კითხვა / წერა

IDevice Icon


 

 

წაიკითხეთ ტექსტი

ადამიანი ზოგჯერ ცუდად ხდება. მას ზოგჯერ თავის ტკივილი აწუხებს, ზოგჯერ კბილი სტკივა, ზოგჯერ _ კუჭი და ა.შ. ნებისმიერი ტკივილისა და ავადმყოფობის დროს დროს ის ექიმთან მიდის. ექიმი სინჯავს პაციენტს და უწერს წამალს.

ზოგიერთი ტკივილი მალე ქრება, ზოგჯერ კი დიდი ხნის მკურნალობაა საჭირო.

ყველა დაავადებას თავისი სიმპტომები აქვს. სიმპტომი არის ერთგვარი ნიშანი, რომელიც დაავადებაზე მიგვითითებს.

გულის დაავადებებია ინფარქტი, გულის შეტევა, არითმია. ამ დროს კარდეოლოგთან მიდიან. თირკმელების, ფილტვის, მუცლის ღრუს დაავადებებს თერაპევტი მკურნალობს. თირკმელების დაავადებებია: თირკმელების ანთება, თირკმლის გათიშვა, ნეფრიტი და ა. შ.ფილტვების ანთება ძალიან მძიმე დაავადებაა. ფილტვების დაავადებაა, აგრეთვე, ტუბერკულოზი, რომელსაც ჭლექსაც ეძახიან. მუცლის ღრუს ყველაზე გავრცელებული დაავადებებია ბრმა ნაწლავის შეტევა; კუჭის ანთება, კოლიტი, თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება, ნაღვლის ბუშტის ანთება და ღვიძლის გადიდება.

შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ადამიანების ხშირად აწუხებთ ანგინა (ტონზილიტი ანუ ყელის ანთება) და ყურის ანთება.

ადამიანმა თვითონ, ექიმის გარეშე, არ უნდა იმკურნალოს. თვითმკურნალობა ძალიან საშიშია.

ბავშვობაში ყველას აქვს გადატანილი დაავადებები, რომლებსაც სახადს უწოდებენ. ხალხი მათ ბატონებსაც უწოდებს. ასეთებია: ჩუტყვავილა, წითელა, ქუნთრუშა, წითურა, ყბაყურა და სხვ.

ამ დროს ბავშვს ტანსა და სახეზე აყრის წითლად, ამას გამონაყარს ეძახიან. ხშირად აქვს სიცხე, სუსტად არის, შემდეგ კი სიწითლე ნელ–ნელა გადის, გამონაყარი ქრება.

არსებობს ქრონიკული დაავადებები. ქრონიკულია ისეთი დაავადებები, რომლებიც არ იკურნება, მაგრამ მკურნალობის შემდეგ ტკივილები იკლებს და ავადმყოფი შედარებით უკეთ არის ხოლმე.

მეცნიერები დიდი ხანია იკვლევენ, რა არის დაავადების მიზეზი, რატომ ჩნდება ესა თუ ის ავადმყოფობა, როგორ უნდა ვუმკურნალოთ მათ.

საჭიროა ადამიანმა წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტაროს პროფილაქტიკური გამოკვლევები.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 

  • გადმოეცით ტექსტის მოკლე შინაარსი.

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 
_ვისთან მიდის ადამიანი ტკივილისა და ავადმყოფობის დროს?

_რა არის ავადმყოფობის ნიშანი?

_რა არის საშიში ადამიანის ჯანმრთელობისათვის?

_რა არის ქრონიკული დაავადება?

_რომელი დაავადებებია გავრცელებული შემოდგომა-ზამთრის პერიოდში?

_წელიწადში რამდენჯერ უნდა მიმართოს ადამიანმა ექიმს პროფილაქტიკისათვის?

 

წაიკითხეთ ტექსტი

ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე გავრცელებული დაავადებები

ალერგია ჩვენი საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებაა. სტატისტიკური მონაცემებით, ალერგია თანამედროვე ცივილიზებული მსოფლიოს მოსახლეობის 12-15%- აწუხებს.

ტერმინი ‘’ალერგია’’ მედიცინაში ავსტრიელმა პედიატრმა პირკემ 1906 წელს დაამკვირდა. ალერგია ეს არის ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა ამა თუ იმ ნივთიერების მიმართ. ექიმების ვარაუდით, 2050 წელს მსოფლიო მოსახლეობის 50%- ალერგია ექნება.

