კითხვა / წერა

IDevice Icon


 

 

 

წაიკითხეთ ტექსტი

სოფლის მეურნეობას დიდი ხნის ისტორია აქვს. საუკუნეების წინ ადამიანებმა ისწავლეს მიწაზე მუშაობა, მოიშინაურეს ცხოველები. შემდეგ ნელ–ნელა განვითარდა სოფლის მეურნეობა და დღეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სოფლის მაცხოვრებლებს უფრო გაუადვილდათ სამუშაო.

მათ, ვინც მიწაზე მუშაობს, მიწათმოქმედები ჰქვიათ, მათ კი, ვინც შინაურ ცხოველებს უვლის, მესაქონლეებს/ მეცხოველეებს უწოდებენ.

საქონელს ეძახიან ძროხას, ცხვარს, კამეჩს, ხარს და ა. შ.

გარდა მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობისა, სოფლის მეურნეობას სხვა დარგებიც აქვს: მეაბრუშუმეობა, მებოსტნეობა, მევენახეობა, მეთევზეობა, მენადირეობა, მეტყევეობა, მეფრინველეობა, მეფუტკრეობა, მეჩაიეობა, მეხილეობა და ა. შ.

მაშინ, როდესაც მეცხოველეები საქონელს უვლიან, მიწათმოქმედები მიწაზე მუშაობენ, მევენახეები ვაზს უვლიან, კრეფენ ყურძენს და წურავენ ღვინოს. საქართველოში ვაზის უამრავი ჯიში არსებობს.

საქართველო ღვინის ქვეყანაა.

სოფლის მეურნეობა დამოკიდებული გარემო პირობებზე: ნიადაგზე , კლიმატზე, სეზონზე, ადგილმდებარეობაზე და სხვ.

სასოფლო-სამეურნეო მცენარეები:

ბაღჩეული კულტურები: საზამთრო, ნესვი, გოგრა, ყაბაყი .

ბოსტნეული: ბადრიჯანი, ბოლოკი, გოგრა, თალგამი, კარტოფილი, კიტრი, კომბოსტო, პამიდორი, სტაფილო, ჭარხალი .

მარცვლეული კულტურები: ბარდა, ბრინჯი, ლობიო, მუხუდო, სიმინდი, სოია, ფეტვი, ქერი, შვრია, ცერცვი, ჭვავი, ხორბალი .

ტექნიკური კულტურები: ბამბა, თამბაქო, კანაფი, კორპი, მზესუმზირა, სელი, ტუნგო .

ხილი: ალუბალი, ატამი, ბალი, გარგარი, ვაშლი, კომში, ლიმონი, მანდარინი, მარწყვი, მაყვალი, მსხალი, ქლიავი, ფორთოხალი .

სასოფლო-სამეურნეო ცხოველები არიან:

შინაური ცხოველები: ბოცვერი, კამეჩი, თხა, ღორი, ცხენი, ცხვარი, ძროხა .

შინაური ფრინველები: ბატი, ინდაური, იხვი, ქათამი .

მწერები: აბრეშუმის ჭია, ფუტკარი .

სასოფლო-სამეურნეო იარაღებია: ბარი, გუთანი, თოხი, კავი.

დიდი ხნის წინათ გუთანი იყო ერთადერთი საშუალება მიწის დამუშავების დროს. მაშინ მიწაზე მუშაობას დიდი დრო სჭირდებოდა, მერე გამოიგონეს მანქანები. ახლა სასოფლო სამეურნეო მანქანები ძალიან ეხმარება გლეხს მოსავლის აღებაში.

სასოფლო-სამეურნეო მანქანებია:კომბაინი, ტრაქტორი.

სხვა სასოფლო-სამეურნეო ტერმინები: ბარვა, თესვა, თოხნა, ხვნა, მორწყვა.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 

  • ჩამოთვალეთ სასოფლო-სამეურნეო ტერმინები, რომლებიც გაგიგიათ. ხაზი გასუვით ისეთ ტერმინებს, რომლებიც ტექსტში არ შეგხვედრიათ და თქვენი პირადი გამოცდილებიდან იცით.

