კითხვა / წერა

IDevice Icon

წაიკითხეთ ტექსტი

ოცდამეერთე საუკუნე ახალი ტექნოლოგიების ხანაა. თანამედროვე ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია ტექნოლოგიების გარეშე.

ტელევიზორი, კომპიუტერი, ტელეფონი, მობილური ტელეფონი, აიპოდი _ ეს ყველაფერი თანამედროვე ადამიანის ცხოვრების ნაწილია.

კომპიუტერი ინგლისური სიტყვაა და გამომთვლელს ნიშნავს. ეს არის ელექტრონული გამომთვლელი მანქანა, რომლის ძირითადი დანიშნულება ინფორმაციის სწრაფად დამუშავებაა. კომპიუტერი მუშაობს ადამიანის მიერ წინასწარ შედგენილი პროგრამის მიხედვით.

კომპიუტერები ყოველწლიურად უფრო და უფრო ძლიერი ხდება.

არსებობს პატარა კომპიუტერები პირადი გამოყენებისთვის. მათ უწოდებენ პერსონალურ კომპიუტერებს. ბევრს მოსწონს ნოუტბუკების გამოყენება (სხვანაირად მათ ლეპტოპებს ეძახიან); კომპიუტერი არის კომუნიკაციის საშუალებაც. ძალიან მოსახერხებელია ნეტბუკების გამოყენება. ნეტბუკი მცირე ზომისაა და ძალიან ადვილია მისი ტარება.

მობილური ტელეფონის ისტორია პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ იწყება. პირველი ტელეფონი მხოლოდ მანქანაში დასამონტაჟებელი იყო და 40 კგ- იწონიდა. 70-იანი წლებისთვის მობილური ტელეფონი 12-14 კგ- იწონიდა.

დღეს მობილური ტელეფონი ძალიან ბევრ ადამიანს აქვს. ის აუცილებელი და საჭირო ნივთია. ის ჩვენი ცხოვრების ნაწილია. მსოფლიოს დიდი კომპანიები კი კვლავ მის დახვეწასა და ზომების შემცირებაზე მუშაობენ...

საქართველოში მრავალი ფირმის მობილური ტელეფონი იყიდება. მათ ბევრი ფუნქცია აქვთ. ზოგიერთი ადამიანი მათ ფოტოაპარატის მაგივრადაც იყენებს, მოსწონს მობილურით გადაღება. მოსახლეობას სამი ოპერატორი სთავაზობს მომსახურებას. ესენია: ჯეოსელი, მაგთი და ბილაინი. ზოგს მაგთის მომსახურება მოსწონს, ზოგს _ ჯეოსელის, ზოგიც ბილაინს არჩევს.

პირველი აიფონი შეიქმნა 2007 წლის ცხრა იანვარს. იგი ყველაზე თანამედროვე სენსორული ტელეფონია.

აიფონის ტარება განსაკუთრებით მოსწონთ ახალგაზრდებს, მათ უყვართ ახალი ტექნოლოგიების გამოყენება და ადვილად ითვისებენ სიახლეებს.

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 

_რა არის კომპიუტერის ძირითადი ფუნქცია?

_როდის გაჩნდა პირველი მობილური ტელეფონი?

_რომელი ტელეფონები მოსწონთ ახალგაზრდებს?

წაიკითხეთ ტექსტი

 

ეფლისაიპედი მსოფლიო ბაზარზე გავიდა

კომპანიაეფლისახალი ნაწარმის მსოფლიო ბაზარზე გასვლას მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდა. აიპედები ლონდონსა და ტოკიოში გამოსვლისთანავე გაიყიდა. მყიდველები ევროპასა და აზიაში გასულ პარასკევსეფლისმაღაზიებში ამჟამად ყველაზე სასურველი ნივთის, აიპედის, საყიდლად მივიდნენ. კომპანიაეფლმაგამოსვლიდან პირველი ერთი თვის განმავლობაში ამერიკის ბაზარზე მილიონზე მეტი აიპედი გაყიდა.

ეფლისაიპედის ფანების გრძელი რიგები ადვილი შესამჩნევი იყო მსოფლიოს ბევრ დიდ ქალაქში, ლონდონიდან ტოკიომდე.

ესექსის უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი ამბობს, რომ ამ დღეს ის დიდი ხანია ელოდა. ის ამბობს: „ლოდინი დასრულდა და ამით ძალიან ბედნიერი ვარ“.

ეფლმა აიპედი ამერიკაში აპრილში გაიტანა გასაყიდად. კომპანიამ გადაწყვიტა, ჯერ შეერთებულ შტატებში არსებული მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა და საერთაშორისო ბაზარზე მოგვიანებით გასულიყო.

მიუხედავად ხანგრძლივი ლოდინისა, ევროპელი მომხმარებელი სიხარულით შეეგება აიპედს. ერთ-ერთი მათგანი, კენტა ასატა, ამბობს: „არაფრის თქმა არ შემიძლია, ძალიან ბედნიერი ვარ, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღეა“.

აიპედიეფლის ყველასთვის კარგად ცნობილი აიფონის შედარებით დიდი ვარიანტია. მისი გამოყენებით შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით სარგებლობა, ფილმების ყურება და ვიდეოთამაშების თამაში. მასზე სხვადასხვა გამოცემის კითხვაც შესაძლებელი იქნება.

რომში, სადაც აიპედის რიგში მდგარ ხალხს ესპრესოს სთავაზობდნენ და ჯამბაზები ართობდნენ, ერთ-ერთმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომფლის ამ ახალი პროდუქტის შეძენით ის მრავალმხრივი დანიშნულების კომპიუტერს ყიდულობს.

 

  •  ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

  • გადაიყვანეთ ტექსტი მესამე პირში.

  • დაწერეთ თემა: ჩემი მობილური ტელეფონი.

  • უპასუხეთ კითხვებს:


_რის საყიდლად იდგა რიგები ევროპისა და აზიის ქალაქებში ამ ტექსტის მიხედვით?

_რამდენი აიპედი გაიყიდა ამერიკაში გამოსვლიდან პირველ ერთ თვეში?

_რა ფუნქციები აქვს აიპედს?