წყნარი ოკეანე

IDevice Icon

წყნარი ოკეანე (ლათინურად „მშვიდი ზღვა“ დაარქვა პორტუგალიელმა მკვლევარმა ფერნანდო მაგელანმა) ფართობითა და სიღრმით მსოფლიოში უდიდესია. მისი ფართობი შეადგენს 180 მლნ. კმ2, (დედამიწის ზედაპირის 1/3) ხოლო მაქსიმალური სიღრმე აღწევს 11034 მეტრს (მარიანის ღრმული). ოკეანის საშუალო სიღრმე 3980 მეტრია. მას აქვს ოვალური ფორმა და განსაკუთრებით განიერია ეკვატორულ სარტყელში. ფსკერის რელიეფი უსწორმასწოროა და დანაწევრებულია წყალქვეშა ღრმულებით, ქედებითა და ამაღლებებით. ხასიათდება კუნძულთა სიმრავლით (დაახლოებით 25 000).