფერი დაკარგა), ეს იმაზე მიუთითებს, რომ ბევრ ყავასა და ტკბილს მიირთმევთ.

თუ ცხვირის ზედა ნაწილში, შუბლთან ახლოს, ღრმა ნაოჭები გაჩნდა, ეს ღვიძლის პრობლემაზე მეტყველებს.

თუ ქუთუთოების ზემოთ ნაოჭები გაგიჩნდათ, ეს იგი ელენთა არასწორად ფუნქციონირებს და მას ყურადღება უნდა მიაქციოთ. ქუთუთოების ქვემოთ შეშუპება, შესიება და ფერის შეცვლა ნიშნავს, რომ ღვიძლის პრობლემები გაქვთ.

ცხვირზე ან ლოყებზე გამონაყარი კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებაზე მიუთითებს.

ცხვირზე ან ლოყებზე დიდი რაოდენობით გაჩენილი ფერისმჭამელები ან გამონაყარი იმაზე მეტყველებს, რომ იმუნიტეტი დაქვეითებული გაქვთ.

ტუჩის გარშემო გამონაყარი საჭმლის მომნელებელი სისტემის დისფუნქციაზე მიუთითებს.

თუ ტუჩების სიმშრალე გაწუხებთ და კანიც გექერცლებათ, მაშინ ორგანიზმი დაბინძურებულია და სასწრაფოდ ჩაიტარეთ გამწმენდი პროცედურები.

თუ ხშირად დააკვირდებით საკუთარ სახეს, ადვილად გაერკვევით, რომელი ორგანო ითხოვს თქვენგან სასწრაფო დახმარებას.

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 

_ადამიანის სხეულის რომელ ნაწილზე აისახება მისი ავადმყოფობა?

_როგორ ქრება ხოლმე გამონაყარი ადამიანის სახეზე?

_რა მიუთითებს, რომ ადამიანის იმუნიტეტი დაქვეითებულია?

_რა არის საჭირო ადამიანის დაბინძურებული ორგანიზმის გასაჯანსაღებლად?

_ამ ტექსტის მიხედვით, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მიხვდეთ, რა გაწუხებთ?

 

 

წაიკითხეთ ტექსტი

სიცილი და ჯანმრთელობა

 

მრავალწლიანი კვლევების საფუძველზე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სიცილი ისევე აუცილებელია ადამიანისთვის, როგორც ცხოვრების ჯანსაღი წესი, ძილი და სპორტი.

სიცილი დადებითად მოქმედებს ჩვენი იმუნური სისტემის მუშაობის პროცესზე. წარმოქმნის და ააქტიურებს დამცავ უჯრედებს.

ხარხარი (ჩაბჟირება) თითქმის ვარჯიშის ტოლფასია. სიცილის დროს ადამიანის 300 კუნთი და დიაფრაგმა აქტიურად მუშაობს, რომლის დროსაც შინაგანი ორგანოების მასაჟი კეთდება. ეს ეხმარება საჭმლის მონელებას, კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ასტიმულირებს ნაღვლისა და ღვიძლის მუშაობას, აფართოებს ბრონქებს, ამცირებს არტერიულ წნევას და ხელს უწყობს გულის კუნთის აქტიურ მუშაობას.

სიცილით შეიძლება ჩავანაცვლოთ სუნთქვითი ვარჯიშები, რომლებიც აუმჯობესებს ფილტვების მუშაობას.

 

  • რა არის სიცილი? რა არის ხარხარი? ჩამოაყალიბეთ წერილობით, რა მსგავსება და რა განსხვავებაა მათ შორის.