გრამატიკა

IDevice Icon

სხვადასხვა სტრუქტურის მარტივი წინადადებები

(გავრცობილი, გაუვრცობელი...)

მარტივი წინადადება გაუვრცობელია ან გავრცობილი.

გაუვრცობელია მარტივი წინადადება, რომელიც მხოლოდ მთავარ წევრებს შეიცავს: 1. ცხელოდა. 2. ფიჭვი იდგა. 3. სიო არხევდა ფოთლებს. 4. ტყეს ჩრდილი მოეფინა. 5. ვერხვი მუხას გადახვევს მკლავებს.

გავრცობილია წინადადება, რომელშიც მოიპოვება ერთი ან მეტი არამთავარი წევრიც: ფიჭვი საწყლად იდგა; სიო ნაზად არხევდა ფოთლებს; ტყეს ბნელი ჩრდილი მოეფინა...

  • პირველ საკითხავ ტექსტში მოიძიეთ გავრცობილი და გაუვრცობელი მარტივი წინადადებები. ამოიწერეთ და დააჯგუფეთ.