გრამატიკა

IDevice Icon

განსაზღვრებითი დამოკიდებული რთული წინადადება

განსაზღვრებითი დამოკიდებული წინადადება განსაზღვრავს (ჩაენაცვლება ან აზუსტებს და აკონკრეტებს) მთავარი წინადადების სახელით გამოხატულ რომელიმე წევრს:

`დააწყო შიგ გასაყიდად ისეთი რამეები, რაც სოფლისათვის მოუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდა~;

`ჩაფიქრებული მიუახლოვდა იმ ბილიკს, რომელიც ბუჩქებითა და ტყით იყო შემოზღუდული~...

განსაზღვრებითი დამოკიდებული წინადადება მოგვიგებს კითხვებზე: რომელი? როგორი?

მთავარ წინადადებასთან განსაზღვრებითს აერთებს რომ კავშირი და მიმართებითი სიტყვები / მიმართებითი ნაცვალსახელები: რომელიც, როგორიც.

  • მოიძიეთ ტექსტში განსაზღვრებითი რთული წინადადება, ამოიწერეთ და ხაზი გაუსვით კავშირებს.