წამლებზე ალერგიული რეაქცი პაციენტების 2-3%- აქვს. 6 წლამდე ასაკის ბავშვთა 8% ვერ იტანს საკვების რომელიმე სახეობ. აქედან 2-4%- უყალიბდება კვებითი ალერგია, ხოლო მოზრდილებში კვებითი ალერგია 1 – 2%- აწუხებს.

ალერგიული დაავადებები განსაკუთრებით გაზაფხულსა და ზაფხულში იჩენს თავს, როდესაც ბუნება იღვიძებს, მცენარეები ყვავის და ალერგიული რეაქციების გამომწვევი ნივთიერებების, ანუ ალერგენების, რიცხვი ძალიან დიდია.

ალერგიული დაავადებები საშუალოდ დედამიწის მოსახლეობიდან ყოველ მეათეს აღენიშნება. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ალერგიით დაავადებულთა რიცხვი 4-ჯერ გაიზარდა. გავრცელების მიხედვით ალერგიული დაავადებები მე-3 ადგილს იკავებენ (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები).

ექიმების რჩევაა, რომ ვისაც აწუხებს ალერგია, ექიმს დროულად მიმართოს.

გრიპი

გრიპი ყველაზე გავრცელებული ინფექციურდაავადებაა. ეპიდემიის სიხშირე ყოველწლიურად იმატებს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. დაავადების გამომწვევი რნმ-ის შემცველი ვირუსი. ინფექციის წყარო დაავადებული ადამიანია, გადაცემის გზა - ჰაერ-წვეთოვანი. დაავადება შეიძლება გავრცელდეს 2,5 ეტრის დისტანციაზე დაავადებული ადამიანიდან. კლინიკური სურათი: ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12 სთ-დან 3 დღემდე. გრიპის სიმპტომები: ავადმყოფს უვითარდება სისუსტე, ტკივილები კუნთებსა და სახსრებში, თავის ტკივილი. ტემპერატურა 38-40 გრადუსამდეა. ცხელების ხანგრძლივობა 3-6 დღეა. აღინიშნება თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური, ყელის სიმშრალე, მშრალი ხველა, ცხვირის გაჭედვა, 2-3 დღეში იწყება გამონადენი ცხვირიდან. მუცლის ტკივილი და დიარეა (კუჭის აშლა) გრიპს არ ახასიათებს.

დეპრესია ლათინური სიტყვაა და ქართულად შებოჭვა, დამონებას ნიშნავს. ეს არის ადამიანის მოწყენილი, დათრგუნული ხასიათი, რომელსაც მოთენთილობა, დაქანცულობის შეგრძნება ახლავს.
დეპრესია სულიერ დაავადებებს შორის ყველაზე მეტადაა გავრცელებული.
ბევრს მიაჩნია, რომ დეპრესია ცივილიზაციის დაავადებაა. ეს თვალსაზრისი ბევრ შემთხვევაში მართებულია.
ფსიქიატრებ აღწერე დეპრესიის სიმპტომებს:
დაქვეითებული, ნაღვლიანი განწყობილებები;
შენელებული აზროვნება;
მოძრაობის შებოჭილობა;
დარღვეული ძილი;
ყურადღების კონცენტრირების უნარის დაქვეითება;
უმადობა;
წინანდელი ემოციური რეაქციების დაკარგვა;
ცხოვრებისეული მოვლენებისადმი ინტერესის დაკარგვა;
ოყმანი;
საკუთარი არასრულყოფილების შეგრძნება;
სუიციდური იდეები (ფიქრები თვითმკვლელობაზე) ან მოქმედება.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 

  • დაწერეთ, თქვენ რა დაავადებებს იცნობთ და როგორ მკურნალობთ?

 

  • ალბათ გქონიათ გრიპი, ანდა გაციებულხართ. მოჰყევით, როგორ მოიქეცით, გამოიძახეთ თუ არა ექიმი, რით იმკურნალეთ?

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 
_რომლებია ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე გავრცელებული დაავადებები?

_წელიწადის რომელ დროს არის ალერგიული დაავადებები ყველაზე გავრცელებული?

_ვინ არის გრიპის ინფექციის წყარო?

_რა არ ახასიათებს გრიპს?

_რომელ დაავადებას ახლავს დაღლილობის შეგრძნება?

_ზოგი მეცნიერის აზრით, რისი შედეგია დეპრესია?