ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე

IDevice Icon

ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე ფართობით (13 მლნ. კმ2) და სიღრმითაც (5450 მ. ნანსენის ღრმული) ყველა ოკეანეს ჩამორჩება. იგი არქტიკის ცენტრში მდებარეობს. ამის გამო მისი უდიდესი ნაწილი წლის უმეტეს დროს ყინულითაა დაფარული, რის გამოც მასზე ნაოსნობა გაძნელებულია და უმეტესად ყინულმჭრელებით ხერხდება. ოკეანე ყველა მხრიდან გარემოცულია ხმელეთით, რაც მისი ბუნების თავისებურებებს განაპირობებს. ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეს არქტიკის ოკეანესაც უწოდებენ.