დაგვიკავშირდით

          

          პ. ინგოროყვას ქ. №8
          თბილისი 380108.
          ტელ: +99532 293-29-21
          ფოსტა: contact.icege@gmail.com 

მონოგრაფიები

ბ ი ბ ლ ი ო გ რ ა ფ ი ა


 

მონოგრაფიები


ლექსიკონები



 

 

 

 

მ ო ნ ო გ რ ა ფ ი ე ბ ი

2000 - 2015 წ.წ.

 

2015


 

სათაური - ლაზურ-მეგრული გრამატიკა. I. მორფოლოგია
ავტორი -ჭაბუკი ქირია, ლალი ეზუგბაია, ომარ მემიშიში, მერაბ ჩუხუა
ტიტული - არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
რედაქტორი - პროფ. მერაბ ჩუხუა
გვ. -1070
გამოცემის თარიღი - 2015 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
მომხმარებელი - ლინგვისტი, სტუდენტი
გამომცემლობა - მერიდიანი
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა - ინგლისური

2011


 

სათაური - პირისა და რიცხვის გრამატიკული კატეგორია სვანურში
ავტორი - მედეა საღლიანი
ტიტული - არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რედაქტორი - მურმან სუხიშვილი, როენა ჭკადუა
გვ. - 233
ზომა - 28X20
ISBN –978-9941-10-347-6
გამოცემის თარიღი - 2011 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
მომხმარებელი - ლინგვისტი, სტუდენტი
გამომცემლობა - მერიდიანი
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა - ინგლისური
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები - უღლება,პირი, რიცხვი, პარადიგმა, სუბიექტური, ობიექტური.
ანოტაცია -  - გამოკვლევა ”პირისა და რიცხვის გრამატიკული კატეგორია სვანურში” შეიქმნა დღემდე არსებულ სამეცნიერო სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობითა და თანამედროვე სვანური მრავალფეროვანი დიალექტოლოგიური მასალის სინქრონიულ- დიაქრონიული ანალიზის საფუძველზე. ნაშრომში თვალსაჩინოებისათვის წარმოდგენილია თითოეულ საკითხთან დაკავშირებული პარადიგმატული სისტემა, რომელშიც გათვალისწინებულია როგორც სვანური ენის პუბლიკაციებში წარმოდგენილი, ასევე ავტორის მიერ საველე პირობებში მოპოვებული სათანადო საილუსტრაციო მასალა. აღნიშნული საკითხის კვლევა მხოლოდ ტრადიციულად ცნობილი სვანური დიალექტების (ბალსზემოურის, ბალსქვემოურის, ლაშხურისა და ლენტეხურის) მასალის ანალიზით არ შემოიფარგლება. გამოყენებულია როგორც სათანადო ჩოღურული მასალა. ასევე ლახამურული კილოკავის მონაცემებიც. გამოკვლევას თან ერთვის ფუძეთა და სიტყვა-ფორმათა საძიებელი.

2010


სათაური - მასალები საენათმეცნიერო ტერმინთა ლექსიკონისათვის ( PDF)
ავტორი - გიორგი ახვლედიანი
ტიტული - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რედაქტორი - მიხეილ ქურდიანი, შემდგენელი მარინე ოსაძე
გვ. - 153
ზომა - 19\14 სმ.
ISBN –
გამოცემის თარიღი - 2010 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - მერიდიანი
მომხმარებელი - ლინგვისტი, სტუდენტი
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა -
პუბლიკაციის სახეობა - ლექსიკონი
საკვანძო სიტყვები - ტერმინოლოგია, ტერმინი, ფონეტიკა, შესიტყვება

ანოტაცია - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერნინოლოგიის განყოფილებაში იქმნება საენათმეცნიერო ტერმინთა ლექსიკონი, რომელშიც აისახება ქართულ საენათმეცნიერო ტერმინთა ისტორია ბერძნულ-რომაული თუ მოგვიანო (ევროპული) წყაროების გათვალისწინებით. ამ სალექსიკონო მასალის ნაწილი გამოიცემა ნაკვეთებად.
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს გიორგი ახვლედიანის შრომებიდან ამოკრებილ ტერმინებს თავიანთი განმარტებებით.
მასალა დალაგებულია ანბანთრიგზე.რთული ტერმინოლოგიური შესიტყვებები ბუნებრივი წყობითაა წარმოდგენილი. მასალა ამოწერილია გიორგი ახვლედიანის შრომებიდან.

 

სათაური - შრომები 1
ავტორი - არნოლდ ჩიქობავა
ტიტული - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რედაქტორი - ა. არაბული
გვ. - 640
ზომა -25\18
ISBN – 978-9941-10-282-0
გამოცემის თარიღი - 2010
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - მერიდიანი
მომხმარებელი - ლინგვისტი, სტუდენტი
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა -
პუბლიკაციის სახეობა - კრებული
საკვანძო სიტყვები - ფონეტიკა, მორფოლოგია, სინტაქსი, კოორდინაცია, დიალექტოლოგია, ლოგიციზმი, ფსიქოლოგიზმი...

ანოტაცია - ნაშრომში შესულია სხვადასხვა დროს სხვადასხვა კრებულში დაბეჭდილი წერილები: ვინის რეფლექსები ფერეიდნულში; ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების
”წელიწდეულის” წინასიტყვაობა; -ყე ნაწილაკი ფერეიდნულში და მისი მნიშვნელობა გრამატიკა-ლოღიკის ურთიერთობის თვალსაზრისით; ზოგადი თვალსაზრისისათვის (პრინციპული შენიშვნები); გრძელი ხმოვნები მთიულურში; გარე-კახეთი დიალექტოლოგიურად;
ხანმეტი და ჰაემეტი ტექსტების აღმოჩენისათვის; ’’წარმართ’’ სიტყვის ისტორიისათვის;
ფერეიდნულის მთავარი თავისებურებანი; რატომ არის აუცილებელი ბრუნვათა რიგის შეცვლა ქართულში? აგრეთვე მონოგრაფია ’’მარტივი წინადადების პრობლემა ქართულში, I , ქვემდებარე-დამატების საკითხი ძველს ქართულში’’.

 

 

 

სათაური - ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ახალი რედაქცია, ტომი ΙΙ.
ავტორი -
ტიტული - არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რედაქტორი - ავთანდილ არაბული, ლალი ბინიაშვილი, მანანა კელენჯერიძე.
გვ. - 1680
ზომა 28,7 სმ. X 19,5 სმ.
ISBN 978-9941-10-083-3 (მრავალტომეული)
ISBN 978-9941-10-285-1 (ΙΙ ტომი)
გამოცემის თარიღი - 2010 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - მერიდიანი
მომხმარებელი - ქართველოლოგები, ფილოლოგები, პედაგოგები, მოსწავლეები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა -
პუბლიკაციის სახეობა - ლექსიკონი.
საკვანძო სიტყვები -

ანოტაცია - ΙΙ ტომის ახალი რედაქცია, რომელიც გან მონაკვეთს მოიცავს, განახლებულია არსებითად ყველა პარამეტრით: უნიფიცირებულია კვალიფიკაციები, დაზუსტებულია ფორმათა და მნიშვნელობათა მონაცემები, მეტად არის დიფერენცირებული სიტყვათა პოლისემიური შინაარსი. რაც მთავარია, ტომი გამდიდრდა ახალი ლექსიკური მასალით, ფრაზეოლოგიზმებითა და შეივსო ცოცხალი ილუსტრაციებით როგორც კლასიკოსთა მეკვიდრეობიდან, ისე თანამედროვე წყაროებიდან. სიტყვათა რაოდენობა გაიზარდა 10 000-მდე ერთეულით, წიგნის მოცულობა გაიზარდა.

 

 

სათაური - ქართული ზმნა ( PDF)
ავტორი - გიორგი გოგოლაშვილი
ტიტული - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რედაქტორი - ავთანდილ არაბული ; მიხეილ ქურდიანი
გვ. - 519
ზომა -24 \ 17
ISBN –978-9941-10-237-0
გამოცემის თარიღი - 2010 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - მერიდიანი
მომხმარებელი - ლინგვისტი, სტუდენტი
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა - ინგლისური
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები - ზმნა, ფორმაწარმოება, უღლება, მწკრივი, თემა

ანოტაცია - მონოგრაფია ეძღვნება ქართული ზმნის პრობლემატიკას.მასში თავმოყრილია ავტორის მიერ მრავალწლიანი კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები, პრინციპები, რომლებიც ქართული ზმნის ფორმაწარმოების ურთულეს სისტემასთან არის დაკავშირებული.
ავტორი დეტალურად მიმოიხილავს ისტორიულ წინაპირობებს, დაწყებული პირველი ფილოლოგიური გრამატიკებიდან - ვიდრე აკაკი შანიძემდე, რამაც მოამზადა საკვლევი პრობლემატიკის დღევანდელი ვითარება. ავტორი გვთავაზობს ენობრივ მონაცემთა აღწერით ანალიზს, პარარელურ ჭრილში წარმოადგენს როგორც ძველი ქართულის, ისე თითქმის ყველა დიალექტის ზმნური ფორმაწარმოების მონაცემებს. მონოგრაფიაში თავმოყრილია არსებითად ყველა საკითხი, დაკავშირებული სამივე სერიისა და მათში შემავალ მწკრივთა შესახებ.
მკვლევარმა ჩამოაყალიბა ქართული ზმნის უღლების რვამწკრივიანი პარადიგმა.

 

 

სათაური - კოდორული ქრონიკები (გამოკვლევებითურთ) ტომი I
ავტორი - იზა ჩანტლაძე, ქეთევან მარგიანი-დადვანი, ქეთევან მარგიანი-სუბარი, მედეა საღლიანი, რუსუდან იოსელიანი
ტიტული - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რუსთაველის ფონდი
მასალები ქართველურ ენათა შესწავლისთვის
რედაქტორი - სარედაქციო საბჭო: ნოდარ ანდღულაძე, ავთანდილ არაბული, გურამ ბენდიანიშვილი, თინათინ ბოჭორიშვილი,თეიმურაზ გვანცელაძე, იოსტ გიპერტი, გიორგი გოგოლაშვილი, ლალი ეზუგბაია, მანანა თანდაშვილი, ხათუნა იოსელიანი, ჯანრი კაშია, ანა მესხი, მიხეილ ქურდიანი, (მთავარი რედაქტორი) ზურაბ ჭუმბურიძე.
გვ. - 836
ზომა -28\20
ISBN –978-9941-9097-8-8
გამოცემის თარიღი - 2007-2010
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - გლობალ-პრინტი
მომხმარებელი - ლინგვისტი, სტუდენტი
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა - ინგლისური, რუსული
პუბლიკაციის სახეობა - ტექსტები გამოკვლევებითურთ
საკვანძო სიტყვები - ქართველური ენები,დიალექტი, ინტერფერენცია, დიგლოსია, ბილინგვიზმი.

ანოტაცია - წიგნში პირველადაა შესწავლილი კოდორის ხეობის ზემო წელის(resp. დალის) მოსახლეობის სვანური მეტყველება. მასში მთავარი ყურადღება ექცევა ინტერფერენციულ პროცესებს,დიგლოსიასა და ბილინგვიზმს. ავტორთა მიერ წარმოდგენილ გამოკვლევებში დასმულია საკითხი კოდორული მეტყველებისა, როგორც ბალსზემოურ და ბალსქვემოურ დიალექტთა შერევის შედეგად მიღებული ენობრივი ერთეულის გამოყოფის შესახებ სვანურში.
”კოდორული ქრონიკები” ეძღვნება რუსეთ-საქართველოს ომის დროს (1992წ.) აფხაზეთში გმირულად დაღუპულ ვაჟკაცთა ნათელ ხსოვნას, ამიტომაც ბუნებრივია, რომ ტექსტების უმრავლესობა მათ ცხოვრებას ასახავს, თუმცა აქვეა დაბეჭდილი ეთნოლოგიური ყოფის ამსახველი თუ ფოლკლორული მასალებიც.
წიგნი გამოქვეყნდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული რუსთაველის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

სათაური - მეგრულ-ლაზურის გრამატიკის საკითხები ( PDF, WORD )
ავტორი - ლალი ეზუგბაია
ტიტული - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რედაქტორი - თედო უთურგაიძე
გვ. - 249
ISBN –978-9941-10-239-4
გამოცემის თარიღი - 2010 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - მერიდიანი
მომხმარებელი - ლინგვისტი, სტუდენტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა - ინგლისური
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები - რიცხვის კატეგორია, სუბიექტური და ობიექტური პირი, მორფოსინტაქსი, სემანტიკა, კოორდინაცია, ერგატიული კონსტრუქცია.

ანოტაცია - ნაშრომში წარმოდგენილია მეგრულ-ლაზურის მორფოლოგიური, მორფონოლოგიური, მორფო-სინტაქსური და სემანტიკური სისტემების კვლევა ორი ძირითადი გრამატიკული კატეგორიის მიხედვით: ერთი მხრივ ესაა გრამატიკული რიცხვის კატეგორია, რომელიც საზიაროა სახელებისა და ზმნისთვის, რითაც ის უნივერსალურ კატეგორიად გვევლინება და წარმოაჩენს ენობრივ სისტემებში მიმდინარე თანმხვედრ პროცესებს; გაანალიზებულია პირის კატეგორია, როგორც მორფონოლოგიურ, ასევე ფუნქციონალურ დონეზე.აგრეთვე განხილულია ერგატიული კონსტრუქციის პრობლემატიკა, როგორც იბერიულ-კავკასიური ენების განმასხვავებელი მახასიათებელი.

 

 

 

2009


 

სათაური - ზემოსვანურ დიალექტთა მორფოსინტაქსური ანალიზის ზოგი ასპექტი
ავტორი - ქეთევან მარგიანი-სუბარი
ტიტული - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რედაქტორი - იზა ჩანტლაძე; თეიმურაზ გვანცელაძე
გვ. - 251
ზომა - 14X20
ISBN –978-9941-9079-5-1
გამოცემის თარიღი - 2008-2009
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - მწიგნობარი
მომხმარებელი - ლინგვისტი, სტუდენტი
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა - ინგლისური
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები - მორფოლოგია; სინტაქსი; ორფუძიანი ბრუნება; ინტერფერენცია.

ანოტაცია - ნაშრომში ასახულია კოდორის ხეობის სვანური მეტყველების ის თავისებურებები, რომლებიც ბალსზემოური და ბალსქვემოური დიალექტების წარმომადგენელთა საუკუნე-ნახევრის განმავლობაში ერთსა და იმავე სოფლებში თანაცხოვრებით გამოწვეულმა ურთიერთზეგავლენამ (ინტერფერენციამ) განაპირობა. შეკრებილი მასალების ანალიზის საფუძველზე გაშუქებულია სვანური ენის რიგი სპეციფიკური საკითხი (ბრუნების ორფუძიანობა, ექსკლუზივ-ინკლუზივის პრობლემა, ზედსართავისა და ზმნიზედის ხარისხის ”გაქვავებული” ფორმები...); ზოგიერთ შემთხვევაში წარმოდგენილია ტრადიციულისგან რამდენადმე განსხვავებული ხედვა.

 

 

 

სათაური - ინგუშური ენა
ავტორი - მერაბ ჩუხუა
ტიტული - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
რედაქტორი - ნუგზარ წიკლაური
გვ. - 271
ზომა -25,0 სმ. X 16,5 სმ.
ISBN - 978 9941 13 131 8
გამოცემის თარიღი - 2009 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - უნივერსიტეტის გამომცემლობა
მომხმარებელი - კავკასიოლოგები, ქართველოლოგები, სტუდენტები.
პუბლიკაციის ენა - ქართული, რუსული
რეზიუმეს ენა - ქართული, რუსული
პუბლიკაციის სახეობა - სახელმძღვანელო
საკვანძო სიტყვები - ფონეტიკა, ფონოლოგია.

ანოტაცია - ნაშრომში ავტორის ჩანაფიქრია შექმნას ინგუშური ენის სრული მეცნიერული კურსი. სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ენობრივი იერარქიის მნიშვნელოვანი საფეხური _ ფონეტიკა ფონოლოგიის ძირითადი საკითხები. გამოვლენილია ინგუშური ენის ხმოვნებისა და თანხმოვანთა სისტემის პარადიგმატულ სინტაგმატური ჩვენების ძირითადი კანონზომიერებანი. მოცემულია სერიოზული ცდა ზოგი კომპლექსის გენეზისის დადგენისა.

 

სათაური - ადამიანი და ცხოველები
ცხოველებთან დაკავშირებული ლექსიკის პრაგმატული ლექსიკონი
ავტორი - გვანცა გვანცელაძე
ტიტული - არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რედაქტორი - გუჩა კვარაცხელია
გვ. - 250
ზომა - 14/19
ISBN – 978-9941-12-820-2
გამოცემის თარიღი - 2009
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - უნივერსალი
მომხმარებელი - ლინგვისტი, პედაგოგი, ეთნოლოგი
პუბლიკაციის ენა - ქართული
პუბლიკაციის სახეობა - ლექსიკონი
საკვანძო სიტყვები - ლექსიკონი, ლექსიკა, სიტყვა, მეტაფორა, ანთროპონიმი

ანოტაცია - გამოცემაში წარმოდგენილია ცხოველთა სამყაროსთან დაკავშირებული ლექსიკის მეტაფორული გამოყენების ამსახველი მასალა, ქართული მხატვრული ლიტერატურისა და სასაუბრო მეტყველების მონაცემთა საფუძველზე, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა მნიშვნელობები ენიჭება აღნიშნულ ლექსიკას ადამიანის მახასიათებელთა როლში გამოსვლისას. ლექსიკონში შესულია თანამედროვე ქართულ სამწიგნობრო ენაში არსებული ცხოველთა სახელები.ყოველ სიტყვას პირდაპირი მნიშვნელობის გვერდით მიწერილი აქვს მეორეული მნიშვნელობები, რომლებიც გამოიყენება ადამიანის ექსპრესიულ-ემოციური მახასიათებლის როლში.

 

 

სათაური - ცხოველთა სახელები, როგორც ადამიანის მახასიათებლები ქართულში
ავტორი - გვანცა გვანცელაძე
ტიტული - არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რედაქტორი - გუჩა კვარაცხელია
გვ. - 102
ზომა - 14/19
ISBN – 978-9941-12-810-6
გამოცემის თარიღი - 2009
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - უნივერსალი
მომხმარებელი - ლინგვისტი, ეთნოლოგი, ფოლკლორისტი სტუდენტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები - სემანტიკა, ლექსიკა, პრაგმატიკა,ანთროპონიმი

ანოტაცია - ნაშრომი წარმოადგენს მეორე ნაწილს გამოკვლევისა “ცხოველთა სახელები, როგორც ადამიანის მახასიათებლები ქართულში” (პირველი ნაწილი გამოქვეყნდა 2005 წელს). მასში გაანალიზებულია საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენება ცხოველთა სახელები ადამიანის მახასიათებელთა როლში ხალხურ პოეზიასა და ანდაზებში და თანამედროვე ქართულ ენაში, აგრეთვე განიხილება საკითხი ცხოველთა სახელების ადამიანის საკუთარ სახელებად (ანთროპონიმებად) გამოყენების შესახებ XI-XVII საუკუნეთა ქართულ იურიდიულ დოკუმენტთა მონაცემების მიხედვით.

 

 

სათაური - ნაზმნარი სახელები დიდოურ ენებში
ავტორი - ნოდარ არდოტელი
ტიტული - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების იმსტიტუტი
რედაქტორი - ვაჟა შენგელია
გვ. - 223
ზომა - 20/15
ISBN – 978-9941-12-860-8
გამოცემის თარიღი - 2009
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - უნივერსალი
მომხმარებელი - ლინგვისტი,სტუდენტი
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა - რუსული
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები - მასდარი, მიმღეობა, სახელზმნა, ბრუნება, ფუნქციონირება, დიაქრონია.

ანოტაცია - მონოგრაფიაში წარმოდგენილია დიდოურ ენათა ნაზმნარი სახელების - მასდარისა და მიმღეობის აღწერითი და ისტორიულ-შედარებითიანალიზი. საკითხის დიაქრონიული თვალსაზრისით კვლევისას მოხმობილია როგორც დიდოურ ენათა, ისე მონათესავე ენათა მონაცემები. ნაშრომში განხილულია მასდარისა და მიმღეობის წარმოების, ბრუნებისა და ფუნქციონირების საკითხები, მოცემულია მათი სისტემატიზაციის სურათი.
(თითოეულ თავს თან ერთვის სათანადო პარადიგმები). გარდა ამისა, გამოვლენილია არაერთი ახალი სახელზმნური ფორმა, რომლებსაც ახლავს სათანადო კვალიფიკაციის ცდა.

 

სათაური - ქართული ენის დონეთა ძირითადი მახასიათებლების ურთიერთზემოქმედებისათვის გლობალურ ენობრივ სისტემაში ( PDF, WORD )
ავტორი - თედო უთურგაიძე
ტიტული - არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რედაქტორი - ლალი ეზუგბაია
გვ. - 244
ზომა - 19/14
ISBN – 978-9941-10-194-6
გამოცემის თარიღი - 2009
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - მერიდიანი
მომხმარებელი - ლინგვისტი
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა - ინგლისური
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები - ფონოლოგია, მორფოლოგია, სინტაქსი, მორფონოლოგია, მორფოსინტაქსი, ვოკალიზმი, კონსონანტიზმი,მარკირება, ნიშანდება.

ანოტაცია - ნაშრომი ეხება ფონემატურ, მორფოლოგიურ და სინტაქსურ სისტემებს და გლობალურ სისტემაში ამ დონეთა სისტემების ურთიერთზემოქმედების კანონზომიერებას.
ენობრივ მოვლენათა ანალიზში არსებითია განყენებული სისტემების კანონზომიერების დადგენა და გამოვლენა იმისა, რამდენად ემთხვევიან ისინი ერთმანეთს სამწერლობო ენასა და დიალექტებში. აუცილებელია განსხვავების მიზეზის დადგენაც.მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი რეალურად მოქმედი ენის მონაცემთა სათანადო ანალიზი მორფონოლოგიური და მორფოსინტაქსური მიმართულებით. ასეთმა მიდგომამ შეაპირობა წინამდებარე ნაშრომის აღნაგობაცა და ცალკეულ ნაწილთა კვლევის მეთოდიკაც.
ნაშრომი შედგება ხუთი ნაწილისაგან: ფონოლოგიის, მორფოლოგიის, მორფონოლოგიის, სინტაქსისა და მორფოსინტაქსისაგან. არის ცდა უკვე ცნობილი თუ ახლად გამოვლენილი მოვლენების ბაზაზე განხილულ იქნეს თითოეული ნაწილის კონკრეტული თუ ზოგადი საკითხები ზემოთ წარმოდგენილი მეთოდოლოგიური მიდგომით.

 

სათაური - ქართული ენის ინგილოური დიალექტი
ავტორი - ვასილ აბაშვილი (კუზიბაბაშვილი)
ტიტული - არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რედაქტორი - კონსტანტინე კაკიტაძე
შემდგენლები - მარინე ბერიძე, მაია ბარიხაშვილი.
გვ. - 387
ზომა - 14 სმ. X 20 სმ.
ISBN – 978-9941-10-110-6
გამოცემის თარიღი - 2009 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - მერიდიანი
მომხმარებელი - ლინგვისტი, სტუდენტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა -
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია, ტექსტები.
საკვანძო სიტყვები - ინგილოური დიალექტი, ფონეტიკა, მორფოლოგია, ლექსიკა, სინტაქსი.

ანოტაცია - წიგნი შედგება ორი ნაწილისაგან: 1. ქართული ენის ინგილოური დიალექტი, რომელიც ავტორის საკანდიდატო დისერტაციის მიხედვითაა შედგენილი და წარმოადგენს ინგილოური დიალექტის მორფოფონოლოგიურ ანალიზს; 2. კაკური და ალიაბათური ტექსტები, რომლებიც მომზადებულია ავტორის მიერ ჩაწერილი აუდიო კასეტების მიხედვით.
წიგნს ახლავს გაანალიზებულ ფორმათა საძიებელი.

 

 

სათაური - ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ენათა ისტორიულ-შედარებითი ფონეტიკა
ავორი - ნოდარ არდოტელი
ტიტული - არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერებათა ინსტიტუტი
გვ. - 294
ზომა - 17 სმ. X 27 სმ.
ISBN – 978-9941-12-449
გამოცემის თარიღი - 2009 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - უნივერსალი
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა - - ინგლისური, რუსული.
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები - ფონეტიკა, ფონემა, ვოკალიზმი, კონსონანტიზმი, კომპარატივისტიკა, ფონოლოგია, ბგერათშესატყვისობა, ბგერათიგივეობა, ლატერალი, აფრიკატი, სპირანტი, აპროქსიმანტი, სპირანტიზაცია.

ანოტაცია - მონოგრაფიაში განხილულია ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ენათა ისტორიულ‑შედარებითი ფონეტიკის საკვანძო საკითხები, წარმოდგენილია ხმოვანთა და თანხმოვანთა ფონოლოგიური სისტემების დიაქრონიული ანალიზი და მათი რელატიური ქრონოლოგია; აღდგენილია ამოსავალ ფონემათა ლოკალური რიგები და დაძებნილია მათი ფუძეენისეული რეფლექსები. დამატებითი ენობრივი მონაცემების საფუძველზე დასაბუთებულია ზოგ სპეციფიკურ ფონემათა გენეზისი, დადგენილია ცალკეულ ბგერათშესატყვისობათა ისტორია და არგუმენტირებულია ერთი რიგის სპეციფიკურ ფონოლოგიურ კორელაციათა (ფარინგალიზებული, ლაბიალიზებული, პალატალიზებული...) მეურეულობა. ამასთანავე, ახლებურად არის გადაჭრილი სპონტანური ფონეტიკური პროცესებისა და რელატიური ქრონოლოგიის არაერთი საკითხი. ცალკე თავად განიხილება სახელურ და ზმნურ ძირ-ფუძეთა (და მთლიანად ფორმათა) ფონემატური სტრუქტურის კანონიკური მოდელები.
ნაშრომში მოცემულია ფონემათშესატყვისობის მეთოდოლოგიის ზოგი წანამძღვრისა და ენათა და დიალექტთა გამიჯვნის ლინგვისტური კრიტერიუმის დაზუსტების ცდა.

 

სათაური - ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტური ლექსიკონი, І
მთ. რედაქტორი - თამარ ვაშაკიძე
შემდგენლები: შუქია აფრიდონიძე, თამარ ვაშაკიძე, ვახტანგ მაღრაძე, თეა ტეტელოშვილი, თინა ღვინაძე, ნინო ჯორბენაძე.
ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება.
გვ. - 268
ზომა - 11, 5 სმ. X 19 სმ.
ISBN – 978-9941-12-426-6
გამოცემის თარიღი - 2009 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - უნივერსალი
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი, ჟურნალისტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა -
პუბლიკაციის სახეობა - ლექსიკონი
საკვანძო სიტყვები - ლექსიკა, ტერმინოლოგია, სტილისტიკა, ორთოგრაფია, პარონიმები.

ანოტაცია - ლექსიკონი შედგენილია ტიპობრივი ენობრივ-სტილისტიკური (წმინდა ორთოგრაფიულ-გრამატიკული, სინტაქსური, სტილისტიკური) შეცდომების გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში მეთაურ სიტყვასთან მოცემულია მოკლე კომენტარი რეკომენდაციითურთ. სხვაგან კი ანალოგიურ ფორმებთან მითითებულია (იხ.) იხილე. ნაშრომში დიდი ადგილი ეთმობა პარონიმებს, რომლებსაც ახლავს განმარტებები.

 

სათაური - ლაზური ზღაპრები და გადმოცემები
ავტორი - ჟორჟ დიუმეზილი
ტიტული - არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რედაქტორი - მერაბ ჩუხუა
შემდგენელი - მანანა ბუკია
გვ. - 457
ზომა - 15 სმ. X 23 სმ.
ISBN – 978-9941-10-098-7
გამოცემის თარიღი - 2009 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - მერიდიანი
მომხმარებელი - ლინგვისტი, პედაგოგი, სტუდენტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული, ფრანგული.
რეზიუმეს ენა -
პუბლიკაციის სახეობა - ტექსტები, ლექსიკონი.
საკვანძო სიტყვები - ქართველოლოგია, ტექსტი, ლექსიკონი, ლაზური, ფონეტიკა, მორფოლოგია, ლექსიკა.

ანოტაცია - კრებულში წარმოდგენილია ჟ. დიუმეზილის მიერ სხვადასხვა დროს გამოცემული ლაზური ტექსტები ქართული შესატყვისებითურთ: ”ლაზური ზღაპრები”, ”ლაზური გადმოცემები”, ”ართაშენული ლაზური ტექსტები”, ”ლაზური ტექსტის ზმნური ფორმის ანალიზი”. ტექსტებს თან ახლავს გრამატიკული მიმოხილვა. ჟ. დიუმეზილი აანალიზებს მის მიერ ჩაწერილი მასალების ენობრივ ბუნებას, ძირითადად, ფონეტიკურ პროცესებს, მორფოლიგიის საკითხებს, განსაკუთრებით ზმნურ ფორმებს. თურქულის გავრცელების არეალს, რომელიც მოიცავს არამარტო ლექსიკას, არამედ თავს იჩენს მორფოლოგიასა და სინტაქსში.
კრებულში წარმოდგენილია ლაზურ-ქართული ლექსიკონი, რომელიც 2000-მდე სიტყვას მოიცავს

 

 


 

სათაური - ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ენათა ისტორიულ-შედარებითი ფონეტიკა
ავორი - ნოდარ არდოტელი
ტიტული - არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერებათა ინსტიტუტი
გვ. - 294
ზომა - 17 სმ. X 27 სმ.
ISBN – 978-9941-12-449
გამოცემის თარიღი - 2009 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - უნივერსალი
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა - - ინგლისური, რუსული.
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები - ფონეტიკა, ფონემა, ვოკალიზმი, კონსონანტიზმი, კომპარატივისტიკა, ფონოლოგია, ბგერათშესატყვისობა, ბგერათიგივეობა, ლატერალი, აფრიკატი, სპირანტი, აპროქსიმანტი, სპირანტიზაცია.
ანოტაცია - მონოგრაფიაში განხილულია ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ენათა ისტორიულ‑შედარებითი ფონეტიკის საკვანძო საკითხები, წარმოდგენილია ხმოვანთა და თანხმოვანთა ფონოლოგიური სისტემების დიაქრონიული ანალიზი და მათი რელატიური ქრონოლოგია; აღდგენილია ამოსავალ ფონემათა ლოკალური რიგები და დაძებნილია მათი ფუძეენისეული რეფლექსები. დამატებითი ენობრივი მონაცემების საფუძველზე დასაბუთებულია ზოგ სპეციფიკურ ფონემათა გენეზისი, დადგენილია ცალკეულ ბგერათშესატყვისობათა ისტორია და არგუმენტირებულია ერთი რიგის სპეციფიკურ ფონოლოგიურ კორელაციათა (ფარინგალიზებული, ლაბიალიზებული, პალატალიზებული...) მეურეულობა. ამასთანავე, ახლებურად არის გადაჭრილი სპონტანური ფონეტიკური პროცესებისა და რელატიური ქრონოლოგიის არაერთი საკითხი. ცალკე თავად განიხილება სახელურ და ზმნურ ძირ-ფუძეთა (და მთლიანად ფორმათა) ფონემატური სტრუქტურის კანონიკური მოდელები.
ნაშრომში მოცემულია ფონემათშესატყვისობის მეთოდოლოგიის ზოგი წანამძღვრისა და ენათა და დიალექტთა გამიჯვნის ლინგვისტური კრიტერიუმის დაზუსტების ცდა.

 

 

 


2008


სათაური - შრომები IV ( ჭანურ-მეგრულ-ქართული შედარებითი ლექსიკონი)
ავტორი - არნოლდ ჩიქობავა
ტიტული - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
რედაქტორი - ვაჟა შენგელია
გვ. - 488
ზომა - 25/17
ISBN – 978-9941-10-117-5
გამოცემის თარიღი - 2008
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - მერიდიანი
მომხმარებელი - ლინგვისტი, სტუდენტი
პუბლიკაციის ენა - ქართული
პუბლიკაციის სახეობა - ლექსიკონი
საკვანძო სიტყვები - ლექსიკა, ფონეტიკა, მორფოლოგია. სინტაქსი, ფუძე, ძირი, სემასიოლოგია.

ანოტაცია - ჭანურ-მეგრულ-ქართული შედარებითი ლექსიკონი აანალიზებს ჭანურის ლექსიკას სხვა ქართველურ ენებთან მიმართებით. მეგრულ-ლაზურისა და ქართულის გვერდით სვანური ენის მასალაც საკმაოდ არის წარმოდგენილი (100 - მდე ლექსიკური ერთეული).
სახელები შედარებით ლექსიკონში დალაგებულია სემასიოლოგიურ ჯგუფებად - ფუძეების მიხედვით, ზმნა - ანბანთრიგზე, ძირების მიხედვით. ანალიზის საგანია როგორც ისეთი შემთხვევები, როდესაც შესადარებელი სიტყვები სამივე ენობრივ ერთეულს (ჭანურს,მეგრულს,ქართულს) მოეპოვება, ისე ისეთებიც, როდესაც შესადარებელი მასალა მხოლოდ ორ ენობრივ ერთეულში (ჭანურსა და მეგრულში ან ჭანურსა და ქართულში) იქნა მოძიებული. სულ გაანალიზებულია 300 - მდე ჭანური სიტყვა.

 

 

სათაური - შრომები, ტ. ІІІ
ავტორი - არნოლდ ჩიქობავა
ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
რედაქტორი - ვაჟა შენგელია
გვ. - 605
ზომა - 17 სმ. X 24, 5 სმ.
ISBN – 978-9941-10-069-7
გამოცემის თარიღი - 2008 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - ქართული ენა
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა - რუსული
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები - ჭანური, გრამატიკა, ანალიზი, კილოკავები, ტექსტები, მყოფადი.

ანოტაცია - ტომში დაბეჭდილია გასული საუკუნის 20-იან - 30-იან წლებში, რომლებიც დღეს ბიბლიოგრაფიულ იშვიათობადაა ქცეული. ძირითადი ნაწილია მონოგრაფია ”ჭანური გრამატიკული ანალიზი“, რომელიც წარმოაჩენს ლაზური დიალექტის არსებით თავისებურებებს და განსაზღვრავს მის ადგილს ქართველურ ენებსა და დიალექტებს შორის, მოცემულია მეგრულ-ლაზურისა და ქართულის (ნაწილობრივ - სვანურის) შედარებითი ანალიზი. შევიდა არნ. ჩიქობავას სინქრონიული ხასიათის ორი გამოკვლევა მეგრულ-ლაზურის შესახებ, აგრეთვე, ოთხი წერილი, რომლებიც ეხება ი. ყიფშიძის ღვაწლის წარმოჩენას. ტომში დაბეჭდილია 1928-29 წლებში ავტორის მიერ მოპოვებული 300 გვერდზე მეტი მოცულობის ლაზური ტექსტები, რომლებიც ლაზურის სამივე კილოკავს წარმოადგენს.

 

 

სათაური - ენათმეცნიერების შესავალი
ავტორი - არნოლდ ჩიქობავა
ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
რედაქტორი - გუჩა კვარაცხელია
გვ. - 338
ზომა - 14, 5 სმ. X 20 სმ.
ISBN – 978-9941-13-050-2
გამოცემის თარიღი - 2008 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - უნივერსალი
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა -
პუბლიკაციის სახეობა - სახელმძღვანელო
საკვანძო სიტყვები - ენის არსი, ფონეტიკა, მორფოლოგია, სინტაქსი, ლექსიკოლოგია, ენათა კლასიფიკაცია.

ანოტაცია - წიგნი წარმოადგენს თეორიული ენათმეცნიერების შესავლის კურსს, რომელიც განიხილავს ენათმეცნიერების ძირითად ცნებებსა და ზოგადი ენათმეცნიერების პრობლემატიკას, მათ შორის ენის არსთან, მის წარმოშობასა და განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ენათმეცნიერების დარგობრივ შემადგენლობასა და სათანადო მეთოდებს, მსოფლიო ენათა მორფოლოგიურ და გენეალოგიურ კლასიფიკაციებს. წიგნში შევიდა ზოგადი ენამეცნიერების „პროპედევტიკული ნაწილის“ 1935, 1939 და 1946 წლების გამოცემები.

 

 

სათაური - ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი
ავტორი -
ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
მთ. რედაქტორი - ავთანდილ არაბული
გვ. - 1130
ზომა - 18, 7 სმ. X 27 სმ.
ISBN – 978-9941-10-084-0
გამოცემის თარიღი - 2008 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - მერიდიანი
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი, დაინტერესებული საზოგადოება.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა -
პუბლიკაციის სახეობა - ლექსიკონი
საკვანძო სიტყვები - ლექსიკა, ლექსიკოგრაფია, ლექსიკონი

ანოტაცია - „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ І ტომი გამოიცა 1950 წელს. რვატომეული მომზადდა აკად. არნ. ჩიქობავას საერთო რედაქციითა და იმ დროისათვის მეტად სოლიდური მთავარი რედაქციისა და კვალიფიციური სარედაქციო ჯგუფის ღვაწლით. მას შემდეგ ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა და ენაში მიმდინარე ცვლილებებმა განაპირობა ამ ძირითადი ლექსიკონის განახლებული რედაქციის შექმნის უცილებლობა. დამუშავდა დიდძალი მასალა; წყაროების რაოდენობა 5-ჯერ და მეტად გაიზარდა. ცვლილება შეეხო 5000-მდე სალექსიკონო ერთეულს. გარდა ამისა, შეიცვალა სტატიების შინაარსი და შედგენილობა. ლექსიკონი მაქსიმალურად ასახავს თანამედროვე სახელმწიფო ენის მდგომარეობას, მათ შორის სპეციალური სფეროებიდანაც.

 

 

სათაური - ქართული ენა
ავტორი -
ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
რედაქტორი - გუჩა კვარაცხელია
გვ. - 620
ზომა - 26 სმ. X 21 სმ.
ISBN – 978-99928-20-34-6
გამოცემის თარიღი - 2008 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - ეროვნული მწერლობა
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი, დაინტერესებული საზოგადოება.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა -
პუბლიკაციის სახეობა - ენციკლოპედია
საკვანძო სიტყვები - ენა, კავკასიოლოგია, ქართველოლოგია, გრამატიკა, დიალექტი, დამწერლობა, ტერმინი, ლინგვისტიკა.

ანოტაცია - სამეცნიერო დარგობრივი ენციკლოპედია ,,ქართული ენა’’ ასახავს ქართული ენათმეცნიერული აზროვნების განვითარებას და ამ დარგში ქართველ მეცნიერთა და უცხოელ ქართველოლოგთა მიღწევებს. ენციკლოპედიაში სრულად არის წარმოდგენილი მასალა ქართული ენის ფონეტიკურ-ფონოლოგიური, გრამატიკული, ლექსიკურ-სემანტიკური სტრუქტურისა და ქართული ენის დიალექტების შესახებ. შესულია ცნობები კავკასიურ და იმ ენათა შესახებ, რომლებსაც საქართველოსთან კულტურული ან სხვა სახის კონტაქტი ჰქონდათ. მოცემულია ცნობები სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და სასწავლო დაწესებულებების, ქართული ენის კათედრების, ქართველოლოგიაში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ენათმეცნიერების შესახებ. 
წარმოდგენილია ცნობები საგანმანათლებლო კერებისა და ქართული დამწერლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლების შესახებ. მასში ასახულია როგორც ეპიგრაფიკული, ისე ხელნაწერი ძეგლები, რომლებიც შემონახულია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. 
შერჩეული მასალა გარკვეული სპეციფიკით არის დალაგებული. გვარეობრივ ცნებებს დამოუკიდებელი სტატიები აქვს დათმობილი, ხოლო სახეობრივი ტერმინები განხილულია უფრო ფართო პრობლემატიკის კონტექსტში და მათი დეფინიცია მოცემულია განმაზოგადებელ სტატიაში.

 

 

სათაური - ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი
ავტორი - თამარ ბეროზაშვილი
ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
რედაქტორი - ავთანდილ არაბული
გვ. - 230
ზომა - 16, 8 სმ. X 24 სმ.
ISBN – 978-9941-11-045-0
გამოცემის თარიღი - 2008 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - დიოგენე
მომხმარებელი - მოსწავლე
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა -
პუბლიკაციის სახეობა - ლექსიკონი
საკვანძო სიტყვები - ლექსიკა, დიალექტი, ტერმინები, სინონიმები, იდიომატური გამოთქმები.

ანოტაცია - სასკოლო ლექსიკონი შედგენილია ”ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ პრინციპებზე. ნაშრომში განმარტებულია სკოლის საპროგრამო ლიტერატურის ლექსიკა, ძველი ქართული სიტყვები, არქაიზმები, უცხო სიტყვები. მასში ახსნილია დიალექტური ლექსიკა, სხვადასხვა ტერმინები თუ სახელწოდებანი. წიგნში უხვად არის სინონომები. ცალკე ლექსიკურ ერთეულებად არის გამოყოფილი იდიომატური გამოთქმები. განმარტებას ახლავს ილუსტრაციები სახელმძღვანელოთა ტექსტებიდან.

 

 

 

სათაური - იბერიულ-იჩქერიულ ენათა შედარებითი გრამატიკა
ავტორი - მერაბ ჩუხუა
ტიტული - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
რედაქტორი - ქეთევან ლომთათიძე
გვ. - 761
ზომა - 20 სმ. X 28 სმ.
ISBN – 978-9941-13-021-2
გამოცემის თარიღი - 2008 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - უნივერსალი
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა - ინგლისური
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია, სახელმძღვანელო, ლექსიკონი.
საკვანძო სიტყვები - ქართველური, ნახური, ლექსიკონი, ეტიმოლოგია, რეკონსტრუქცია, გრამატიკა, შედარებითი, იბერიულ‑კავკასიური

ანოტაცია - წიგნი შედგება ორი ნაწილისაგან: მონოგრაფია - იბერიულ‑იჩქერიულ ენათა შედარებითი გრამატიკა და ქართველურ-ნახური ეტიმოლოგიური ლექსიკონი.
მონოგრაფიაში წარმოდგენილია ნახური ენებისა და ქართველური ენების ისტორიულ-შედარებითი ანალიზი ფონოლოგიურ სისტემათა შედარების, და საერთო ძირეული ლექსიკური ფონდის ძირ-ფუძეთა სტრუქტურული მოდელების რეკონსტრუქციის გათვალისწინებით. საერთოქართველური და საერთონახური ენები მიჩნეულია მონათესავედ ძირეულ და აფიქსურ მორფემებში რეგულარული და კანონზომიერი ფონემური შესატყვისობების დადგენის საფუძველზე. მონოგრაფიას ერთვის ქართველურ‑ნახურ თანხმოვანშესატყვისობის ფორმულებისა და წინარე‑ენის თანხმოვანთა სისტემის სინოპტიკური ქაბულა.
წიგნს ახლავს რეკონსტრუირებულ ძირ-ფუძეთა ინდექსი.

 

 

სათაური - ჩეჩნური ზმნა
ავტორი - როსტომ ფარეულიძე
ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჰუმანტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კავკასიოლოგიის ინსტიტუტი.
რედაქტორი - ვაჟა შენგელია
გვ. - 300
ზომა - 14, 7 სმ. X 20 სმ.
ISBN – 978-9941-12-141-8
გამოცემის თარიღი - 2008 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - უნივერსალი
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა - რუსული
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები - ინფინიტივი, მასდარი, ფონემატური სტრუქტურა, უღლება, დროთა სისტემა, ზმნური კატეგორიები.

ანოტაცია - მონოგრაფიაში განხილულია ჩეჩნური ზმნის ფონემატური სქრუქტურა და მორფოლოგიური კატეგორიები, ნაზმნარი სახელები. ცალკე არის გაანალიზებული თავისებური ზმნები, აღდგენილია ამოსავალი ფორმები.

 

 

სათაური - ქართული ენის ლექსიკოლოგიის პრობლემები
ავტორი - ლამარა ნოზაძე
ტიტული - - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
რედაქტორი - ზურაბ ჭუმბურიძე, გიორგი ცოცანიძე.
გვ. - 86
ზომა - 19 სმ. X 14 სმ.
ISBN – 978-9941-12-406-8
გამოცემის თარიღი - 2008
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - უნივერსალი
მომხმარებელი - ლინგვისტი
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა -
პუბლიკაციის სახეობა - კრებული
საკვანძო სიტყვები - ენათმეცნიერება, ლექსიკოლოგია, ლექსიკონი, მასდარი, დიალექტი.

ანოტაცია - კრებულში მოთავსებულია ავტორის მიერ სხვადასხვა საენათმეცნიერო ჟურნალში (”ენათმეცნიერების საკითხები”, ”საენათმეცნიერო ძიებანი”) გამოქვეყნებული ქართული ენის ლექსიკოლოგიის პრობლემებთან დაკავშირებული სტატიები.

 

 

სათაური - ქართველურ ენათა ისტორიული მორფოლოგიის საკითხები
ავტორი - ლამარა ნოზაძე
ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
რედაქტორი - გიორგი გოგოლაშვილი, ლალი ეზუგბაია
გვ. - 374
ზომა - 19 სმ. X 14 სმ.
ISBN – 978-9941-12-416-7
გამოცემის თარიღი - 2008
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - უნივერსალი
მომხმარებელი - ლინგვისტი
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა -
პუბლიკაციის სახეობა - კრებული
საკვანძო სიტყვები - მორფოლოგია, ზმნა, გვარი, ბრუნება, თანხმოვანთშესატყვისობა, კომპოზიტი.

ანოტაცია - კრებულში მოთავსებულია ავტორის მიერ სხვადასხვა საენათმეცნიერო ჟურნალში (”იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება”, ”ქართველურ ენათა სტრუტურის საკითხები”, ”საენათმეცნიერო ძიებანი” და სხვა) გამოქვეყნებული ქართველურ ენათა ისტორიული მორფოლოგიის საკითხებთან დაკავშირებული სტატიები.

 

 

 

 


2007


 

სათაური - სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი, ІІ ( ზუგდიდის რაიონი)
ავტორი - პაატა ცხადაია
ტიტული - თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, ქართული ენის ინსტიტუტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რედაქტორი - მერაბ ჩუხუა
გვ. - 423
ზომა - 11, 3 სმ. X 16 სმ.
ISBN – 978-99941-12-022-0
გამოცემის თარიღი - 2007 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - უნივერსალი
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა -
პუბლიკაციის სახეობა - ლექსიკონი
საკვანძო სიტყვები - ტოპონიმი, მოტივაცია, ეტიმოლოგია, ფონეტიკური პროცესი, ოიკონიმი.

ანოტაცია - ლექსიკონში შესულია ზუგდიდის რაიონის 6000-ზე მეტი ტოპონიმი. ტოპონიმი წარმოდგენილია ანბანის რიგზე საკრებულოებისა და მასში შემავალი სოფლების მიხედვით. სახელდებული ობიექტის რაობის აღნიშვნისა და ლოკალიზაციის შემდეგ მოცემულია ძირითადი ისტორიული წყაროების ჩვენებანი, ეტიმოლოგიური ძიებანი, გარკვეულია ეტიმონთა ლექსიკური მნიშვნელობანი, გამოვლენილია დღემდე უცნობი კონოტაციების ფუძეები.

 

 

სათაური - სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი, ІІІ ( ხობის რაიონი)
ავტორი - პაატა ცხადაია
ტიტული - თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, ქართული ენის ინსტიტუტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რედაქტორი - მერაბ ჩუხუა
გვ. - 298
ზომა - 11, 5 სმ. X 16 სმ.
ISBN – 978-99941-12-023-7
გამოცემის თარიღი - 2007 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - უნივერსალი
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა -
პუბლიკაციის სახეობა - ლექსიკონი
საკვანძო სიტყვები - ტოპონიმი, მიკროტოპონიმი, მითოლოგია, მოტივაცია, ჰიდროგრაფიული ნომენი, ინფორმატორი.
ანოტაცია - წიგნში შესულია ხობის რაიონისა და ქ. ფოთის 5000-მდე ტოპონიმი ანბანის რიგზე საკრებულოებისა და მასში შემავალი სოფლების მიხედვით. ტოპონიმის დასახელებას მოსდევს სახელდებული ობიექტის განსაზღვრა და ლოკალიზაცია, ავტორის შეხედულებისამებრ მოცემულია ტოპონიმის ლინგვისტური და ექსტრალინგვისტური ანალიზი, მოტივაციასა და ეტიმოლოგიასთან დაკავშირებული კომენტარები, სხვადასხვა წყაროებში ტოპონიმის მოხსენიებასა და სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრებების ანალიზი.

 

სათაური - სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი, ІV ( ჩხოროწყუს რაიონი)
ავტორი - პაატა ცხადაია
ტიტული - თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, ქართული ენის ინსტიტუტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რედაქტორი - მერაბ ჩუხუა
გვ. - 489
ზომა - 11 სმ. X 16 სმ.
ISBN – 978-99941-12-310-8
გამოცემის თარიღი - 2007 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - უნივერსალი
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა -
პუბლიკაციის სახეობა - ლექსიკონი
საკვანძო სიტყვები - ტოპონიმი, ჰიდროფორმანტი, დეონიმიზაცია, ანთროპონიმი, ტრანსონიმიზაცია, ექსტრალინგვისტური ანალიზი.
ანოტაცია - წიგნი მოიცავს ჩხოროწყუს რაიონის 6000-ზე მეტ ტოპონიმს - სოციალური, ბუნებრივი თუ ხელოვნური ობიექტის სახელებს. ლექსიკონი შედგება ორი ნაწილისაგან. პირველ ნაწილში მოცემულია მონაცემები რაიონზე, საკრებულოებზე, სოფლებზე და ინფორმატორებზე. მორე ნაწილში - რაიონის გეოგრაფიული სახელწოდებები საერთო ანბანის რიგზე. თითოეული ტოპონიმის დასახელებას მოსდევს სახელდებული ობიექტის განსაზღვრა და ლოკალიზაცია, ინფორმატორისეული განმარტებანი, ავტორისეული სტრუქტურულ-სემანტიკური ძიებანი და ექსტრალინგვისტური კომენტარები.

 

 

სათაური - დიდოური ენა (აღწერითი ანალიზი და ტექსტები)
ავტორი - ნოდარ არდოტელი
ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
რედაქტორი - გურამ თოფურია
გვ. - 174
ზომა - 14, 4 სმ. X 20 სმ.
ISBN – 978-9941-12 088-6
გამოცემის თარიღი - 2007 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - უნივერსალი
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა - რუსული
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები - ფონემათა კორელაცია, ალომორფი, ფორმანტი, ნამყო წყვეტილი, აწმყო ზოგადი, ატრიბუტული სინტაგმა.
ანოტაცია - მონოგრაფიაში წარმოდგენილია დიდოური ენის გრამატიკული სტრუქტურის მოკლე აღწერითი ანალიზი, რომელსაც თან ერთვის დიალექტურად და ჟანრობრივად ერთმანეთისაგან განსხვავებული ტექსტები. თავდაპირველად მოცემულია ცნობები დიდოელების (resp. ცეზების) ვინაობა-რაოდენობის, ისტორიული საცხოვრისის (ერთვის რუკა), ენობრივი გარემოცვის, ეთნოლოგიური რეალიებისა და შესწავლის ისტორიის შესახებ, შემდეგ გაანალიზებულია დიდოური ენის გრამატიკული სისტემის (ფონეტიკა, მორფოლოგია, სინტაქსი) საკითხები ყველა დიალექტისა და თქმის თავისებურებათა მეტ-ნაკლები გათვალისწინებით. შემოკლებით განხილულია ლექსიკური და ონომასტიკური მასალა.

 

 

სათაური - იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საფუძვლები
ავტორი - მიხეილ ქურდიანი
ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი, გელათის მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორი - ავთანდილ არაბული
გვ. - 1040
ზომა - 17 სმ. X 24, 5 სმ.
ISBN – 99928-77-93-6
გამოცემის თარიღი - 2007 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - უნივერსალი
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა -
პუბლიკაციის სახეობა - სახელმძღვანელო
საკვანძო სიტყვები - ენათმეცნიერება, იბერიულ-კავკასიური, კავკასიოლოგია, ლინგვისტიკა, ბგერათშესატყვისობა, დიაქრონია, სემანტიკა.
ანოტაცია - ნაშრომის მიზანია აჩვენოს, რომ ამა თუ იმ ენობრივ ჯგუფთა თუ ცალკეულ ენათა ერთ ოჯახად მიჩნევის საფუძველი მათ შორის კანონზომიერ და რეგულარულ ბგერათშესატყვისობათა დადგენაა. ისტორიულ-შედარებითი მეთოდის გამოყენებით დამტკიცებულია აფხაზურ-ადიღური, ბასკურ-ქართველური და ნახურ-დაღესტნური ენობრივი ჯგუფების ურთიერთნათესაობა და მათი კუთვნილება ენათა იბერიულ-კავკასიური ოჯახისადმი.

 


2006


 

სათაური -სინტაქსურ მიმართებაში შემავალი ზმნური კატეგორიები აფხაზურსა და ქართულში
ავტორი - ნანა მაჭავარიანი
ტიტული - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
რედაქტორი - ქეთევან ლომთათიძე
გვ. - 163
ზომა -145X200
ISBN – 99940-864-3-X
გამოცემის თარიღი - 2006
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - ქართული ენა
მომხმარებელი - ლინგვისტი,სტუდენტი,პედაგოგი
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა - რუსული
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები - მორფოლოგიური კატეგორიები, აფხაზური, ქართველური ენები

ანოტაცია - ნაშრომის მიზანია სათანადო ენობრივ მასალაზე დაყრდნობით გამოავლინოს ზმნურ კატეგორიათა წარმოების კანონზომიერებანი და თავისებურებანი ქართულსა და აფხაზურში, უჩვენოს ამ კანონზომიერებათა ჩამოყალიბების ისტორიული სურათი აღნიშნულ ენებში. იბერიულ-კავკასიურ ენათა შორის ქართული და აფხაზური ენები გამოირჩევა ზმნის სირთულით. ნაკვლევში გაანალიზებულია ქართული და აფხაზური ზმნის სინტაქსურ მიმართებაში შემავალი ზმნური კატეგორიები. ყურადღება გამახვილებულია მორფოლოგიურ კატეგორიათა წარმოების პრინციპის საერთო და განმასხვავებელ შემთხვევებზე, შეძლებისდაგვარად ახსნილია მათი გამომწვევი ზოგი ისტორიული მიზეზი, რასაც შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს არა მარტო ამ ენათა, არამედ სხვა იბერიულ-კავკასიურ ენათა ისტორიულ-შედარებითი შესწავლის დროს. ნაშრომში წარმოდგენილია ცდა ქართული და აფხაზური ზმნის სინტაქსურ მიმართებაში შემავალ ზმნურ კატეგორიათა მონოგრაფიული შესწავლისა, ამ დარგში მოპოვებული პოზიტიური ცოდნის სისტემური გადმოცემისა, გამოყოფილია უკეთ დასაბუთებული, დამაჟერებელი დებულებები, წამოყენებულია ზოგი ახალი ვარაუდი.

 

 

სათაური -მცენარეთა ლექსიკა აფხაზურში (სემანტიკურ-სტრუქტურული ანალიზი)
ავტორი - ნანა მაჭავარიანი
ტიტული - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
რედაქტორი - თეიმურაზ გვანცელაძე
გვ. - 298
ზომა -145X200
ISBN – 99940-864--1-3
გამოცემის თარიღი - 2006
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - ქართული ენა
მომხმარებელი - ლინგვისტი,სტუდენტი,პედაგოგი
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა - ინგლისური
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები - ლექსიკა, მცენარე, აფხაზური, აბაზური

ანოტაცია - ნაშრომის მიზანია აფხაზური ენის მცენარეთა აღმნიშვნელი ლექსიკის, რაც შეიძლება, სრული ასახვა; თითოეული მცენარის სახელდების მოტივის დადგენა, მცენარეთა სახელწოდებების სისტემატიზაცია სემანტიკურ-სტრუქტურული თვალსაზრისით; ლექსიკის ნასესხები ნაწილის გამოყოფა აფხაზური ენის საფუძველზე შექმნილ სახელწოდებათაგან; აფხაზურ ენაში მცენარეთა სახელწოდებების სტრუქტურული მოდელების გამოყოფა, მათში მეტყველების სხვადასხვა ნაწილთა, თუ მორფემათა გამოვლენა და შეძლებისდაგვარად ახსნა. ნაშრომში აღწერილი და რეკონსტრუირებულია მცენარეთა სახელწოდებების შექმნისა და ჩამოყალიბების მოდელები, მოცემულია ზოგიერთი მცენარის სახელწოდების ეტიმოლოგიური ანალიზი. მცენარეთა ლექსიკაში ყველაზე უკეთ აისახება ეთნოსის საცხოვრებელი გარემო. კვლევის შედეგები აფხაზთა ისტორიული საცხოვრისის ზოგად შტრიხებში განსაზღვრის საშუალებას იძლევა. ნაკვლევი გამოადგებათ იბერიულ-კავკასიური ენების, კერძოდ აფხაზურ-ადიღური ენების ფონეტიკის, მორფოლოგიისა და ლექსიკის მკვლევარ ენათმეცნიერებს, აფხაზთა პირველსაცხოვრისის განსაზღვრით დაინტერესებულ ეთნოგრაფებსა და ისტორიკოსებს. ხელს შეუწყობს აფხაზური ენის ლექსიკის მკვლევრებს თეორიული თუ პრაქტიკული სახელმძღვანელოების, ეტიმოლოგიური და იდეოგრაფიული ლექსიკონების შედგენაში.

 

 

 

სათაური - ქართლური ლექსიკონი (მასალები)
ავტორი - მერი მესხიშვილი
ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
რედაქტორი - ალექსი ჭინჭარაული
გვ. - 204
ზომა - 15 სმ. X 27 სმ.
ISBN – 99940-61-49-6
გამოცემის თარიღი - 2006 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - უნივერსალი
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა -
პუბლიკაციის სახეობა - ლექსიკონი
საკვანძო სიტყვები - ქართლური, ლექსიკა, სიტყვა-სტატია, დიალექტი, საბავშვო თამაშობები.

ანოტაცია - ლექსიკონში ასახულია ქართული ენის ფუძე-დიალექტის _ ქართლურის ლექსიკა. წარმოდგენილია 1800-მდე სიტყვა და გამოთქმა. სალექსიკონო ერთეულები ილუსტრირებულია ქართლის სხვადასხვა სოფელში ჩაწერილი ფრაზებით. ლექსიკონი შედგენილია იმავე პრინციპით, როგორც 1981 დასტამბული „ქართლური დიალექტის ლექსიკონი“ (შემდგენლები თ. ბეროზაშვილი, მ. მესხიშვილი, ლ. ნოზაძე) და მიზნად ისახავს ამ ლექსიკონის მასალის შევსებას. კერძოდ: სალექსიკონო განსამარტავ ერთეულად გამოტანილია სახელის სახელობითი ბრუნვა და ზმნის პირიანი ფორმა (აწმყოს მესამე პირი); წიგნში შესულია ავტორის მიერ 1950-1965 წ.წ. ჩაწერილი ისეთი ლექსიკური თუ ფრაზეოლოგიური ერთეულები, რომლებიც ვერ მოხვდა „ქართლური დიალექტის ლექსიკონში“, აგრეთვე 1981 წლის შემდგომ მოპოვებული ლექსიკა-ფრაზეოლოგია. ლექსიკონში შესულია ძირითადად ისეთი მასალა, რომელიც ქეგლში არ არის განმარტებული, გამონაკლისია ისეთი სალექსიკონო ერთეულები, რომლებიც კი არის ქეგლში, მაგრამ არ ახლავს სათანადო დოკუმენტაცია. ცალკეა გამოყოფილი ავტორის მიერ შეკრებილი საბავშვო თამაშობების აღწერა. ლექსიკონს ერთვის დასახელებული სოფლების შემოკლებათა სია და ზმნური ერთეულების საყრდენ ფუძეთა ინდექსი.

 

 

სათაური - აბაზური ენა
ავტორი - ქეთევან ლომთათიძე
ტიტული - არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რედაქტორი - თეიმურაზ გვანცელაძე, რუსუდან ჯანაშია, მაია აბალაკი.
გვ. - 209
ზომა - 20 სმ. X 11 სმ.
ISBN – 99940-61-38-0
გამოცემის თარიღი - 2006 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - ,,უნივერსალი’’
მომხმარებელი - ლინგვისტი
პუბლიკაციის ენა - ქართული, რუსული.
რეზიუმეს ენა -
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები - აბაზური, ფონეტიკა, მორფოლოგია, სიტყვაწარმოება, დიალექტი, კლასკატეგორია.

ანოტაცია - მონოგრაფია შედგება ორი ნაწილისაგან: ფონოლოგია და მორფოლოგია. ფონოლოგიაში განხილულია ძირითადი ფონეტიკური პროცესები, წარმოდგენილია თანხმოვანთა და ხმოვანთა სისტემა, რომელსაც დართული აქვს ძირითად თანხმოვანთა ტაბულა.მორფოლოგიის ნაწილში მეტყველების ნაწილთა დაწვრილებით დახასიათებასთან ერთად განხილულია სიტყვაწარმოება. აღწერილია სიტყვაწარმოებითი საშუალებებით ადამიანისა და ნივთთა კლასების გამოხატვის შესაძლებლობანი.

წინასიტყვაობაში მოცემულია მოკლე ცნობები აბაზების, აბაზური ენისა და მისი დიალექტების შესახებ. ავტორი მკითხველს აცნობს ამ მონოგრაფიის დაწერის მოკლე ისტორიას და აღნიშნავს, რომ ეს არის ხელმეორე გამოცემა, რომელიც რამდენადმე განსხვავდება წინა გამოცემისაგან.

 

 

სათაური - ქართველურ და ჩერქეზულ ენობრივ სისტემათა ისტორიის ზოგი საკითხი
ავტორი - ვაჟა შენგელია
ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რედაქტორი - ნათელა ქუთელია, თეიმურაზ გვანცელაძე.
გვ. - 239
ზომა - 15 სმ. X 20, 5 სმ.
ISBN – 99940-864-8-0
გამოცემის თარიღი - 2006 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - ქართული ენა, უნივერსალი.
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა - რუსული
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები - ბგერათშესატყვისობანი, სუპერაცია, უმლაუტი, პერუპტივები, ლატერალები, პიროვნებისა და ნივთის კატეგორია, ისტორიულ-შედარებითი ძიებანი, ეტიმოლოგიური ძიებანი.

ანოტაცია - ნაშრომში განხილულია ქართველურ და ჩერქეზულ ენათა ფონოლოგიური სისტემის, პიროვნებისა და ნივთის კატეგორიის ფუნქციონირების რიგი საკვანძო საკითხი. წარმოდგენილია ისტორიულ-შედარებითი ხასიათის რამდენიმე საკითხის ანალიზი და ეტიმოლოგიური ძიებანი.

 

 

 

სათაური - გურული დიალექტი 
ავტორი - გრიგოლ იმნაიშვილი
ტიტული - არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რედაქტორი - თედო უთურგაიძე, ლეილა კვანტალიანი.
გვ. - 414
ზომა - 20 სმ. X 15 სმ.
ISBN – 99940-61-74-7
გამოცემის თარიღი - 2006 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - უნივერსალი
მომხმარებელი - ლინგვისტი
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა - რუსული
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები - დიალექტი, ლექსიკონი, მორფოფონემატური, სტრუქტურა.

ანოტაცია - მონოგრაფიაში გაანალიზებულია გურული დიალექტის ფონეტიკურ-გრამატიკული და ლექსიკური თავისებურებანი ადგილზე ჩაწერილი მასალებისა და ცოცხალ მეტყველებაზე უშუალო დაკვირვების საფუძველზე. გათვალისწინებულია გამოქვეყნებული ტექსტები და მხატვრულ ლიტერატურაში ასახული გურულიზმები.
მონოგრაფიას წინ უძღვის შესწავლის ისტორია, სადაც დაწვრილებითაა განხილული ადრე გამოქვეყნებული გურული ტექსტები და გამოკვლევები გურული დიალექტის შესახებ. მიმოხილვას თან ერთვის ადგილზე ჩაწერილი ტექსტები და ლექსიკონი, რომელშიც დაცულია გურულისათვის დამახასიათებელი მორფოფონემატური სტრუქტურა. ზმნები ლექსიკონში შეტანილია მასდარის (საწყისის) ფორმით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მასდარში არ ჩანს დიალექტის ნიშანდობლივი ფონეტიკური ცვლილებები, ლექსიკონში ფიქსირებულია მესამე პირის ფორმით. წიგნს დართული აქვს ავტორთა საძიებელი, ინფორმატორთა საძიებელი, (აგრეთვე მთხრობელის სახელი, მამის სახელი, გვარი, ასაკი და ჩაწერის თარიღი) და გამოკვლევაში გაანალიზებულ და დამოწმებულ ფორმათა საძიებელი.

 

 

სათაური - არნ. ჩიქობავას „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების შესავალი“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ავტორი - გენადი ბურჭულაძე
ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
რედაქტორი -
გვ. - 65
ზომა - 13 სმ. X 19 სმ.
ISBN – 99940-851-1-5
გამოცემის თარიღი - 2006 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - უნივერსალი
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა - რუსული
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები - იბერიულ-კავკასიური ენები, უნივერსიტეტი.
ანოტაცია - წიგნში განხილულია არნ. ჩიქობავას ”იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების შესავალი“ და გ. კლიმოვის ”შესავალი კავკასიურ ენათმეცნიერებაში“.

 

 

სათაური - ადგილისა და დროის ზმნისართები მეგრულ-ლაზურში
ავტორი - შორენა ლომაია
ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რედაქტორი - ვაჟა შენგელია
გვ. - 168
ზომა - 11, 2 სმ. X 20 სმ.
ISBN – 99940-61-71-2
გამოცემის თარიღი - 2006 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - უნივერსალი
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა - რუსული
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები - ზმნისართი, ზმნისწინი, თანდებული, კომპოზიტი, შესიტყვება.

ანოტაცია - ნაშრომში წარმოდგენილია ადგილისა და დროის ზმნისართთა სრული და სისტემური ანალიზის ცდა. ადგილისა და დროის ზმნისართები, როგორც ქართულში, ისე მეგრულ-ლაზურში, აღნაგობის მიხედვით ორ ჯგუფად იყოფა: პირველადი ზმნისართები და დერივაციით ან კომპოზიციით მიღებული ნაწარმოები ზმნისართები. ანალიზის საგანია ყველა ის ზმნისართი, რომელიც მეგრულ-ლაზურის გამოქვეყნებულ ტექსტებსა და ლექსიკონებშია წარმოდგენილი. მოცემულია მსჯელობა ქართულის შესატყვის მასალაზე. განხილულია ზმნისართის რაობის საკითხი. გაანალიზებულია ადგილისა და დროის ზმნისართთა სტრუქტურასა და სემანტიკასთან დაკავშირებული საკითხები და წარმოდგენილია ზოგი ახალი თვალსაზრისიც.

 

 

სათაური - ფრინველთა ლექსიკა ზანურში
ავტორი - ნანა გულუა
ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რედაქტორი - ავთანდილ არაბული
გვ. - 230
ზომა - 11, 2 სმ. X 20 სმ.
ISBN – 99940-61-04-6
გამოცემის თარიღი - 2006 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - უნივერსალი
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა - რუსული
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები - ლექსიკა, მორფოლოგია, ეტიმოლოგია, სახელზმნა, თხზვა-კომპოზიცია, ტერმინები.

ანოტაცია - ნაშრომი წარმოადგენს ფრინველებთან დაკავშირებული ზანური ლექსიკის შესწავლის ცდას ლექსიკოლოგიურ, ეტიმოლოგიურ და ისტორიულ-შედარებით ასპექტში. გამოყოფილია მორფოლოგიურ-სტრუქტურული ჯგუფები. განხილულია მათი სიტყვაწარმოებითი თავისებურებები, თხზვა-კომპოზიცია, სახელზმნური წარმოების ტერმინები, ნასესხები სიტყვები და მათი ადგილი მეგრულ-ლაზურის დარგობრივ ლექსიკაში. წარმოდგენილია ცალკეულ ტერმინთა ეტიმოლოგია, მათ შორის - სამეცნიერო ლიტერატურაში უკვე არსებულისაგან განსხვავებული.

 

 

სათაური - ქართველური ტოპონიმებისა და გვარების წარმოება და ურთიერთმიმართება
ავტორი - ვახტანგ მაღრაძე
ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
რედაქტორი - პაატა ცხადაია, ვიანორ ახალაია.
გვ. - 227
ზომა - 11 სმ. X 20 სმ.
ISBN – 99940-864-2-1
გამოცემის თარიღი - 2006 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - ქართული ენა
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა - ინგლისური
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები - ტოპონიმი, ოიკონიმი, ეთნონომი, ზოონიმი, ჰიდროაპერატივი, ეტიმოლოგიური, გვარსახელი.

ანოტაცია - ნაშრომში განხილულია სიტყვაწარმოებითი (ტოპონიმთა და გვარსახელთა წარმოების) სისტემა, რომელიც უპირველეს ყოვლისა, არის ზოგადქართველური. დადგენილია ქართველურ ტოპონიმთა ფონეტიკური პროცესების მსგავსება-განსხვავება; გამოვლენილია სიტყვაწარმოებითი საშუალებები; მათი განაწილება რეგიონის მიხედვით. გაანალიზებულია ქართველურ გვარსახელთა და ტოპონიმთა ურთიერთდამოკიდებულება, ზოგიერთი ტოპონიმისა თუ გვარის ეტიმოლოგიური კვლევა. ნაშრომში არის ცდა განისაზღვროს ქართველური ტომების მიგრაცია (ქართულ-მეგრულ-სვანურ), მაწარმოებელთა გავრცელებულობა ”არატრადიციულ“ რეგიონებში. ნაშრომს ახლავს ცხრილები, რუკები.

 


2005


სათაური - ხევსურული ლექსიკონი
ავტორი - ალექსი ჭინჭარაული
ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
რედაქტორი - ავთანდილ არაბული
გვ. - 1180
ზომა - 17 სმ. X 25, 5 სმ.
ISBN – 99940-820-0-0
გამოცემის თარიღი - 2005 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - ქართული ენა
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა -
პუბლიკაციის სახეობა - ლექსიკონი
საკვანძო სიტყვები - ხევსურული, ლექსიკონი, დიალექტი, გრამატიკა, მორფოლოგია.

ანოტაცია - ლექსიკონი დაახლოებით 25000 სალექსიკონო ერთეულს შეიცავს. იგი აგებულია ”ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ პრინციპზე. სტატიის სათაურად ზმნა გატანილია აწმყოს მხოლოობითი რიცხვის მესამე პირის ფორმით პირის ნიშნების გამოყოფით, სახელი _ სახელობითი ბრუნვის მხოლოობითი რიცხვის ფორმით, ბრუნვის ნიშნის გამოყოფით. სახელზმნები (მიმღეობა, მასდარი): თუ მისი მნიშვნელობა და ფორმა სტატიის სათაურს არ სცილდება, იმავე სტატიის ბუდეშია შეტანილი (განმარტებით ან უმისოდ, ილუსტრაციით ან უმისოდ), თუ დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს შეძენილი, ცალკე განიმარტება. ლექსიკონი შეძლებისამებრ, აღჭურვილია ილუსტრაციებით (სხვადასხვა წყაროებიდან დამოწმებული შესიტყვებებით თუ წინადადებებით). სტატიის სათაური და ილუსტრაციები აწყობილია შავად. სტატიის სათაურად ზოგჯერ გატანილია მოზრდილი ფრაზაც. სტატიის ბოლოს, ”შდრ“-ს შემდეგ დამოწმებულია ამავე ძირიდან ნაწარმოები, დაყოფით აწყობილი სიტყვა-ფორმები. ამა თუ იმ ზმნისა თუ სახელის ნაყარი სიტყვა-ფორმები ანბანური რიგით ჩამოთვლილია ამ სიტყვის ძირთან.

 

 

სათაური - სიტყვის მნიშვნელობის ცვლის საკითხები ქართულში
ავტორი - კონსტანტინე კაკიტაძე
ტიტული -
რედაქტორი - კახა გაბუნია
გვ. - 175
ზომა - 19 სმ. X 14 სმ.
ISBN – 99940-0-687-8
გამოცემის თარიღი - 2005
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა -
მომხმარებელი - ლინგვისტი
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა - რუსული
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები - სემანტიკა, მნიშვნელობა, ლექსიკა, პოლისემია, სინტაგმატიკა, პარადიგმატიკა.

ანოტაცია - ნაშრომში განხილულია სემანტიკური განვითარების ძირითადი მიზეზები, ენის ლექსიკურ-სემანტიკური სისტემის შინაგანი თავისებურებანი, სიტყვის ლექსიკური მნიშვნელობა და მისი ცვლა. განსაკუთრებით დაწვრილებითაა შესწავლილი სიტყვის მნიშვნელობის განვითარების ისეთი სფერო, როგორიცაა პოლისემია. ნაშრომში მსჯელობა მიმდინარეობს ზოგადთეორიული საკითხების ფონზე, როგორიცაა - ცვალებადობა, ენის ცვალებადობა, ენისა და ლექსიკის განვითარება, ენა და კულტურა და სხვა.

 

 

სათაური - ქართული მეტყველების კულტურა
ავტორი - ავთანდილ არაბული
ტიტული -
რედაქტორი - ელენე ბაბუნაშვილი
გვ. - 336
ზომა - 11, 7 სმ. X 21 სმ.
ISBN – 99940-32-58-5
გამოცემის თარიღი - 2005 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - უნივერსალი
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა -
პუბლიკაციის სახეობა - სახელმძღვანელო
საკვანძო სიტყვები - ორთოეპია, ორთოგრაფია, პუნქტუაცია, სტილისტიკა, ტექსტი, ნორმალიზაცია, ტერმინოლოგია.

ანოტაცია - წიგნში თავმოყრილია ის ძირითადი პრობლემები და საკითხები, რაც ქართული მართლმეტყველებისა და მართლწერის თანამედროვე მდგომარეობას უკავშირდება; მასში დამუშავებულია ფუნქციონალური სტილების ცალკეული გამოვლინებანი, ტექსტის ანალიზისა და სინთეზის პრაქტიკული პრობლემები; მოცემულია მეტყველების კულტურის ჩამოყალიბების თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული სავარჯიშოები.

 

 

სათაური - დიდ წინაპართა ნაკვალევზე
ავტორი - გენადი ბურჭულაძე
ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
რედაქტორი -
გვ. - 403
ზომა - 14 სმ. X 20 სმ.
ISBN – 99940-820-1-9
გამოცემის თარიღი - 2005 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - ქართული ენა
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა -
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები - მოგონებები, ქართველოლოგები, კავკასიოლოგები.

ანოტაცია - კრებულში შესულია რამდენიმე ფრაგმენტი რადიოგადაცემიდან და აგრეთვე პრესაში გამოქვეყნებული მასალა - І - დიდ წინაპართა ნაკვალევზე; ІІ - მეცნიერები და მათი მოწაფენი... მასწავლებლები... კოლეგები; ІІІ - პოლემიკა... კრიტიკა და ბიბლიოგრაფია.

 

 

სათაური - მეთევზეობის ლექსიკა ზანურში
ავტორი - მაკა სალია
ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რედაქტორი - თეიმურაზ გვანცელაძე
გვ. - 220
ზომა - 11, 2 სმ. X 20 სმ.
ISBN – 99940-61-95- X
გამოცემის თარიღი - 2005 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - უნივერსალი
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა - რუსული
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები - ლექსიკა, სემანტიკა, სტრუქტურა, მოტივაცია.

ანოტაცია - ნაშრომში გაანალიზებულია ზანური ლექსიკური ერთეულები, რომლებიც აღნიშნული შრომითი პროცესის აღწერას სდევს თან. მთლიანად გამოვლენილი იქნა 536 ენობრივი ერთეული. ყოველი ტერმინი გაანალიზებულია მისი ამჟამინდელი და ისტორიული სემანტიკის, სტრუქტურის, წარმომავლობის თვალსაზრისით. ხშირ შემთხვევაში დადგენილია ტერმინის მოტივაციის საფუძვლებიც.

 

 

სათაური - ცხოველთა სახელები , როგორც ადამიანის მახასიათებლები ქართულში
ავტორი - გვანცა გვანცელაძე
ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
რედაქტორი - გუჩა კვარაცხელია
გვ. - 75
ზომა - 15 სმ. X 20 სმ.
ISBN – 99940-851-4-x
გამოცემის თარიღი - 2005 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - ქართული ენა
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა -
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები - ზოონიმი, ლექსიკა, პრაგმატიკა, შედარება, მეტაფორა, სიტყვა-სიმბოლო.

ანოტაცია - ნაშრომში განხილულია ქართული ენის ლექსიკური ფონდის ერთი ნაწილი პრაგმატიკის თვალსაზრისით. გამოკვლეულია ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურიდან და ”ვეფხისტყაოსნიდან’’ მოპოვებული ცხოველთა აღმნიშვნელი სახელები, როგორც ადამიანის მახასიათებლები.

 

 

სათაური - ენობრივი სიტუაცია საქართველოში და ქართული ენის ფუნქციონირების საკითხები
ავტორი - მანანა ტაბიძე
ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
რედაქტორი - თეიმურაზ გვანცელაძე
გვ. - 275
ზომა - 15სმ. X 20სმ.
ISBN –N-99940-851-6-6
გამოცემის თარიღი - 2005 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - ქართული ენა
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა - ინგლისური
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები - სოციოლინგვისტიკა, ენობრივი სიტუაცია, ენობრივი კონტაქტები, ენობრივი პოლიტიკა, იდენტიფიკაცია, სოციოლექტი.

ანოტაცია - მონოგრაფიაში განხილულია ენობრივი სიტუაცია საქართველოში და ქართული ენის ფუნქციონირების საკითხები. გათვალისწინებულია უახლესი სოციოლინგვისტური ლიტერატურა, შეპირისპირებულია ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა დროს გამოთქმული თვალსაზრისები. ქართული სამწიგნობრო ენის განვითარების გზა გაანალიზებულია კონკრეტული მასალის საფუძველზე. ნაშრომში დასმული საკითხების მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულ ენათმეცნიერებაში პირველად გახდა სპეციალური კვლევის საგანი.

 

 

სათაური - შერწყმული წინადადება ქართულში
ავტორი - თეა ბურჭულაძე
ტიტული -
რედაქტორი - თედო უთურგაიძე
გვ. - 145
ზომა - 15სმ. X 20სმ.
ISBN – 99940-851-5-8
გამოცემის თარიღი - 2005 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - ქართული ენა,’’’
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა -
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები - სინტაქსი, წინადადება, შერწყმული, ერთგვარი წევრები.

ანოტაცია - მონოგრაფიაში განხილულია შერწყმული წინადადება, რაობა, მისი მიღების გზები და საშუალებები. ყურადღება გამახვილებულია წინადადების ერთგვარ წევრთა გაგებასა და არსზე, მისი გამოყოფის საფუძვლებზე. ასევე განხილულია არაერთგვარ წევრებიანი ,,შერწყმული’’ წინადადების ადგილი რთულ თანწყობილ წინადადებაში.

 


2004


სათაური - ქართველური ჰიდრონიმები

ავტორი - ვახტანგ მაღრაძე
ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რედაქტორი - ლეილა კვანტალიანი, თედორე უთურგაიძე.
გვ. - 146
ზომა - 11, 2 სმ. X 20 სმ.
ISBN – 99940-772-6-0
გამოცემის თარიღი - 2004 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - ქართული ენა
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა - ინგლისური
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები - ჰიდრონიმი, მორფოლოგია, ტოპონიმი, სინტაგმა, კომპოზიტი, მსაზღვრელ-საზღვრული.

ანოტაცია - ნაშრომი შედგება ორი თავისაგან. პირველი თავი ჰიდრონიმების მორფოლოგიურ ანალიზს ეხება. განხილულია ქართველურ ჰიდრონიმთა სიტყვაწარმოებითი სისტემა ქართულ, მეგრულ და სვანური სისტემების საერთო ნიშან-თვისებების მიხედვით. მეორე თავში განხილულია ჰიდრონიმთა სტრუქტურა. გაანალიზებულია მარტივი აფიქსებით, მრავლობითი რიცხვის მაწარმოებლებით წარმოქმნილი სიტყვაწარმოებითი, ატრიბუტულმსაზღვრელიანი ჰიდრონიმები, საზღვრული ინდიკატორები, სამსიტყვიანი, ”სინონიმური“ რთული სახელები, პოლისემიური სახელები, რთულ ჰიდრონიმთა მართლწერის წესები. ნაშრომს ახლავს ცხრილები, რუკები.

 


2003


 

სათაური - ჩეჩნურ-ქართული ლექსიკონი

ავტორი - როსტომ ფარეულიძე
ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიური ცენტრი.
რედაქტორი - ლატავრა სანიკიძე, თემურ გვანცელაძე, ვაჟა შენგელია.
გვ. - 356
ზომა - 14, 5 სმ. X 20 სმ.
ISBN – 99940-718-4-X
გამოცემის თარიღი - 2003 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - ქართული ენა
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა -
პუბლიკაციის სახეობა - ლექსიკონი
საკვანძო სიტყვები - ლექსიკა, მორფოლოგია, არსებითი სახელი, ზმნა.

ანოტაცია - ჩეჩნური ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ნახურ ჯგუფს განეკუთვნება. ”ჩეჩნურ-ქართული ლექსიკონი“ მოიცავს ჩეჩნური ენის ძირითადი ლექსიკური ფონდის 7200 სიტყვას. თითოეულ ჩეჩნურ სიტყვას ახლავს მორფოლოგიური კვალიფიკაცია, ხოლო არსებით სახელსა და ზმნას - შესაბამისად ძირითად ბრუნვათა და დროთა ფორმები.

 

 

სათაური - ქართველურ ენა-კილოთა შედარებითი ლექსიკონი
ავტორი - მერაბ ჩუხუა
ტიტული -
რედაქტორი -
გვ. - 518
ზომა - 16, 5 სმ. X 24, 7 სმ.
ISBN –99928-976-9-4
გამოცემის თარიღი - 2003 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - უნივერსალი
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა -
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია, ლექსიკონი.
საკვანძო სიტყვები - ლექსიკონი, სიტყვა-სტატია, ეტიმოლოგია, ფუძეენა, ფონეტიკა, ძირი, რეკონსტრუქცია, ენა-კილო, დიალექტი.

ანოტაცია - ლექსიკონში მოცემულია ეტიმოლოგიური ძიებანი ქართველურ ენა-კილოთა შედარებითი ლექსიკიდან. გამოვლენილია საერთო-ქართველური ფუძეენიდან მომდინარე ასეულობით ლექსიკური ერთეული, რომელზეც ადრე არ იყო მითითებული საენათმეცნიერო ლიტერატურაში. ან ძველ შესატყვისობებს დამატებულია ამა თუ იმ ქართველური ენის (დიალექტის) სათანადო, აქამდე უცნობი ეკვივალენტი (აგრეთვე იბერიულ-კავკასიური პარალელები).
ლექსიკონის მიზანია საერთო-ქართველურ ძირ-ფუძეთა სვანური ეკვივალენტების გამოვლენა. წარმოჩენილია სვანური ლექსიკის ის ნაწილი, რომელიც ფონეტიკურ შესატყვისობებს არ იძლევა ძველი ქართულის (იბერიულის) მიმართ (არნ. ჩიქობავა). მეთაურ სიტყვად გატანილია სვანური. სადაც სვანური ერთეული ვერ გამოვლინდა - ქართული. განსახილველი სიტყვები დალაგებულია ანბანთრიგზე.
ლექსიკონის შესავალ ნაწილში განხილულია ფონეტიკური პროცესები, ახალგამოვლენილი ფონეტიკური შეფარდებები ქართველურ დიალექტთა შორის. ლექსიკონს დართული აქვს საერთოქართველურ არქეტიპთა ინდექსი, გაანალიზებულ ძირ-ფუძეთა საძიებელი.

 

 

სათაური - შეიცან თავი შენი
ავტორი - გენადი ბურჭულაძე
ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
რედაქტორი - გურამ თოფურია
გვ. - 214
ზომა - 14 სმ. X 20 სმ.
ISBN – 99940-718-7-4
გამოცემის თარიღი - 2003 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - ქართული ენა
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა - რუსული
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები - იბერიულ-კავკასიური ენები, მოგონებები, ენათმეცნიერება, დაღესტნური.

ანოტაცია - წიგნში თავმოყრილია რადიოს რედაქციასთან არსებული პროექტის ”ენაჲ შემკული და კურთხეული“-ს ჩანაწერი - დიალოგები მთის იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების ისტორიისა და დღევანდელობისა შესახებ.

 

 

სათაური - აფხაზური და ქართული ენების შემსწავლელთათვის, ტომი მეორე. ქართული ენის გრამატიკული მიმოხილვა. ქართულ-აფხაზური ლექსიკონი (აფხაზურ ენაზე)
ავტორი - თეიმურაზ გვანცელაძე
ტიტული - იუნესკო. საქართველოს რესპუბლიკის იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
რედაქტორი - ქეთევან ლომთათიძე
გვ. - 250
ზომა - 15სმ. X 20სმ.
ISBN – 99940-718-8-2 99940-22-84-9
გამოცემის თარიღი 2003 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - ქართული ენა, ინტელექტი
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი
პუბლიკაციის ენა - აფხაზური
რეზიუმეს ენა -
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია, სახელმძღვანელო, ლექსიკონი.
საკვანძო სიტყვები - ფონეტიკა, ლექსიკა, მორფოლოგია, სინტაქსი, ფრაზეოლოგია.

ანოტაცია - ნაშრომი შედგება აფხაზურ ენაზე დაწერილი ქართული ენის მოკლე გრამატიკული ნარკვევისა და ქართულ-აფხაზური ლექსიკონისაგან. ლექსიკონში შედის 3570 სიტყვა.

 

 

სათაური - აფხაზური და ქართული ენების შემსწავლელთათვის, ტომი პირველი. ქართული ენის გრამატიკული მიმოხილვა. ქართულ-აფხაზური ლექსიკონი
ავტორი - თეიმურაზ გვანცელაძე
ტიტული - იუნესკო. საქართველოს რესპუბლიკის იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
რედაქტორი - ქეთევან ლომთათიძე
გვ. - 239
ზომა - 15სმ. X 20სმ.
ISBN – 99940-718-8-2 99940-22-90-3
გამოცემის თარიღი - 2003 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - ქართული ენა, ინტელექტი.
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა -
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია, სახელმძღვანელო, ლექსიკონი.
საკვანძო სიტყვები - ფონეტიკა, ლექსიკა, მორფოლოგია, სინტაქსი, ფრაზეოლოგია.

ანოტაცია - ნაშრომის პირველი ტომი შედგება ქართული ენაზე დაწერილი აფხაზური ენის მოკლე გრამატიკული ნარკვევისა და აფხაზურ-ქართული ლექსიკონისგან. ლექსიკონში შედის დაახლოებით 3300 სიტყვა.

 


2002


სათაური - თუშური ლექსიკონი
ავტორი - გიორგი ცოცანიძე
ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
რედაქტორი - ლამარა ნოზაძე, მერი მესხიშვილი.
გვ. - 491
ზომა - 14, 5 სმ. X 20, 7 სმ.
ISBN – 99928-825-8-1
გამოცემის თარიღი - 2002 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - ქართული ენა
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა -
პუბლიკაციის სახეობა - ლექსიკონი
საკვანძო სიტყვები - თუშური, ლექსიკა, დიალექტიზმები, ფრაზეოლოგიზმები, ეთნოგრაფიული რეალიები.

ანოტაცია - ლექსიკონი მოიცავს 5000-მდე სალექსიკონო ერთეულს. აღწერს თუშური დიალექტიზმების ნაწილს, სპეციფიკურს თუშური მეტყველებისთვის, რომელიც ა) ლიტერატურულ ენაში არ არის; ბ) ლიტერატურულ ენაში არის, მაგრამ თუშურში მას სხვა მნიშვნელობა აქვს; გ) სიტყვა პოლისემიურია, მნიშვნელობათა ნაწილი საერთოა ლიტერატურულთან, ნაწილი - განსხვავებული; დ) სიტყვა ლიტერატურულ ენაში მონოსემიურია, თუშურში - პოლისემიური. სიტყვა-სტატიის სათაურის შემდეგ მოცემულია საჭიროებისამებრ სტილისტური და გრამატიკული რემარკები, განმარტება, ილუსტრაცია. წარმოდგენილია ფრაზეოლოგიზმებიც.

 

 

სათაური - გრამატიკული კატეგორიებისა და მათი ურთიერთმიმართებისათვის ქართულ ზმნაში
ავტორი - თედორე უთურგაიძე
ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
რედაქტორი - ელენე ბაბუნაშვილი, მიხეილ ქურდიანი.
გვ. - 244
ზომა - 14 სმ. X 20 სმ.
ISBN – 99928-825-9-X
გამოცემის თარიღი - 2002 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - უნივერსალი
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა - რუსული
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები - ზმნა, ზმნისწინი, პირი, კატეგორია, ალომორფი, აქტანტური, ატრიბუტული, კონექციური, პარადიგმები.

ანოტაცია - ნაშრომში ზმნური კატეგორიები დაყოფილია აქტანტურ, ატრიბუტულ და კონექციურ კატეგორიებად. ამათ ფონზე განხილულია ქართული ზმნის პირიანობა. ცალკე კატეგორიებად მიიჩნევა სუბიექტური, პირდაპირობიექტური და ირიბობიექტური პირები. არის მსჯელობა ახალი ელემენტების წარმოქმნაზე გეზისა და ორინტაციის კატეგორიებში. მსჯელობაში შემოდის ახალი ტერმინი სერი, რომლის მიხედვით იქმნება პარადიგმები და განისაზღვრება პარადიგმების ცალკეული წევრები.

 

 

სათაური - შრომები II
ავტორი - ვარლამ თოფურია
ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
რედაქტორი - გუჩა კვარაცხელია
გვ. - 551
ზომა - 26 სმ. X 17 სმ.
ISBN – 99928-907-6-2
გამოცემის თარიღი - 2002 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - ქართული ენა
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა -
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები - სვანური, ზანური, დიალექტი, მორფოლოგია, სინტაქსი, ბრუნება, სიტყვაწარმოება, უმლაუტი.

ანოტაცია - II ტომში შესულია როგორც უკვე გამოქვეყნებული, ისე გამოუქვეყნებელი შრომები სვანური ენის შესახებ, აგრეთვე გამოკვლევები ქართული და მეგრულ-ჭანური ენების შესახებ. ნაშრომები სვანური ენის შესახებ ეხება სვანურის დიალექტებს და მათ თავისებურებებს, სვანური ენის ბრუნების სისტემას, სიტყვაწარმოებას, სინტაქსსა და ფონეტიკას. ქართული ენის შესახებ ნაშრომთა უმრავლესობა ეხება ქართული ენის სახელის ბრუნების საკითხებს და ზმნის წარმოების თავისებურებებს. ტომში შესულია ორი ნაშრომი მეგრულ-ჭანურის შესახებ: ,,ზოგიერთი ბრუნვის გენეზისისათვის მეგრულ-ჭანურში,’’ ,,ენჯ სუფიქსი მეგრულში’’. ტომს ერთვის პირთა, გეოგრაფიულ სახელთა, მორფოლოგიურ ელემენტთა და სიტყვა-ფორმათა საძიებლები.


2001


 

სათაური - ზმნური და სახელური ფუძექმნადობის პრობლემა ქართველურ ენებში
ავტორი - ავთანდილ არაბული
ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი
რედაქტორი - თედორე უთურგაიძე
გვ. - 386
ზომა - 6 სმ. X 8, 4 სმ.
ISBN – 99928-825-5-7
გამოცემის თარიღი - 2001 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - ქართული ენა
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა - გერმანული
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები - სიტყვაწარმოება (დერივაცია), ალტერნაცია, სემანტიკა, მოტივაცია, ძირი, ფუძე, აფიქსი.

ანოტაცია - ნაშრომში წარმოდგენილია საერთო ძირის ზმნური და სახელური ფუძეების ანალიზი და მათი გენეზისური ურთიერთმიმართებისა და ურთიერთთანმიმდევრობის ინტერპრეტაციის ცდა. ნაშრომი სამსახურს გაუწევს ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებით დაინტერესებულ პირთ.

 


2000


სათაური - ქართული ენა
ავტორი - ვარლამ თოფურია
ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, საქართველოს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტი.
რედაქტორი -
გვ. - 159
ზომა - 20 სმ. X 11 სმ.
ISBN –
გამოცემის თარიღი - 2000 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - სკოლა
მომხმარებელი - ლინგვისტი, პედაგოგი, სტუდენტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა -
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები - ენა, გრამატიკა, მორფოლოგია,სახელთა ბრუნება, სიტყვაწარმოება, მსაზღვრელ-საზღვრული, კომპოზიტი.

ანოტაცია - ,,ქართული ენა’’ წარმოადგენს ლექციების კურსს, რომელიც 1932-1933 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ განაკვეთებად დაბეჭდა აკაკი შანიძის სალექციო კურსთან ერთად. ეს გამოცემა ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა, ამან განაპირობა მისი ხელახალი გამოცემა. წიგნი იბეჭდება უცვლელად. ”ქართული ენა” ასახავს ქართული ენათმეცნიერული აზრის განვითარების მნიშვნელოვან საფეხურს.

 

 

სათაური - ძველი ქართულის ფუძეთა კორელაციურ ცვლილებათა ისტორია
ავტორი - ნინელი ჭოხონელიძე
ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
რედაქტორი - ალექსი ჭინჭარაული
გვ. - 120
ზომა - 14, 5 სმ. X 20 სმ.
ISBN – 81. 2 Гр 809. 463. 1 ჭ 717
გამოცემის თარიღი - 2000 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - ქართული ენა
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა -
პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
საკვანძო სიტყვები - სემანტიკური, სემასიოლოგიური, ეტიმოლოგიური, პოლისემიური, კორელაციური, მეტათეზისი, რედუქცია, კონტამინაცია.

ანოტაცია - ნაშრომში გარკვეულია, რომ 1. კორელაციურ ფუძეთა წარმოშობა ქართულში აიხსნება ენის განვითარების სხვადასხვა პერიოდში და სხვადასხვა ენობრი ქვესისტემაში მომხდარი ფორმობრივი და სემანტიკური ცვლილებებით; 2. კორელაციურფუძეებიან ლექსიკურ ერთეულებში დასტურდება სხვადასხვა ფონეტიკური ცვლილებები; 3. ერთი და იმავე ფუძის სხვადასხვა ვარიანტები ახალ ქართულში შესაძლებელია სხვადასხვა მეტყველების ნაწილებად გვევლინებოდნენ; 4. ფუძეთა კორელაცია იწვევს ენის ლექსიკური შემადგენილობის როგორც რაოდენობრივ, ისე თვისობრივ ცვლას და ეს პროცესი ენის ლექსიკური ფონდის გამდიდრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა.

 

 

სათაური - მცირე აფხაზურ-ქართული ლექსიკონი
ავტორი - თეიმურაზ გვანცელაძე
ტიტული - ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი
რედაქტორი - ქეთევან ლომთათიძე
გვ. - 196
ზომა - 15 სმ. X 20 სმ.
ISBN – 99928-77-93-6
გამოცემის თარიღი - 2000 წ.
გამოცემის ადგილი - თბილისი
გამომცემლობა - თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა
მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი.
პუბლიკაციის ენა - ქართული
რეზიუმეს ენა -
პუბლიკაციის სახეობა - ლექსიკონი
საკვანძო სიტყვები - ლექსიკონი, აფხაზური, ქართული, სტატია, დიალექტი, ფრაზეოლოგია.

ანოტაცია - ლექსიკონში წარმოდგენილია აფხაზურ ენაში ყველაზე ხშირად ხმარებული 3300 სიტყვა და მათი ქართული შესატყვისები. ლექსიკონი შედგენილია 1998 წელს საქ. მეცნ. აკადემიის არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილებაში.