წაიკითხეთ ტექსტი - 3

IDevice Icon

წაიკითხეთ სასარჩელო განცხადება

 

ბოლნისის  რაიონის მოსამართლეს,

ბატონ ბაგრატ კანკავას

 

გაცნობებთ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩემმა მეუღლემ – ზურაბ ახვლედიანმა მთლიანად შეიცვალა ცხოვრების სტილი: დაიწყო სმა, ლოთობა. რამდენიმე კვირის განმავლობაში არ მოდის სახლში. როგორც არაერთმა მოწმემ მითხრა, საყვარელიც ჰყავს. სახლში აღარ მოაქვს ფული, რის გამოც მე, როგორც დიასახლისი და დროებით უმუშევარი, ვეღარ ვახერხებ ბავშვებისთვის საკვებისა და ტანსაცმლის შეძენას. ვარ უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში. გარდა ამისა, მეუღლემ სიმთვრალეში რამდენჯერმე მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც ადასტურებენ ჩემი მეზობლები.

ყოველივე ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ, გააუქმოთ 1992 წელს გაფორმებული სამოქალაქო ქორწინების აქტი და დააკისროთ ჩემს მეუღლეს ქონების გაყოფა ჩემი და ბავშვების სასარგებლოდ, აგრეთვე ბავშვებისთვის ალიმენტის გადახდა.

პატივისცემით

მოსარჩელე ნანა მაღრაძე

 

დაწერეთ ამგვარივე სასარჩელო განცხადება, თემად გამოიყენეთ შემდეგი: პიროვნებას   სურს გააუქმოს მემკვიდრეობის ანდერძი; მიზეზი თავად მოიფიქრეთ.