სამხრეთის ოკეანე

IDevice Icon

სამხრეთის ოკეანე (ანტარქტიკის ოკეანე) წყლის აუზია, რომელიც ანტარქტიდას აკრავს გარს. მას მსოფლიოს სიდიდით მეოთხე ოკეანედ მიიჩნევენ, მისი საზღვრები ყველაზე გვიან განისაზღვრა და მსოფლიო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (მჰო) მიერ ოფიციალურად მხოლოდ 2000 წელს იქნა ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ მეზღვაური-მკვლევრები მას დიდი ხანია ამ სახელით მოიხსენიებენ.