გრამატიკა

IDevice Icon


ამბის განვითარების საფეხურები

თხრობისას საჭიროა მოქმედების (ამბის) გადმოცემის თანმიმდევრობის გადმოცემა. ამისათვის სპეციალურ ლექსიკურ ერთეულებს ვიყენებთ. მაგალითად, ამბის თხრობა (განსაკუთრებით - ზღაპრებში) ხშირად შემდეგი სიტყვებით იწყება: დიდი ხნის წინათ... ოდესღაც... ხშირად იხმარება აგრეთვე ზმნიზედა თავიდან (თავიდანვე).

მომდევნო მოქმედებას შემდეგ, მერე ზმნიზედები გამოხატავენ;

ამბის თხრობას, როგორც წესი, ზმნიზედა ბოლოს (დაბოლოს) გამოხატავს.

  • მოიძიეთ ტექსტში თხრობის დაწყების, მომდევნო მოქმედებისა და დასასრულისამომხატველი სიტყვები და ამოიწერეთ.

 

  • შეადგინეთ პატარა ტექსტი, რომელშიც ამ სიტყვების გამოყენებით, რაიმე ამბის თანამიმდევრობა იქნება გადმოცემული.