გრამატიკა

IDevice Icon

შეფასების გამომხატველი კონსტრუქციები

მომწონს + საწყისი

შეფასების, დამოკიდებულების გამოხატვისას ქართულ ენაში გამოიყენება შემდეგი კონსტრუქციები:

მომწონს + ზმნის საწყისი ფორმა (კითხვა, წერა, თამაში, ძილი...)

ახლანდელი დრო: მოსწონს მას ის / არ მოსწონს მას ის

მომავალი დრო: მოეწონება მას ის / არ მოეწონება მას ის

წარსული უწყვეტელი: მოსწონდა მას ის / არ მოსწონდა მას ის

წარსული წყვეტილი: მოეწონა მას ის / არ მოეწონა მას ის

სასურველი მოქმედება: მოეწონოს მას ის / არ მოეწონოს მას ის

წარსული შედეგობითი: მოსწონებია მას ის / არ მოსწონებია მას ის

მაგალითად:

ნანას მოსწონს ბალეტზე სიარული.

ნატას მოეწონება ეს კაბა.

ნიკას მოსწონდა ანა.

სალომეს მოეწონა ჩვენი საჩუქარი.

ნეტავ დედას მოეწონოს ეს პალტო.

ანას არ მოსწონებია ციგურებით სრიალი.

  • მოიძიეთ ტექსტში შეფასების გამომხატველი კონსტრუქციები და ამოიწერეთ.

 

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 84P1