გრამატიკა

IDevice Icon


გრამატიკა

პირთა კომბინაციები (მაგ.: ის მწერს მე; მე ვწერ მას, მე გწერ შენ...)

ქართულ ზმნას ახასიათებს ერთი თავისებურება: მას შეუძლია შეიწყოს არა მარტო ერთი, არამედ ორი და სამი პირიც კი.

ვიმალები _ ერთ პირს შეიწყობს და ეს პირი მოლაპარაკეა (I პირის ფორმა); გმალავ ასევე, მოლაპარაკე პირის მიერ ჩადენილ მოქმედებაზე მიუთითებს (მე გმალავ), მაგრამ ამ ფორმაში II პირიცაა ასახული: მე შენ გმალავ.

ზმნას სამი პირის შეწყობაც შეუძლია: ამათგან ერთი მოქმედია, მეორე _ სამოქმედო საგანი, მესამე კიდევ პირი, ვისაც ეს მოქმედება რაიმენაირად მიემართება.

გიმალავ - სამპირიანი ზმნაა; მოქმედი პირველი პირია, სამოქმედო _ მესამე პირი (გიმალავ წიგნს); თანამოსაუბრე კი ის პირია, რომელსაც ეს მოქმედება მიემართება (შენ გიმალავ).

 

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 97P1

 

 

  • შეასრულეთ წერითი სავარჯიშო 97P2