სავარჯიშოები

IDevice Icon


ამოიწერეთ უცნობი სიტყვები და მოიძიეთ ლექსიკონში.


გადმოეცით წერილობით ტექსტის მოკლე შინაარსი.


დააბოლოეთ წინადადებები

 

ჩასვით ტექსტში სათანადო სიტყვები

 

 

წაიკითხეთ ის, რისი ცოდნაც სასარგებლოა

1. სწრაფი მეტყველების დროს ნათქვამის შინაარსი ძლიერ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე, ნათქვამი კი უფრო სარწმუნო ხდება.

2. საათსა და საკუთარ ფრჩხილებზე ყურება მოწყენის აშკარა ნიშანია.

3. თვალების დავიწროება: თუ გინდათ, რომ ვინმეს აგრძნობინოთ, რომ არ მოგწონთ ის ან მისი იდეა, თვალები დაავიწროეთ მისი ყურებისას. ზოგიერთი ადამიანი შეცდომით თვალებს ავიწროებს საუბრისას იმის საჩვენებლად, რომ ფიქრობს. ნუ შეიყვანთ ადამიანებს შეცდომაში, ნუ დაავიწროებთ თვალებს.

4. მზერა: მიღებულია, რომ მზერა 3 წამს უნდა გრძელდებოდეს. ამაზე ხანმოკლე მზერა ინტერესის არქონად, ხოლო უფრო ხანგრძლივი მზერა ზედმეტი ყურადღების გამოხატულებად აღიქმება.

5. თავის მიმართულება: მაღლა აწეული თავი და წინ წამოწეული ნიკაპი თვითრწმენასა და სიმამაცეზე მეტყველებს. გვერდზე გადახრილი თავი მორჩილებასა და დაქვემდებარებაზე მიუთითებს, წინდახრილი თავი კი უარყოფით და აგრესიულ დამოკიდებულებაზე.

6. საუბრისას სახეზე საკუთარი ხელის შეხება: სახეზე საკუთარი ხელის შეხება, განსაკუთრებით კი ცხვირზე, ტყუილის ნიშნად აღიქმება. პირის ხელით დაფარვაც ტყუილის გადასაფარი ბუნებრივი ჟესტიკულაციაა. აუბრისას ყოველთვის შორს გეჭიროთ ხელები სახისგან.

7. ყალბი ღიმილი: ესეც ტყუილის ნიშანია. ბუნებრივი ღიმილით თვალის კუთხეებს ანაოჭებს და მთელი სახის გამომეტყველებას ცვლის. ყალბ ღიმილში მხოლოდ პირი და ტუჩებია ჩართული. ამ ორის გარჩევა ძალიან ადვილია. ნუ დააძალებთ საკუთარ თავს გაღიმებას . . . თუ ეს კამერისთვის არ გჭირდებათ.

8. ხელების თავქვეშ ან თეძოებზე მოთავსება აღიქმება, როგორც ამპარტავნების ნიშანი. მხოლოდ ახლობლებთან შეიძლება ამგვარი ხელის მოძრაობის გამოყენება. სიარულისას ხელების უკან ძირითადად კაცები იწყობენ და თავის ძალაუფლებას მიანიშნებენ.

9. გადაჯვარედინებული ფეხებით დგომა საკუთარ თავში დაურწმუნებლობის, ჩაკეტილობისა და დაბნეულობის ნიშანია.

10. კეფის და კისრის მოფხანა ეჭვის და დაურწმუნებლობის ტიპური ნიშანია. ასეთი ქმედება ასევე შეიძლება მიიღონ, როგორც ტყუილის ნიშანი. შეეცადეთ საუბრისას ხელები თავისგან შორს გეჭიროთ.

11.ძალიან ახლოს დგომა დამიანებს დისკომფორტს უქმნის. ადამიანები თავის საკუთარ სივრცედ აღიქვამენ დაახლოებით 1.20 მეტრ სივრცეს სხეულის გარშემო. ამ სივრცის დარღვევა მხოლოდ ახლო მეგობრებისა და მეუღლის ან შეყვარებულის მიახლოვების შემთხვევაში შეიძლება.

12. მოლაპარაკებისას მოსაუბრის მარცხენა მხარეს ჯდომა ზრდის მომლაპარაკებლის მიერ წარმატების მიღწევის ალბათობას. პირისპირ ჯდომა კი უფრო შეჯიბრის და კონფრონტაციის ანუ წინააღმდეგობის მაჩვენებელია.

 

  • ამოიწერეთ უცნობი სიტყვები და მოიძიეთ ლექსიკონში.


უპასუხეთ კითხვებს:

  • რა ზეგავლენას ახდენს ადამიანზე სწრაფი მეტყველება?
  • რას ნიშნავს საათსა და საკუთარ ფრჩხილებზე ყურება?
  • რით აგრძნობინებთ ადამიანს, რომ არ მოგწონთ ის ან მისი იდეა?
  • რას მიანიშნებს მაღლა აწეული თავი წინ წამოწეული ნიკაპით?
  • რისი ნიშანია ყალბი ღიმილი?
წინადადებები დააკავშირეთ ერთმანეთთან

ჩასვით სათანადო სიტყვები