გრამატიკა

IDevice Icon
ზმნიზედა

 

ზმნიზედა ფორმაუცვლელი სიტყვაა, რომელიც გვიჩვენებს, თუ როდის, სად, რა ვითარებაში, რამდენჯერ და რა ზომით ხდება ზმნით აღნიშნულ მოქმედება, ან რა არის მოქმედების მიზეზი თუ მიზანი.

ამის მიხედვით გვაქვს ზმნიზედების შემდეგი ჯგუფები:

1. ადგილის: აქ, იქ, წინ, უკან, ზევით, ქვევით, გაღმა, გამოღმა, შორს, ახლოს, მაღლა...

2. დროის: დღეს, გუშინ, ხვალ, ახლა, გვიან, გაისად, შარშან, წელს, ბოლოს, ძველად, ზეგ...

3. ვითარებისა: ძალიან, ძლიერ, უეჭველად, უმეტესად, ფრიად, უცბად, ბლომად, ჩქარა, ნელა, მართლა, უკეთ...

4. ზომა-წონისა და ჯერობა-ოდენობისა: მეტად, ნაკლებად, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ხუთჯერ, ერთიორად, ერთისამად, მთლიანად, ყოვლად, სრულებით...

5. მიზეზის: ამიტომ, მაგიტომ, იმიტომ.

6. მიზნის: ამისთვის, იმისთვის, მაგისთვის.

7. კითხვითი: სად? როდის? საიდან? საითკენ? რატომ? რისთვის?

8. მიმართებითი: სადაც, როდესაც, საიდანაც, საითკენაც, რისთვისაც...

 

 

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P130/2

 

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P130/3