მოსმენა / ლაპარაკი

IDevice Icon



მოისმინეთ დიალოგი

 

 

  • უცნობი სიტყვები მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.
  • ახალი სიტყვების გამოყენებით ააგეთ 10 წინადადება და წარმოთქვით.

  •  მოცემულია პასუხები; დაუსვით სათანადო კითხვები მოსმენილი დიალოგის გამოყენებით:

_სასამართლო პროცესზე მეჩქარება, მეშინია, არ დამაგვიანდეს.

_ბრალდებული ახალგაზრდა კაცია, ჩვენი მეზობელი.

_აფთიაქიდან მოიპარა გულის წამალი.

_კი, აღიარებს, დედა ჰყავს ცუდად, წამლის ფული არ ჰქონდა და ასე მოიქცა.

_როგორ ფიქრობ, შენს მეზობელს დასჯიან თუ გაამართლებენ?

_დანაშაულს არ უარყოფს, სასამართლო ალბათ გაითვალისწინებს იმ მიზეზებს, რის გამოც ჩაიდინა ეს საქციელი.

  • ხელმეორედ მოისმინეთ ტექსტი ყურადღებით. ამ დიალოგის მიხედვით მოჰყევით იმ ბიჭის შესახებ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა. შეაფასეთ მისი საქციელი.

 

შეარჩიეთ და ჩასვით სათანადო სიტყვა

მოისმინეთ ტექსტი

 

 

  • უცნობი სიტყვები მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

  •  ახალი სიტყვების გამოყენებით ააგეთ 10 წინადადება და წარმოთქვით.

  •  გადმოეცით თქვენი სიტყვებით, რაზეა ტექსტში საუბარი.

  •  ისწავლეთ საკომუნიკაციო სიტყვები და ფრაზები; მათი გამოყენებით შეადგინეთ წინადადებები და ააგეთ დიალოგი:

 
დამშვიდდით!

შემეშვით!

ყურადღებას ნუ მიაქცევ!

შეიძლება დავასკვნათ, რომ...

ხმას არ ვიღებ!

როგორც თქვენ იტყვით!