კითხვა / წერა

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი

დღეს არჩევნების დღეა.

არჩევნების დროს ირჩევ თანამდებობის პირებს, პარლამენტარებს.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს. არჩევნებზე მისვლა ნებაყოფლობითია, ქვეყნის ყველა მოქალაქეს აქვს უფლება მივიდეს ან არ მივიდეს არჩევნებზე.

არჩევნებში მონაწილეობას იღებენ მოქალაქეები თვრამეტი წლის შემდეგ.

არჩევნები ტარდება საარჩევნო უბნებში. ეს უბნები იხსენება სხვადასხვა დაწესებულების შენობებში, სკოლებში, საბავშვო ბაღებში და ასე შემდეგ.

ნანა თვრამეტი წლის გახდა და წელს პირველად უნდა წავიდეს არჩევნებზე. აქამდე მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა და ვერავის მისცემდა ხმას, მისი მშობლები ყოველთვის მონაწილეობდნენ არჩევნებში.

საარჩევნო უბნები ზუსტად რვა საათზე გაიხსნა.

არჩევნების დღეს მთელი ოჯახი ერთად წავიდა საარჩევნო უბანზე. ეს უბანი ნანას ყოფილ სკოლაში იყო გახსნილი. ნანას სულ ცოტა ხანს მოუწია რიგში დგომამ, მის წინ რამდენიმე ხანშიშესული ქალი იდგა. მათ შემდეგ ნანაც შევიდა და მალე მას ბიულეტენიც მისცეს. კენჭს სამი კანდიდატი იყრიდა. ერთ-ერთი მათგანი მმართველი პარტიის წევრი იყო, ხოლო ორი – ოპოზიციური პარტიებიდან. თითოეულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შემოხაზოს მხოლოდ ერთი კანდიდატი ან არც ერთ მათგანს არ მისცეს ხმა. ნანამ კაბინაში შემოხაზა არჩეული კანდიდატის რიგითი ნომერი, მერე გამოვიდა და ჩააგდო ყუთში თავისი ბიულეტენი.

დედა და მამა უკვე გარეთ ელოდებოდნენ ნანას.

ტელევიზიით მთელი დღე გადმოსცემდნენ რეპორტაჟებს არჩევნების მიმდინარეობისა და მოსახლეობის აქტიურობის შესახებ.

საღამოს რვა საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა.

ახლა საარჩევნო კომისია ყველა საარჩევნო უბანში დაითვლის ხმების რაოდენობას და შედეგებს მიაწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. აქ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, თავს იყრის ყველა ინფორმაცია. მერე ეს ინფორმაცია მუშავდება და საბოლოო შედეგებსაც კომისია აქვეყნებს.

ნანა მოუთმენლად ელოდება შედეგების გამოცხადებას. მას ძალიან უნდა, რომ გაიმარჯვოს იმ კანდიდატმა, რომელსაც თვითონ მისცა ხმა.


 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.
  •   ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

  •   უპასუხეთ კითხვებს:

 _რომელი ასაკიდან აქვს პირს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება?

_რა ჰქვია ადგილს, სადაც ადამიანები ხმის მისაცემად მიდიან?

რა ინფორმაციას გადასცემდნენ ტელევიზიები მთელი დღის განმავლობაში?

_სად გროვდება ინფორმაცია არჩევნების შესახებ?

 

წაიკითხეთ ტექსტი

კატა ამერიკის არჩევნებში კენჭს იყრის

ამერიკის შეერთებული შტატები მორიგი არჩევნებისათვის ემზადება. მთელი ქვეყანა წინასაარჩევნო სამზადისშია. პოლიტიკური პარტიები და ცალკეული კანდიდატები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ გამარჯვება მოიპოვონ. თითოეული მათგანის კამპანიაზე უამრავი დრო, ენერგია და ფული იხარჯება. წინასაარჩევნო მარათონში ტელევიზია, პრესა და ინტერნეტიც არის ჩართული. პიარის სპეციალისტები და იმიჯმეიკერები კანდიდატთა გამოსვლებსა და გარეგნულ მხარეზე ზრუნავენ, რეკლამის სპეციალისტებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კანდიდატების წარმატებაში. ამ დროს ძალიან საინტერესო რამ ხდება ამერიკაში. კატა დამოუკიდებელ კანდიდატა არის წარდგენილი და ის კონკურენციას უწევს ცნობილ პოლიტიკოსებს, ტიმ კეინსა და ჯორჯ ალენს. კატას სახელად ჰენკი შეარქვეს. ის 10 წლისაა და უკვე წარმატებებს აღწევს. საინტერესოა ისიც, რომ ამ კატას საკუთარი ფანგვერდი აქვსფეისბუქსა და ტვიტერში. გასაოცარი ისაა, რომ მისი სარეკლამო რგოლებიც ტრიალებს ამერიკაში. კატის საარჩევნო კამპანია კი აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ გაურკვეველია, შეძლებს თუ არა კატა არჩევნებში მონაწილეობას. ჯერ კატა 10 წლისაა, კანონის თანახმად კი, სენატის არჩევნებ მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი მინიმუმ 30 წლის უნდა იყოს. ამერიკაში იმასაც ამბობენ, რომ ისინი არ ხუმრობენ და მართლა უნდათ ამ კატამ გაიმარჯვოს. ასეთი შემთხვევა პირველი არ არის, მაგრამ სხვა შემთხვევაში მხოლოდ პროტესტის ნიშნად ჰყავდათ ცხოველები წარდგენილი არჩვევნებში. მაგალითად, 2008 წელს ბელგიის არჩევნებში კანდიდატად ძაღლი ჰყავდათ წარდგენილი, ხოლო გასული წლის არჩევნებში ბულგარეთში ირი წარადგინეს. ჯერ დარწმუნებით ვერ ამბობენ, რა შედეგს მიაღწევს კატა, გავა თუ არა ის არჩევნებში, მაგრამ, ხალხის თქმით, მათი კატა მინიმალურ ბარიერს გადალახავს.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.
  •  ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

  •   უპასუხეთ კითხვებს:

_რისთვის ემზადება ამერიკის შერთებული შტატები?

_რომელი პროფესიის წარმომადგენლები ეხმარებიან პოლიტიკოსებს წარმატების მიღწევაში?

_რამდენი წლის შემდეგ აქვს ამერიკაში მოქალაქეს ნება დართული, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა?

_რას უწინასწარმეტყველებენ კატას არჩევნებთან დაკავშირებით?

  • გადმოეცით ტექსტის შინაარსი.