გრამატიკა

IDevice Icon
მოქმედების დასრულებული და დაუსრულებელი სახე

 

შევადაროთ ერთმანეთს ორი ფორმა: „ვწერე“ და „დავწერე“. ორივე წარსული დროის ფორმაა, მაგრამ აქედან „ვწერე“ აღნიშნავს დაუსრულებელ მოქმედებას, ხოლო „დავწერე“ - დასრულებულს.

დაუსრულებელი მოქმედების ფორმას სამივე დრო აქვს, დასრულებული მოქმედებისას კი ორი: წარსული და მომავალი.

დაუსრულებელი მოქმედების ფორმებია: ვწერ (ახლა), ვწერ (ხვალ), ვწერე (გუშინ).

დასრულებული მოქმედების ფორმებია: დავწერ (ხვალ), დავწერე (გუშინ).

განსხვავებას მოქმედების დაუსრულებელ და დასრულებულ სახეობებს შორის ზმნისწინი ქმნის: უზმნისწინო ფორმა დაუსრულებელ მოქმედებას გამოხატავს, ზმნისწინიანი - დასრულებულს.

დაუსრულებელ მოქმედებას გამოხატავს „წერს“, მაგრამ თუ მას რომელიმე ზმნისწინს დავურთავთ, მოქმედება დასრულებული სახისა იქნება: დაწერს, ჩაწერს, გადაწერს... დაწერა, ჩაწერა, გადაწერა... დაუწერია, ჩაუწერია, გადაუწერია...

ზოგიერთი ზმნა უზმნისწინოდაც დასრულებულ მოქმედებას გამოხატავს; მაგ.: თქვა, უთხრა, ბრძანა, ჰკითხა, უპასუხა, ნახა, სთხოვა, ქნა, იტყვის...

 

 

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P115/1

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P115/2

 

დაწერეთ:

  • ხუთი წინადადება, სადაც გამოიყენებთ დაუსრულებელი მოქმედების გამომხატველ ზმნებს;
  • ხუთი წინადადება, სადაც გამოიყენებთ დასრულებული მოქმედების გამომხატველ ზმნებს.