გრამატიკა

IDevice Icon

მიმართებითი ნაცვალსახელები,

მიმართებითი ზმნიზედები

მიმართებითი ნაცვალსახელებია: ვინც, რაც, რომელიც, როგორიც, რანაირიც, რამდენიც, ვისიც, რისაც, სადაურიც, როდინდელიც.

მიმართებითი ნაცვალსახელები იწარმოება კითხვითი ნაცვალსახელებისაგან (ცა) ნაწილაკის დართვით. მაგ., ვინ, რა, რომელი კითხვითი ნაცვალსახელებია, ვინც, რაც, რომელიც - მათგან ნაწარმოები მიმართებითი ნაცვალსახელები.

მიმართებითი ნაცვალსახელი აერთებს ერთ წინადადებას მეორესთან:

შემცდარია, ვინც გულს იტეხს.

  • მოიძიეთ ტექსტში მიმართებითი ნაცვალსახელები.

 

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 82P1