კითხვა / წერა

IDevice Icon წაიკითხეთ ტექსტი

 

 

სლენგის ზუსტი გასაზღვრება ენათმეცნიერებაში ჯერ კიდევ არ არსებობს, უფრო ზუსტად, მისი უამრავი განმარტება არსებობს. მაგალითად, უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით, სლენგი სიტყვა ან გამონათქვამია, რომელსაც ხმარობენ გარკვეული პროფესიის, წრის ადამიანები.

სლენგისათვის დამახასიათებელია, რომ სიტყვები და გამონათქვამები იძენენ ხლად გამოგონილ ან მისი ნამდვილი მნიშვნელობისაგან განსხვავებულ მნიშვნელობებს. ის განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება ახალგაზრდების მეტყველებაში.

ზოგჯერ სლენგი შეიძლება წარმოადგენდეს ერთგვარ საიდუმლო ენასაც, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ჯგუფის წევრებისათვისაა გასაგები. ამ შემთხვევაში მისი მიზანია, რომ საუბარი გაუგებარი გახადოს მათთვის, ვინც ამ ჯგუფს არ ეკუთვნის. ამას გარდა, იგი შესაძლოა გამოიყენებოდეს და იქმნებოდეს იუმორის ან ექსპრესიის მიზნით.

სლენგური ტერმინების გამოყენება ხშირად დამახასიათებელია გარკვეული სოციალური წრის წარმომადგენლებისათვის, თუმცა ასეთ გამონათქვამებს შეიძლება ფართო საზოგადოებაც იყენებდეს. ასეთია, მაგალითად, “მაგარია, „ტიპი“ და ა. შ.

ყველა კულტურაში არის ისეთი თემები, რომლებზეც საუბარი უხერხულია, ამ დროს ხშირად ჩნდება სლენგური სიტყვები და გამონათქვამები. ამის გამოა, რომ სლენგის გამოყენების შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია მოძალადეთა, კრიმინალთა და ნარკომანთა მეტყველებაში.

საინტერესოა, რომ სლენგით ძალიან მდიდარია ინგლისური, რუსული და სხვა დიდი ენები. ქართულშიც საკმაოდ ბევრი სლენგური სიტყვა და გამონათქვამი გვხვდება.

ცნობილია, რომ სლენგის წარმოშობის სხვადასხვა გზა არსებობს. ხშირად ამ მნიშვნელობით იხმარება უცხო ენებიდან შემოსული სიტყვები, რომლებიც სალიტერატურო ენაში აღარ გვხვდება, მაგრამ შემორჩენილია სწორედ სლენგში.

ადამიანის დადებით თვისებებს ქართულში გადმოსცემს შემდეგი სიტყვები:

ნაღდი კაცია - მართალი, გულწრფელი, სანდო ადამიანია.

ბულკია/ბულკივითაა - წყნარი, მშვიდი, კეთილი ადამიანია.

ჯიგარია - მეგობრული, გამგები, მეგობრების მოყვარული.

მაგარი ტიპია - კარგი ადამიანია.

მაგარს ამბობენ ადამიანზეც და ნივთზეც, ამავე სიტყვით შეიძლება შეაფასონ სიტუაცია.

* * *

პიროვნების უარყოფითი თვისებების გადმოსაცემად გამოიყენება შემდეგი სიტყვები:

დაცენტრილი - არანორმალური, უცნაური ქცევის ადამიანი.

ბაიყუში - ძალიან წყნარი, ვინც იშვიათად ლაპარაკობს და უჭირს ადამიანებთან კონტაქტი.

ბოღმა - შურიანი ადამიანი, რომელსაც სხვისი კარგი არ უხარია.

მაზალო - ითქმის ადამიანზეც და სიტუაციაზეც, ნიშნავს უცნაურს, სასაცილოს.

* * *

ქართულ ენაში გვხვდება სლენგური სიტყვები, რომლებიც ადამიანის სოციალურ სტატუსს გადმოსცემს. მაგალითად:

სვეტი - ელიტარული, მაღალი საზოგადოების წევრზე ითქმის.

გლეხი და გოიმი - ორივე აღნიშნავს დაბალი სოციალური სტატუსის მქონე, გაუნათლებელ, უგემოვნო ადამიანს.

ნაშა - ქალი, რომელთანაც ადამიანს არაოფიციალური სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებს.

გვხვდება სიტყვები და გამოთქმები, რომლებიც აღნიშნავენ მოქმედებას, მდგომარეობას, ემოციას (მოწონებას, დაწუნებას და ა.შ.).

მაგალითად: დაევასა მოეწონას ნიშნავს, გაუსწორდა _ რაღაცა ესიამოვნა, ხოლო გაუტყდა - არ მოეწონას. გაჩალიჩება - რაღაცის შოვნა, მოპოვებაა.

საღოლ - ყოჩაღი არის, დავეცი - რაღაც ძალიან მომეწონა და ა.შ.