გრამატიკა

IDevice Icon


მიმღეობა

მიმღეობა ჰქვია სახელზმნას, რომელიც ზმნით გამოხატულ მოქმედებაში მონაწილე რომელიმე პირის (სუბიექტის ან ობიექტის) რაიმე ნიშან-თვისებას ახასიათებს, ამავე მოქმედების შინაარსიდან გამომდინარე.

მიმღეობას დაესმის კითხვა როგორი? და ამ მხრივ იგი ზედსართავ სახელს ჰგავს:

როგორი? კარგი, შავი, ცუდი _ ზედსართავი სახელებია.

როგორი? დაარსებული, აშენებული, დახატული _ მიმღეობებია.

მიმღეობას შეუძლია მიმართულების, ორიენტაციის, ასპექტის, გამოხატვა; გარდა ამისა, მიმღეობა განარჩევს წარსულსა და მომავალ დროს:

გაკეთებული, დაწერილი, ნასწავლი _ წარსული დროის გაგებით იხმარება; გასაკეთებელი, დასაწერი, სასწავლი _ მომავალი დროის მიმღეობებია.

  • ამოიწერეთ ტექსტიდან მიმღეობები და დააჯგუფეთ.

 

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 95P1