გრამატიკა

IDevice Icon


გარდამავლობა

ქართული ზმნის ერთ-ერთი დამახასიათებელი თავისებურებაა ის, რომ მას შეუძლია შინაარსობრივად დაიკავშიროს ერთდროულად ორი, ზოგჯერ კი სამი პირიც კი

მ-ხატავ-ს (ის მე), გვ-ებრძვი-ს (ის ჩვენ),

გ-წერ-ს (ის შენ მას), ჰ-კითხა (მან მას ის).

გრამატიკულად ზმნასთან შეწყობილი პირებიდან ერთი აუცილებლად სუბიექტია; ობიექტი პირდაპირია ან ირიბი. ობიექტის როგორობის გარკვევა აუცილებელია ზმნის გარდამავლობის დასადგენად.

გარდამავალი ზმნა სუბიექტის მიერ ჩადენილ ისეთ მოქმედებას გამოხატავს, რომელიც სხვა პირზე (გრამატიკულად პირდაპირ ობიექტზე) გადადის.

დედამ წერილი დაწერა;

მშენებელმა სახლი ააშენა;

მხატვარმა სურათი დახატა.

ამ წინადადებებში ზმნა თითო ობიექტს შეიწყობს. სუბიექტის მიერ ჩადენილი მოქმედება სამივე შემთხვევაში ობიექტზე გადადის, ამიტომაც ეს ობიექტი პირდაპირია.

წინადადებებში:

დედამ შვილს წერილი მისწერა;

მშენებელმა უფროსს სახლი აუშენა;

მხატვარმა მეგობარს სურათი დაუხატა.

- ზმნები მისწერა, აუშენა, დაუხატა სამ პირს შეიწყობს - ემატება ირიბი ობიექტი. ეს ზმნებიც გარდამავალია, იმიტომ რომ მოქმედება გადადის პირდაპირ ობიექტზე. სამპირიანი ზმნა, საზოგადოდ, პირდაპირ ობიექტსაც შეიწყობს და ირიბსაც, მაშასადამე, ყოველთვის გარდამავალია.

  • მოიძიეთ ტექსტში გარდამავალი ზმნები და ამოიწერეთ.