წაიკითხეთ ტექსტი - 1

IDevice Icon

ტრადიციული და თანამედროვე ოჯახები

 

 

ტრადიციული განმარტების თანახმად, ტრადიციულია ოჯახი, რომელშიც ოჯახის ორივე წევრი თანახმაა, რომ ქმარს ჰქონდეს მეტი ძალაუფლება და ავტორიტეტი, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქმარი იყოს ოჯახისთავი“. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ადამიანები გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ, მამაკაცები სანადიროდ დადიოდნენ, ,,სახლში” საჭმელი მოჰქონდათ, იცავდნენ ოჯახს მხეცებისა და მტრისაგან, ქალები კი შვილებს აჩენდნენ და საჭმელს ამზადებდნენ. ფუნქციათა მსგავსი გადანაწილება ფიზიკურმა შესაძლებლობებმა განაპირობა. კაცი უფრო ძლიერი იყო და უფრო მძიმე და რთული სამუშაოების შესრულება შეეძლო, ქალი კი ,,სახლში” იჯდა, საჭმელს აკეთებდა და შვილებს უვლიდა. საუკუნეთა, ათასწლეულთა განმავლობაში მიაჩნდათ, რომ ქალს მხოლოდ ოჯახური კერის დაცვა ევალებოდა. ის, უპირველეს ყოვლისა, კარგი დედა, სანიმუშო მეუღლე და დიასახლისი უნდა ყოფილიყო. პროფესიული თვითრეალიზაცია მამაკაცთა პრივილეგიად მიიჩნეოდა.

კავკასიური ოჯახი ტრადიციული ოჯახების ტიპს მიეკუთვნება. ასეთ ოჯახებში მისი წევრების უფლება-მოვალეობები მკაცრად განსაზღვრულია. მამაკაცის მოვალეობას ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფა და უსაფრთხოების დაცვა შეადგენდა. კაცები იღებდნენ გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვან საქმეებთან დაკავშირებით. ტრადიციული ოჯახები საუკუნეების განმავლობაში, როგორც წესი, მრავალთაობიანი იყო. ხშირად ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ და საერთო მეურნეობას ეწეოდნენ ოთხი თაობის წარმომადგენლები (დიდი ბებია და პაპა, ბებია და პაპა, მამა და დედა და შვილები).

ტრადიციულ ოჯახში ქალს მეუღლისა და დედის როლი აქვს. ის არის პასუხისმგებელი ოჯახის მოვლაზე, გამოკვებაზე, შვილების აღზრდაზე...

საქართველოში, ისევე, როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანში, მოქმედებდა ოჯახის წევრებს შორის უფროს-უმცროსობის იერარქიული ინსტიტუტი, „უფროსი ქალისინსტიტუტი. უფროს ქალს, ჩვეულებრივ, უფროსი დედა ანუ დედამთილი წარმოადგენდა. მისი ფუნქციები იყო ოჯახის ტრადიციათა დაცვა და, აგრეთვე, შენახვა და გადაცემა ახალი თაობებისათვის, სურსათ-სანოვაგის განაწილება დიდი ოჯახის შემადგენელი პატარ-პატარა ოჯახებისათვის სულადობისა და ბავშვთა რაოდენობის მიხედვით.