გრამატიკა

IDevice Icon


რთული ქვეწყობილი წინადადების შეცვლა მარტივით

დამოკიდებული წინადადება იმავე როლს ასრულებს წინადადებაში, რასაც წინადადების ესა თუ ის წევრი: განსაზღვრებითი დამოკიდებული წინადადება განსაზღვრებას ჩაენაცვლება, გარემოებითი დამოკიდებული - გარემოებას, დამატებითი დამოკიდებული - ამა თუ იმ დამატებას აკონკრეტებს და აზუსტებს და . .

ამ ტიპის წინადადებათა შეცვლა მარტივით საკმაოდ იოლია; ამისათვის საჭიროა:

1. დამოკიდებული წინადადების კავშირი თუ წევრ-კავშირი ამოვიღოთ;

2. მთავარი წინადადებიდან უნდა ამოვიღოთ მისათითებელი სიტყვა;

3. დამოკიდებული წინადადების ზმნა-შემასმენელი შესაბამის საწყისად ან მიმღეობად უნდა `გადავაკეთოთ~ და მთავარი წინადადების წევრად ვაქციოთ.

მაგალითად, რთული წინადადებაა:

`ვინც დროზე იწყებს საქმეს, ის ყველაზე ადრე იღებს შედეგს~.

მარტივ წინადადებად თუ გადავაკეთებთ, საბოლოოდ, წინადადება ასეთ სახეს მიიღებს:

`საქმის დროზე დამწყები ყველაზე ადრე იღებს შედეგს~.

 

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 91P1