წაიკითხეთ ტექსტი-1

IDevice Icon
გინესის რეკორდების წიგნი

დედამიწაზე მრავალი საინტერესო წიგნი არსებობს, გინესის რეკორდების წიგნი ერთ-ერთი მათგანია. ის ყოველწლიური გამოცემაა, რომელშიც მოცემულია საერთაშორისოდ აღიარებული მსოფლიო რეკორდების სია. თავად წიგნიც რეკორდსმენია, რადგან ყველაზე მეტია გაყიდული. წიგნი ლონდონის დახლებზე 1955 წელს გამოჩნდა და რამდენიმე თვეში ნამდვილ ბესტსელერად იქცა. 1974 წლის ნოემბერში წიგნი მოხვდა გინესის რეკორდებს შორის. მაშინ რეკორდული ტირაჟი, 23,9 მილიონი ეგზემპლარი, გაიყიდა, 1997 წლისთვის კი ეს ციფრი 75 მილიონამდე გაიზარდა. უფრო დიდი ტირაჟით მხოლოდ ბიბლია იყო გამოცემული. ამჟამად გინესის რეკორდების წიგნი 100 ქვეყანაშია გამოცემული. მასში დაბეჭდილი ფაქტები სწრაფად ძველდება, ამიტომ სხვადასხვა ქვეყანაში საგანგებო უფლებამოსილებით აღჭურვილი კომისიებია შექმნილი, რომლებიც ახალი რეკორდების აღრიცხვითა და საგანგებო დიპლომების გაცემით არიან დაკავებული.

თუ პირს აქვს სურვილი დაამტკიცოს თავისი ნიჭიერება ან რაიმე უცნაურის გაკეთება აქვს გადაწყვეტილი, მაგალითად, დამყარებული რეკორდის გაუმჯობესება ან სრულიად ახალი ტრიუკის შესრულება, ასეთ შემთხვევაში საჯაროდ იწვევენ სტუმრებს ტელევიზიებისა და მედიის თანხლებით და მსაჯთა კოლეგია ადასტურებს ან არ ადასტურებს ახალ რეკორდს.

გინესის რეკორდების წიგნში ქართველი რეკორდსმენებიც არიან. მათ შორის, ალბათ, ყველაზე ცნობილია ჯუმბერ ლეჟავა, რომელიც პირველად გამოვიდა ასპარეზზე საქართველოს სახელით და პირველმა დაამყარა რეკორდი აზიდვებში. შემდეგ სამოგზაუროდ წავიდა და 9 წლის განმავლობაში იმოგზაურა მსოფლიოს ბევრ დედაქალაქში და კიდევ ერთხელ დაამყარა მსოფლიო რეკორდი. შემდეგ კი, გვანჯი მანიამ დააარსა მსოფლიო მიღწევათა ხელშემწყობი კლუბი „გიორგი“. კლუბი ეძებდა ნიჭიერ ხალხს. მაგალითად, ამ კლუბის აღმოჩენაა გოდერძი მახარაძე, რომელიც თავით კენწლავს ბურთს და შესულია გინესის რეკორდების წიგნში. ასევე, ჰენრი კუპრაშვილი, რომელმაც დარდანელის სრუტე ორჯერ გადაცურა ხელფეხშეკრულმა. გინესის რეკორდების წიგნში შესულია გოჩა კეკიშვილიც, რომელმაც რეკორდი ორჯერ დაამყარა: ყურებზე 24- კილოგრამიანი გირები დაიკიდა და 4 საათი გაიჩერა იგი. ამავე სახეობაში გამოიჩინა თავი დიმიტრი ქინქლაძემ, რომელმაც მარცხენა ყურზე 32-კილოგრამიანი გირი დაიკიდა, მარჯვენაზე კი – 16-იანი და ეს სიმძიმე 16 საათი და 10 წუთი ეჭირა ყურებით. ეს ადამიანი 2000 წლის გინესის რეკორდების წიგნშია შესული.

გარდა სპორტში მიღწეული წარმატებებისა, გინესის რეკორდების წიგნში ხვდებიან ადამიანები, რომლებსაც უჩვეულო ან განსაკუთრებული ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვთ. ასე მაგალითად, 74 წლ­ის შო­თა ხო­და­შნ­ელ­ის გა­ნს­აკ­უთ­რე­ბულ ნი­ჭზე დღ­ეს­აც ბე­ვრს სა­უბ­რო­ბენ. 11 წლ­ის ას­აკ­ში ზე­პი­რად ნა­სწ­ავ­ლი „ვე­ფხ­ის­ტყ­აო­სნ­ით“ ახ­ლაც ბე­ვრს აო­ცე­ბს. ბატონმა შოთამ ზე­პი­რად იც­ის მი­ლი­ონ­ამ­დე ლე­ქსი და 55 პო­ემა. უნ­იკ­ალ­ური ნი­ჭის გა­მო, 2003 წე­ლს, შო­თა ხო­და­შნ­ელ­ის შესახებ ინფორმაცია შევიდა გი­ნე­სის წი­გნ­ში.