მოსმენა / ლაპარაკი

IDevice Icon


მოისმინეთ დიალოგები

 

 

  • უცნობი სიტყვები მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით ააგეთ 10 წინადადება და წარმოთქვით.

 

  •   თქვენ მოისმინეთ დიალოგი სამ ნაწილად. სწორი მიმდევრობით დააწყვეთ (მიუწერეთ რიგითი ნომერი), ვის ეხებოდა ეს ტექსტები:

 
ექვთიმე თაყაიშვილი

ილია ჭავჭავაძე

სულხან-საბა ორბელიანი

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 
_როდის მოღვაწეობდა ილია ჭავჭავაძე?

_სად მოკლეს ილია?

_ვინ იყო ექვთიმე თაყაიშვილი?

_სად ცხოვრომდა ექვთიმე თაყაიშვილი?

_რომელ საუკუნეებში მოღვაწეობდა სულხან–საბა ორბელიანი?

_სად გაგზავნეს სულხან-საბა ელჩად?

 

  • მოცემულია პასუხები. მოსმენილი ტექსტის მიხედვით დასვით სათანადო კითხვები:

 

_ილია ჭავჭავაძე ცხოვრობდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში.

–იმ დროს საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო.

_ქართველები განიცდიდნენ ეროვნულ ჩაგვრას რუსეთის იმპერიის მხრიდან.

_ილია მოკლეს წიწამურთან.

_ექვთიმე თაყაიშვილი იყო ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე.

_ექვთიმე თაყაიშვილი ემიგრაციის დროს ცხოვრობდა საფრანგეთში.

_ექვთიმემ დაიცვა ქართული საგანძური.

_ეს საგანძური ახლა არის საქართველოში.

_ექვთიმე დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

 

  • ხელმეორედ მოისმინეთ ტექსტი და მოყევით სამი ქართველი საზოგადო მოღვაწის შესახებ (შეგიძლიათ დაამატოთ სხვა ინფორმაციაც).

 

  • ააგეთ მსგავსი დიალოგი და გაითამაშეთ.

 

  • ისწავლეთ საკომუნიკაციო სიტყვები და ფრაზები; მათი გამოყენებით შეადგინეთ წინადადებები და ააგეთ დიალოგი:

 
არა მგონია...

გთხოვთ, გაითვალისწინოთ...

როგორც აღვნიშნეთ, ...

როგორც უკვე მოგახსენეთ...

ცნობილი ფაქტია, რომ...