გრამატიკა

IDevice Icon

განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელები

განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელებია: ვიღაც, რაღაც, რომელიღაც; ვინმე, რამე, რომელიმე, რამდენიმე; კაცი, ერთი, ზოგი, ზოგიერთი.

განუსაზღვრელობით ნაცვალსახელთა უმეტესობა ნაწარმოებია კითხვითი ნაცვალსახელებისაგან ღაც() ან მე ნაწილაკის დართვით.

მე და ღაცა ნაწილაკები ნაცვალსახელებს ერთვის და ბრუნვის ნიშნები მათ მოსდევს.

განუსაზღვრელობით ნაცვალსახელებს ებ-იანი მრავლობითიც ეწარმოებათ: ვინმეები, ვინმეებმა, ვინმეებს... რამეები, რამეებმა, რამეებს... ვიღაცები, ვიღაცებმა, ვიღაცებს... და არა: ვიღაცეები, ვიღაცეებმა, ვიღაცეებს... რაღაცები, რაღაცებმა, რაღაცებს... და არა: რაღაცეები, რაღაცეებმა, რაღაცეებს...

ეს ნაცვალსახელები გაორკეცებითაც იხმარება და დეფისით იწერება: ვიღაც-ვიღაცები, რაღაც-რაღაცები.

რომელიმე და რამდენიმე ისევე იბრუნვის, როგორც ვინმე, ოღონდ მათ მრავლობითი არა აქვთ. ამ ნაცვალსახელებთან არსებითი სახელი მხოლობითში დაისმის. მაგ.: რომელიმე ამხანაგი, რამდენიმე ბავშვი და არა: რომელიმე ამხანაგები, რამდენიმე ბავშვები.

არსებითთან ბრუნებისას განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელი უცვლელია: ვიღაც კაცი, ვიღაც კაცმა... რაღაც ამბავი, რაღაც ამბავმა... რომელიღაც ფრინველი, რომელიღაც ფრინველმა...

  • კითხვითი ნაცვალსახელებისგან (ვინ, რა, რომელი, როგორი)
აწარმოეთ განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელები.

  • მოიძიეთ ტექსტში განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელები და ამოიწერეთ.