რჩევები

IDevice Icon

გთავაზობთ ყველაზე უფრო გავრცელებულ რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიპოვოთ წარმატება:

  1. განსაზღვრეთ თქვენი პრიორიტეტები და დაგეგმეთ ცხოვრება ამ პრიორიტეტების მიხედვით.
  2. აკეთეთ საქმე, რომელიც გიყვართ და მთელი გული და ენერგია ჩადეთ მასში.
  3. ზოგჯერ დისციპლინა ნიჭიერებაზე მნიშვნელოვანია.
  4. დაივიწყეთ სიტყვა „ხვალ“. წარმატების გზაზე არსებობს მხოლოდ ახლა და ამ წუთას.
  5. მოუსმინეთ სხვებს. გახსოვდეთ, რომ თქვენ გვერდით არიან ადამიანები, რომლებმაც უკვე გაიარეს ის გზა, რომელსაც თქვენ ახლა გადიხართ. ისწავლეთ ყველაფერი, რისი სწავლაც შეიძლება თქვენ ირგვლივ მყოფი ადამიანებისაგან.
  6. გააანალიზეთ საკუთარი მიღწევები და ჩავარდნები. ეს დაგეხმარებათ შემდგომი თავიდან აირიდოთ შეცდომები.
  7. გჯეროდეთ საკუთარი თავის და ნუ შეგეშინდებათ რისკის გაწევისა. მარტივი ჭეშმარიტებაა: თუ წყალში არ შეხვედი, მდინარეს ვერ გადაცურავ.
  8. არასოდეს მიატოვოთ დაწყებული საქმე, თუნდაც მის დასრულებას წლები დასჭირდეს, საკუთარ თავსაც და სხვებსაც დაუმტკიცეთ, რომ ფარ-ხმალის დაყრა თქვენი თვისება არ არის.
  9. ისწავლეთ სხვების და საკუთარ შეცდომებზე.
  10. არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველი დასასრული რაღაც ახლის დასაწყისია.
  11. არ მისცეთ მარცხის შიშს უფლება, უარი გათქმევინოთ საკუთარ გეგმებზე.
  12. არ გაჩერდეთ, წარმატების მისაღწევად საჭიროა მოქმედება.
  13. ისწავლეთ თქვათ არა, როდესაც ეს საჭიროა. ნუ დაეთანხმებით თქვენს უფროსებს, აკეთოთ საქმე, რომელიც თქვენ არ გეხებათ და არც თქვენს პროფესიონალიზმს არაფერში არ წაადგება.
  14. ნუ დაელოდებით, რომ წარმატება თავისით მოვა. წარმატებისათვის საჭიროა ბრძოლა.
  15. ყველაზე დიდი პროფესიული გულგატეხილობის ან მარცხის დროსაც კი იფიქრეთ პოზიტიურად. წარმატებული ადამიანები ოპტიმისტები არიან, მათთვის ჭიქა ნახევრად სავსეა და არა ნახევრად ცარიელი.

გისურვებთ წარმატებას!