გრამატიკა

IDevice Icon


მსაზღვრელის ადგილი წინადადებაში

მსაზღვრელი ყოველთვის ახლავს რომელიმე სახელს (ქვემდებარესა და დამატებებს).

ქართულში მსაზღვრელი, როგორ წესი, წინ უსწრებს საზღვრულ სახელს:

მაღალი კაცი - და არა კაცი მაღალი...

შეიძლება, მსაზღვრელი მოსდევდეს კიდეც საზღვრულს, მაგრამ ეს ძირითადად პოეზიის ენაში ხდება.

აზრი რომ არ დაირღვეს, მსაზღვრელი უშუალოდ საზღვრულის წინ უნდა დავსვათ. მაგალითად, წინადადებაში: „ლამაზი სოფლის გოგოები გამოჩნდნენ - გაუგებარია, ლამაზ სოფელზეა ლაპარაკი თუ ლამაზ გოგოებზე... თუ მსაზღვრელი ლამაზი გოგოებს განსაზღვრავს, მაშინ იგი უშუალოდ ამ სიტყვას უნდა უსწრებდეს წინ. მაგ.: „სოფლის ლამაზი გოგონები გამოჩნდნენ“.

  • მოიძიეთ ტექსტში მსაზღვრელ-საზღვრულის მაგალითები და ამოიწერეთ ორი ვარიანტის მიხედვით: მსაზღვრელი წინ უსწრებს საზღვრულს და მსაზღვრელი მოსდევს საზღვრულს.