გრამატიკა

IDevice Icon


 

 

განსაზღვრებითი ნაცვალსახელები

განსაზღვრებითი ნაცვალსახელებია: თვით, თვითონ, თითოეული, ყოველი, ყველა, თავად და სხვა.

თვით და თვითონ უბრუნველი ნაცვალსახელებია. თავისებურებას იჩენს ნაცვალსახელი ყველა, რომელიც დამოუკიდებლადაც იხმარება და არსებითთანაც: ყველა ბუზი ბზუისო, ფუტკართან ყველა ტყუისო. ამ წინადადებაში ყველა ორჯერ არის ნახმარი. პირველად ის სახელს ახლავს და განსაზღვრებაა, მეორედ დამოუკიდებლად არის ნახმარი, ზმნას უკავშირდება და ქვემდებარეა.

ნაცვალსახელი ყველა არ იკვეცება და არ აქვს ვითარებითი ბრუნვის ფორმა. მრავლობითში -ებ ბოლოსართს არ დაირთავს; მრავლიობითის ფორმაა - ყველანი.

  • შეადგინეთ 10 წინადადება თვით, თვითონ, თითოეული, ყოველი, ყველა, თავად ნაცვალსახელების გამოყენებით.

  • მოიძიეთ ტექსტში განსაზღვრებითი ნაცვალსახელები და ამოიწერეთ წინადადებები.