ატლანტის ოკეანე

IDevice Icon

ატლანტის ოკეანე სიდიდით მეორე წყლის აუზია დედამიწაზე და მისი ზედაპირის ერთ მეხუთედს ფარავს. ოკეანის სახელი წარმოშობით ბერძნული მითოლოგიიდანაა და "ატლასის ზღვას" ნიშნავს. მისი ფართობია 93 მლნ. კმ2 (დედამიწის ზედაპრის დაახლოებით 20%), მაქსიმალური სიღრმე აღწევს 9220 მეტრს (კუნძულ პუერტო-რიკოს ჩრდილოეთით). ატლანტის ოკეანის საშუალო სიღრმე 3926 მეტრია. ოკეანის შუა ნაწილში მდებარეობს შუა ატლანტური წყალქვეშა ქედი, რომლის ოკეანისზედა უმაღლეს მწვერვალებს აზორისა და ამაღლების კუნძულები წარმოადგენს. ქედის ორივე მხარეს ღრმაწყლიანი ქვაბულებია განლაგებული.