გრამატიკა

IDevice Icon


მსგავსების გამოხატვის სხვადასხვა საშუალება

მსგავსების გამოხატვა ქართულში 3 გზითაა შესაძლებელი:
         1. ყველაზე ხშირია -ვით თანდებულის გამოყენება: ეს ბიჭი სულ ტირის - გოგოსავით იქცევა...

 

         2. კონსტრუქცია - ისეთია, როგორიც + (შესადარებელი სახელი): ეს მელოდია ისეთია, როგორიც ბრამსის სიმფონია...

         3. კონსტრუქცია - თითქოს (შესადარებელი სახელი) + ა: ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ჩემი სახლია...

  • მოიძიეთ ტექსტში მსგავსების გამომხატველი კონსტრუქციები და დააჯგუფეთ.

  • შეადგინეთ სიტყვების - ეს გოგონა .... ანგელოზი - გამოყენებით სამივე კონსტრუქცია.