წაიკითხეთ ტექსტი-2

IDevice Icon

ფრაზები ინტერნეტფორუმიდან

თავისუფალი დრო? ეგეთი რამე არსებობს?

უკაცრავად, ეტყობა ჩამოვრჩი ცხოვრებას, თუ შეიძლება ამიხსენით, ტერმინი „თავისუფალი დრო“ რა არის?

მე თავისუფალ დროს მძინავს ხოლმე.

„თავისუფალი დრო“ სწორედ იმას გულისხმობდა, რაც წერია - ყველას კი არა აქვს ინტერნეტი (ან სურვილი კომპიუტერთან ჯდომისა), არის ხალხი, რომელსაც თავისუფალი დროის გატარება უნდა ისე, რომ სიამოვნება მიიღოს შემოქმედებით.

ერთი ჩემი ნაცნობი გოგო წააწყდა ამ პრობლემას: რითი დაასაქმოს უმუშევარი, საშუალო ასაკის დედა, რათა მხოლოდ სახლში ჯდომით არ მოიწყინოს (განვმარტავ: შვილები უცხოეთში სწავლობენ და დედა მარტო დარჩა თბილისში). სწორედ მარტოობა რომ გაეხალისებინა, ადგა და მეორად სპეციალობაზე  ჩააბარებინა სასწავლებელში - მხოლოდ იმიტომ, რომ ვერაფერი მსგავსი კურსები/წრეები/კლუბები ვერ ნახა დიასახლისი დედისათვის.

აბსურდის დონეზეა, რომ მილიონიან თბილისში მსგავსი რამე არ არსებობს და თავისუფალი დროის ნორმალურად გამოყენების საშუალება არ არის.

ნებისმიერ შემთხვევაში სჯობს, რაიმე ისეთი ნახოს, გარეთაც რომ გაიხედავს და ურთიერთობები ექნება. შეუძლია სხვა დიასახლისებთან ერთად უბანში მოხუცებს დაეხმაროს სახლის დალაგებასა და საჭმლის მომზადების საკითხებში, უდიდეს სულიერ სიამოვნებასაც იგრძნობს და გაერთობა. ან ბავშვებს ასწავლოს რამე, ან მათთან ერთად ისწავლოს. ბავშვებთან ურთიერთობა ყველაფერს ჯობია, ისე გახალისდება, შვილები რომ ჩამოვლენ, ვეღარ იცნობენ.

_ ეთანხმებით ამ აზრს? _რატომ? თქვენი თვალსაზრისი ჩამოაყალიბეთ წერილობით.