 

  • უპასუხეთ კითხვებს:


_ვის უწოდებენ მიწათმოქმედებს?

_რა ჰქვიათ ადამიანებს, რომლებიც შინაურ ცხოველებს უვლიან?

_ამ ტექსტის მიხედვით, რისი ქვეყანაა საქართველო?

_რის შემდეგ გაიოლდა მიწაზე მუშაობა?

 

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 85P1

 

წაიკითხეთ ტექსტი

სოფლის მეურნეობა - 2011

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პერ ეკლუნდმა საქართველოში ოთხი წელი გაატარა. მისი აზრი, ქვეყნის განვითარებისათვის სოფლის მეურნეობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ბატონი ეკლუნდის თქმით, თავისი გეოგრაფიული გარემოთი და მიწასთან ურთიერთობის ტრადიციით საქართველო სასოფლო-სამეურნეო ქვეყანაა და ამიტომაც აქ გრძელვადიანი პრობლემების მოგვარება სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარებით იქნება შესაძლებელი.
პერ ეკლუნდი თავის წერილში აღნიშნავდა:
”სოფლის მეურნეობის განვითარების დაბალი დონე, ჩემი აზრით, არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის სიღარიბის დონე ქვეყანაში ჯერ კიდევ ასეთი მაღალი.”
პრობლემა რომ მნიშვნელოვანია, ქვეყნის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა; სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 2011 წელს ორჯერ დიდი იყო წინა წელთან შედარებით. ამის მიუხედავად, ექსპერტთა დაკვირვებით, ქვეყნის ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თანდათან მცირდება. შესაბამისად, იზრდება ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი. მაგალითად: საბჭოთა კავშირის დაშლისას ქვეყანას ოთხ მილიონზე მეტი ძროხა ჰყავდა, დღეისათვის ქვეყანაში ძროხათა რაოდენობა მილიონ ნახევრამდე დავიდა. უკეთესი მდგომარეობა არც სოფლის მეურნეობის სხვა დარგებშია. სწორედ ამ პრობლემების გასაანალიზებლად სასტუმრო “ვერე პალასში” გაიმართა კონფერენცია თემაზე: “ქართული სოფელი: პრობლემები და პერსპექტივები”. კონფერენცია ორგანიზებული იყო

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.
კოფერენციაზე განხილული იყო თემები: თანამედროვე მდგომარეობა საქართველოს სოფლის მეურნეობაში, სასოფლო-სამეურნეო მიწების (სავარგულების) განაწილება: შედეგები და პრობლემები, ინოვაციური პოლიტიკა სოფლის მეურნეობაში, მცირე ფერმერული მეურნეობები და მათი მხარდაჭერის გზები, ბიო-წარმოება და ქართული სოფელი, რეგიონული თანამშრომლობა და განვითარებისროგრამები სოფლად, სოფლის პრობლემები საქართველოს მთიანეთში (რაჭის მაგალითი), ქართული სოფელი -გუშინ, დღეს, ხვალ... კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ, სოფლის მეურნეობის სპეციალისტები, უნივერსტეტების დოქტორები, პროფესორები, სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელები, მეცნიერები და .. კონფერენციაზე გაიმართა საინტერესო დისკუსია. მონაწილეები სამომავლო სამუშაო გეგმებზე შეთანხმდნენ, რათა უფრო გააქტიურდეს და გამოცოცხლდეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დარგი - სოფლის მეურნეობა!

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 

  • სოფლის მეურნეობის რომელი დარგებია განვითარებული თქვენს მხარეში? გადმოეცით წერილობით.

 

  • უპასუხეთ კითხვებს:


_რომელი დარგი მიაჩნია ევროკავშირის ელჩს საქართველოში პრობლემების გადაჭრის გზად?

_ როგორ შეიცვალა სოფლის მეურნეობის დაფინანსება 2011 წელს?

_რის შემდეგ შემცირდა სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოში?

_სად გაიმართა სოფლის მეურნეობის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია?