დაგვიკავშირდით

          

          პ. ინგოროყვას ქ. №8
          თბილისი 380108.
          ტელ: +99532 293-29-21
          ფოსტა: contact.icege@gmail.com 

ახალი გამოცემები

ახალი გამოცემები


 

  • 11
  • 12
  • სათაური - სვანეთის ფლორა I
  • ავტორი - იზა ჩანტლაძე, ნინო ნაკანი
  • რედაქტორები - ნ.მინდაძე, ნ.ხელაია, ქ.მარგიანი-სუბარი, რ.სურმანიძე
  • ტიტული - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
    გვ
    . - 262
    ზომა - 18/26
    ISBN – 978-9941-9367-7-7
    გამოცემის თარიღი - 2014
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - "სვეტი+"
    მომხმარებელი - ლინგვისტი, ეთნოლოგი, ეთნოფარმაკოლოგი, ექიმი, დოქტორანტი
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
    საკვანძო სიტყვები -  ლექსიკა, ეტიმოლოგია, ონომასტიკა, ლექსემა, ანთროპონიმია, ტოპონიმია, ფიტონიმია

     

    ანოტაცია - სვანები სახალხო მკურნალს დღემდე გიმჟი ღერბეთ (`მიწაზე ღმერთი“) უწოდებენ, რაშიც, ამ ახალი მონოგრაფიის მიხედვით, შესანიშნავად არის ასახული სამკურნალო ბალახების სასწაულთმოქმედი ბუნება. დედამიწაზე 270 000-ზე მეტი მცენარეა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი კავკასიის მთიანეთში, მათ შორის, სვანეთში არის გავრცელებული.
    ქართველურ ენებში ფიტონიმთა განსაკუთრებული მრავალფეროვნებაა, რაც იძლევა შესაძლებლობას მათი სხვადასხვა ასპექტით კვლევისას. უაღრესად საინტერესოა ამ მცენარეთა სახელების მოტივაცია და ეტიმოლოგიები, რომელთა წარმოდგენისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ როგორც ძველი ქართულის, ისე ქართველურ ენათა და მათი დიალექტების მასალებიც, მით უფრო, რომ, ღმრთის წყალობით, დღეისათვის უკვე ყველა ქართველურ ენაზე გვაქვს არაერთი აკადემიური ლექსიკონი. სწორი ნომინაციები და მცენარეთა კარგად გააზრებული ეტიმოლოგიები მედიცინის მუშაკებსაც დიდად დაეხმარება დიაგნოზის სწორად დასმასა თუ მკურნალობის პროცესში.
    270 გვერდიანი წიგნის ავტორები არიან: პროფესორი იზა ჩანტლაძ და მისი მოწაფე, ნინო ნაკანი. რედაქტორები – მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენელი პროფესორები: ნინო მინდაძე (ეთნოლოგი), ნანი ხელაია (ბიოლოგი), ქეთევან მარგიანი-სუბარი (ენათმეცნიერი) და რამაზ სურმანიძე (მედიცინის ისტორიკოსი).
    ინტერდისციპლინურ გამოკვლევას ახლავს ვრცელი ინგლისური რეზიუმე, ბიბლიოგრაფია ქართულ და რამდენიმე უცხოურ ენაზე, საძიებლები და ილუსტრაციები.
    „სვანეთის ფლორა“ ეძღვნება სახელგანთქმული ქირურგის, პროფესორ აკაკი ბერიძის 75-ე წლისთავს.


 

  • 11
  • სათაური -შრომები
    ავტორი - არნოლდ ჩიქობავა
    ტიტული - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი
    რედაქტორი -მ.სუხიშვილი
    გვ. - 488
    ზომა - 18 სმ. X 25,7 სმ.
    ISBN978-9941-10-068-0, 978-9941-13-344-2
    გამოცემის თარიღი - 2014 წ.
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - თსუ გამომცემლობა
    მომხმარებელი - ლინგვისტი
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    რეზიუმეს ენა -ქართული, რუსული, ინგლისური
    პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
    საკვანძო სიტყვები -სახელი, ფუძე, პრეფიქსი, სუფიქსი

    ანოტაცია -როგორც აკადემიკოსი არნ.ჩიქობავა აღნიშნავდა, „ერგატიული კონსტრუქცია გულია იბერიულ-კავკასიურ ენათა სტრუქტურისა“, ამიტომ, ბუნებრივია, მის შესწავლას მეცნიერმა მრავალი გამოკვლევა მიუძღვნა. მათ შორის აღსანიშნავია სამი მონოგრაფია:“ მარტივი წინადადების პრობლემა ქართულში“(1928), რომელიც მეცნიერის „შრომების“ პირველ ტომში დაიბეჭდა 2010 წელს; „ერგატიული კონსტუქციის პრობლემა იბერიულ-კავკასიურ ენებში“, I  წიგნი(1949) და „ერგატიული კონსტრუქციის პრობლემა იბერიულ-კავკასიურ ენებში“, II(1960), რომლებიც შევიდა IX ტომში.
    არნ.ჩიქობავას პირველი წიგნი ეძღვნება ნომინატიური და ერგატიული კონსტრუქციის ისტორიულ ურთიერთობას ძველი ქართული სალიტერატურო ენის მონაცემთა მიხედვით. მეორე წიგნში განხილულია ერგატიული კონსტრუქციის რაობის(პასიურობის, აქტიურობის, სტადიურ, მითოდოლოგიურ...) თეორიათა კრიტიკული ანალიზი და წარმოდგენილია დასაბუთებული დასკვნა ერგატიული კონსტრუქციის, როგორც გვარების მიმართ ინდიფერენტული კონსტრუქციის, შესახებ.
    ტომს ბოლოს ერთვის რედაქტორის მ.სუხიშვილის ბოლოსიტყვაობა(„ტომის რედაქტორისაგან“).

     

     

     

  • 11
  • სათაური -შრომები - VIII
    ავტორი - არნოლდ ჩიქობავა
    ტიტული - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი
    რედაქტორი -გ.კვარაცხელია
    გვ. - 488
    ზომა - 18 სმ. X 25,7 სმ.
    ISBN978-9941-10-068-0, 978-9941-13-344-2
    გამოცემის თარიღი - 2014 წ.
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - თსუ გამომცემლობა
    მომხმარებელი - ლინგვისტი
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    რეზიუმეს ენა -ქართული, რუსული, ინგლისური
    პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
    საკვანძო სიტყვები -სახელი, ფუძე, პრეფიქსი, სუფიქსი

    ანოტაცია - წიგნში განხილულია ზოგადი ენათმეცნიერების ძირითადი პრობლემები: ენათმეცნიერების საგნის პრობლემა, ენათმეცნიერების სპეციალური მეთოდებისა და დარგობრივი მეთოდების საკითხები.დალაგებულია და კრიტიკულად გაანალიზებული ენათმეცნიერების მთავარი მიმდინარეობანი.
    ნაშრომი განკუთვნილია სტუდენტებისა და მასწავლებელთათვის.

     

     

     

    11

  • 12
  • სათაური - ქართული სიტყვის კულტურის საკითხები. წიგნი მეთოხმეტე
  • რედაქტორი - თ. ვაშაკიძე
  • ტიტული -  თსუ. არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი

    გვ. - 226
    ზომა - 14,5/20,5
    ISBN – 978-9941-13-396-1
    გამოცემის თარიღი - 2014
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - თბილისი
    მომხმარებელი - ლინგვისტი, სტუდენტი
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    პუბლიკაციის სახეობა - კრებული

  • საკვანძო სიტყვები - ნორმა, პარონიმია, სინტაგმა, ლექსემა, სემანტიკა, სტილისტიკა

     

    ანოტაცია - მეთოხმეტე წიგნი (ისევე, როგორც წინა წიგნები) მოიცავს წერილებს ქართული სალიტერატურო ენის მართლწერის მორფოლოგია-სინტაქსის, ლექსიკა-სტილისტიკისა და ტერმინოლოგიის სხვადასხვა საკითხის შესახებ. ყურადღება გამახვილებულია აგრეთვე მწერლის ენასა და სტილზე.

 

 

 

  • 11

  • 12
  • სათაური - იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება. XLII
  • რედაქტორი - ვ. შენგელია
  • ტიტული - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი.

    გვ. - 318
    ზომა - 15/22
    ISSN  1987-6572
    გამოცემის თარიღი - 2014
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა -თბილისი
    მომხმარებელი - ლინგვისტი, სტუდენტი
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    პუბლიკაციის სახეობა - კრებული

  • საკვანძო სიტყვები - სემანტიკა, ომონიმია, ფრაზეოლოგია, მორფოლოგია

 

 

 

  • 11
  • სათაური - ჰიპოტაქსის საკითხები ქართულში 
  • ავტორი - თეა ბურჭულაძე
  • ტიტული - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი
  • რედაქტორი - თ. ვაშაკიძე
  • გვ. - 140
    ზომა - 20 სმ. X 14,5 სმ.
    ISBN – 978-9941-10-921-8 
    გამოცემის თარიღი - 2014  წ.
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    მომხმარებელი - ფილოლოგი
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
    საკვანძო სიტყვები - სინტაქსი, მორფოლოგია.

     

    ანოტაცია - მონოგრაფიაში „ჰიპოტაქსის საკითხები ქართულში“ გაანალიზებულია რთული ქვეწყობილი წინადადების  აგებულებისა და შედგენილობის საკითხები, მიმოხილულია წინადადებათა შეკავშირებისა და დაქვემდებარების საშუალებები, დამოკიდებულ წინადადებათა კლასიფიკაციის საკითხები და სხვ.
    წიგნი განკუთვნილია ლინგვისტების, სკოლის მასწავლებლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთათვის.

 

 

  • 11
  • 12
  • სათაური - ქართული ენის სახელური ფუძეების ლექსიკონი
  • რედაქტორი - ა.არაბული, მ.ბერიძე, გ. გოგოლაშვილი (მთ. რედ.)
  • ავტორები- ბ. ჯორბენაძე, ნ. ლოლაძე, მ. კიკონიშვილი
  • ტიტული -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი.

    გვ. - 868
    ზომა - 16/25
    ISBN – 978-9941-13-326-8
    გამოცემის თარიღი - 2014
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა -თსუ-ს გამომცემლობა
    მომხმარებელი - ლინგვისტი
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    პუბლიკაციის სახეობა - ლექსიკონი 

  • საკვანძო სიტყვები - სახელი, ფუძე აფიქსი, მორფემა.

     

    ანოტაცია - ქართული ენის სახელური ფუძეების ლექსიკონი მეოთხე წიგნია იმ მორფოლოგიური ლექსიკონებიდან რომლებიც დაიგეგმა პროფესორ ბესარიონ ჯორბენაძის მიერ. ამ წიგნით დასრულდა ქართული ენის მორფოლოგიის მასალების-მორფოლოგიური ლექსიკონების კორპუსის - გამოცემა. იგი შეიქმნა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულის საფუძველზე და სრულად იძლევა წარმოდგენას ქართული ენის სიტყვაწარმოების შესაძლებლობებზე. ლექსიკონში 19740 სალექსიკონო ერთეულია, რომელთა უმრავლესობაც დაირთავს სიტყვამაწარმოებელ აფიქსებს, ქმნის კომპოზიტებს ან წარმოადგენს საყრდენ ფუძეს ზმნური ფორმაწარმოებისთვის. ლექსიკონი დახმარებას გაუწევს აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ მკვლევრებს.

 

 

 

 

  • 11
  • 12
  • სათაური - მასალები საენათმეცნიეროტერმინთა ლექსიკონისათვის. IV
  • რედაქტორი - ვ. ბოედერი. შ. აფრიდონიძე
  • ავტორი- ვ. თოფურია.
  • შემდგენელი- ნ.დათეშიძე
  • ტიტული -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი.

    გვ. - 203
    ზომა - 14/21
    ISBN – 978-9941-13-323-7
    გამოცემის თარიღი - 2013
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა -თბილისი
    მომხმარებელი - ლინგვისტი
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    პუბლიკაციის სახეობა - მასალები 

  • საკვანძო სიტყვები - ლექსიკონი, შესიტყვება, ფონეტიკა, დიალექტი

     

    ანოტაცია - წინამდებარე ნაშრომი აერთიანებს ვ. თოფურიას შრომებიდან ამოკრეფილ საენათმეცნიერო ტერმინებს განმარტებითურთ. ამ მასალების თავმოყრა წარმოდგენას შეუქმნის სპეციალისტებს იმ ტერმინებზე, რომლებიც მეცნიერმა გამოიყენა ან თავად შექმნა ქართველურ ენებში მიმდინარე პროცესების, მეტყველების ნაწილებისა და მათი კატეგორიების სახელდებისათვის

 

 

 

  • 11
  • 12
  • სათაური - ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი. II
  • რედაქტორები - ა. არაბული. მ. სუხიშვილი
  • ავტორ-შემდგენლები -
  • ტიტული -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი.

    გვ. - 587
    ზომა - 15X20
    ISBN – 978-9941-13-317-6
    გამოცემის თარიღი - 2013
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - თბილისი
    მომხმარებელი - ლინგვისტი
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    პუბლიკაციის სახეობა - ლექსიკონი

  • საკვანძო სიტყვები - ტოპონიმი, ეტიმოლოგია, ლექსიკა

     

    ანოტაცია - ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი II გაგრძელებაა გ. ბედოშვილის ტოპონიმიკური ”საგისა”, რომელსაც მეცნიერი მთელი ცხოვრების მანძილზე ქმნიდა. სამწუხაროდ, მკვლევარი ამ წიგნის გამოცემას ვერ მოესწრო, შესაბამისად, ანბანური დალაგების პრინციპის თვალსაზრისით წიგნი სრული არ არის. განხილული ტოპონიმიკური მასალა (1900-ზე მეტი ტოპონიმიკური ერთეული) მხოლოდ 9 ასოზეა გამოტანილი. წიგნში განხილულია ტოპონიმთა კვლევის მეთოდოლოგიური ვერსიები, სახელდების პრინციპები, მოცემულია საკვლევი ტოპონიმისა და სათანადო საწარმოქმნო აფიქსების ურთიერთშეპირობებულობის ფორმები. კვლევის შედეგები ძირითად დასკვნებშია გადმოცემული.

 

 

 

  • 11
  • 12
  • სათაური - ეტიმოლოგიური ძიებანი - 2013
  • მთ. რედაქტორი - ა. არაბული
  • ტიტული -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი.

    გვ. - 98
    ზომა - 15/18
    ISSN –1987-9946
    გამოცემის თარიღი - 2013
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - თბილისი
    მომხმარებელი - ლინგვისტი, სტუდნტი
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    პუბლიკაციის სახეობა - კრებული

  • საკვანძო სიტყვები - ეტიმოლოგია, ლექსიკა, ენა, ტერმინი

     

    ანოტაცია - კრებულში წარმოდგენილია გამოკვლევები, რომლებშიც განხილულია ენათა ლექსიკური მასალის ანალიზისას მოხმობილი როგორც მონათესავე, ისე არამონათესავე ენათა სათანადო მასალა

 

 

 

  • 11
  • 12
  • სათაური - იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება. XLI
  • რედაქტორი - ვ. შენგელია
  • ტიტული - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი.

    გვ. - 250
    ზომა - 15/22
    ISBN – 978-9941-13-312-1
    გამოცემის თარიღი - 2013
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა -თბილისი
    მომხმარებელი - ლინგვისტი, სტუდენტი
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    პუბლიკაციის სახეობა - კრებული

  • საკვანძო სიტყვები - სემანტიკა, ომონიმია, ფრაზეოლოგია, მორფოლოგია

 

 

 

  • 11
  • 12
  • სათაური - ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები. XII
  • მთ. რედაქტორი - გ. გოგოლაშვილი
  • ტიტული -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი.

    გვ. - 251
    ზომა - 15/25
    ISBN – 9990000-864-7-2
    გამოცემის თარიღი - 2013
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა -თბილისი
    მომხმარებელი - ლინგვისტი
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    პუბლიკაციის სახეობა - კრებული

  • საკვანძო სიტყვები - ფორმა წარმოება, ბიბლიოგრაფია, ლექსიკა, ალომორფი, გარდამავლობა, მრავალგზისობა

     

  • ანოტაცია - კრებულში წარმოდგენილია სამეცნიერო სტატიები, რომლებშიც განხილულია ქართული ენის სტრუქტურის ძირითადი საკითხები.

 

 

 

  • 11
  • 12
  • სათაური - ქართული სიტყვის კულტურის საკითხები. წიგნი მეცამეტე
  • რედაქტორი - შ. აფრიდონიძე. თ. ვაშაკიძე
  • ტიტული -  თსუ. არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი

    გვ. - 220
    ზომა - 14/19
    ISBN – 978-9941-13-320-6
    გამოცემის თარიღი - 2013
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - თბილისი
    მომხმარებელი - ლინგვისტი, სტუდენტი
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    პუბლიკაციის სახეობა - კრებული

  • საკვანძო სიტყვები - ნორმა, პარონიმია, სინტაგმა, ლექსემა, სემანტიკა, სტილისტიკა

     

    ანოტაცია - მეცამეტე წიგნი (ისევე, როგორც წინა წიგნები) მოიცავს წერილებს ქართული სალიტერატურო ენის მართლწერის მორფოლოგია-სინტაქსის, ლექსიკა-სტილისტიკისა და ტერმინოლოგიის სხვადასხვა საკითხის შესახებ. ყურადღება გამახვილებულია აგრეთვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა სწავლებისა და პარონიმიის პრობლემებზე. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სტატიებს მწერლის ენისა და სტილის შესახებ.

 

 

 

  • 11
  • 12
  • სათაური - იბერიულ-კავკასიურ ენათა ლინგვისტური ბიბლიოგრაფია
  • ავტორი - გ. თოფურია
  • ტიტული -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი.

    გვ. - 1043
    ზომა - 21/28
    ISBN – 978-9941-13-330-5
    გამოცემის თარიღი - 2014
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა -თბილისი
    მომხმარებელი - ლინგვისტი, სტუდენტი
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    პუბლიკაციის სახეობა - ბიბლიოგრაფია

  •  

    ანოტაცია -

 

 

 

  • 11
  • სათაური - მოსწავლის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი 
  • მთ. რედაქტორი - თ. ვაშაკიძე
  • ავტორ-შემდგენლები - ა. არაბული. შ. აფრიდონიშე. თ. ბურჭულაძე. ი.გაგუა. ლ. დავითაშვილი. თ. ვაშაკიძე. ვ. მაღრაძე. თ. ტეტელოშვილი. თ. ღვინაძე. ნ. ჯობენაძე.
  • ტიტული - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი. არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი

    გვ. - 459
    ზომა - 20 სმ. X 29 სმ.
    ISBN – 978-9941-10-652-1
    გამოცემის თარიღი - 2012  წ.
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა -გამომცემლობა მერიდიანი
    მომხმარებელი - ლინგვისტი, სტუდენტი, მოსწავლე, მასობრივი მომხმარებელი.
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    პუბლიკაციის სახეობა - ლექსიკონი

     

    ანოტაცია - ლექსიკონი ემყარება სხვადასხვა დარგის სასკოლო სახელმძღვანელოებს და ითვალისწინებს მოსწავლე ახალგაზრდობის ზეპირ თუ წერით მეტყველებასა და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში (პრესა, რადიო, ტელევიზია) დადასტურებულ შეცდომებს, აგრეთვე კომპიუტერის მოხმარებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას, რომელიც ორთოგრაფიული თვალსაზრისით გარკვეულ სირთულეებს ქმნის.
    გარდა წმინდა ორთოგრაფიულ-გრამატიკული შეცდომებისა, ლექსიკონში გათვალისწინებულია სინტაქსურ-სტილისტიკური დარღვევები თუ უზუსტობანი. საჭიროების შემთხვევაში ამა თუ იმ ერთეულთან მოცემულია სათანადო განმარტებებიც. ლექსიკონს ახლავს 12 დანართი.

 

 

  • 11
  • სათაური - ქართულ რუსული ლექსიკონი 
  • რედაქტორი - ალ. კობახიძე. მ. მრევლიშვილი
  • სარედაქიო ჯგუფი - მ.აბალაკი. ნ. ვაჩნაძე. ლ. კაიშაური. ც.ლორთქიფანიძე. ნ. მირიანაშვილი. ე. საბანაძე. ნ. საყვარელიძრ. ლ. ხუჭუა
  • ტიტული - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი

    გვ. - 772
    ზომა - 20 სმ. X 28 სმ.
    ISBN – 978-9941-13-285-8
    გამოცემის თარიღი - 2013  წ.
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - თსუ გამომცემლობა
    მომხმარებელი - ლინგვისტი, სტუდენტი, მოსწავლე, მასობრივი მომხმარებელი.
    პუბლიკაციის ენა - ქართული-რუსული
    პუბლიკაციის სახეობა - ლექსიკონი

     

    ანოტაცია - ლექსიკონში მოცემულია ქართული სალიტერატურო ენის ლექსიკური მასალის ზუსტი რუსული შესატყვისობები. გათვალისწინებულია არა მხოლოდ მხატვრული ლიტერატურის, არამედ სამეცნიერო, პოლიტიკური, პრესისა და ზეპირი მეტყველების მონაცემები. ლექსიკონი ფილოლოგიურია. მასში არ შედის საკუთარი სახელები, სპეციალური ტერმინები, ძველი, ხმარებიდან გამოსული, კუთხური და ჟარგონული სიტყვები. ლექსიკონი ბევრად ვრცელია დღემდე არსებულ ქართულ-რუსულ ლექსიკონებზე. იგი შეიცავს 58500 ლექსიკურ ერთეულს.

 

 

  • 11
  • სათაური - ქართული სალიტერატურო ენა (ნარკვევები) 
  • ავტორი - გ. გოგოლაშვილი
  • ტიტული - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი
  • რედაქტორი -  გ. ცოცანიძე
  • გვ. - 316
    ზომა - 21,4 სმ. X 15,4 სმ.
    ISBN – 978-9941-13-291-9 
    გამოცემის თარიღი - 2013  წ.
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - თსუ გამომცემლობა
    მომხმარებელი - ფილოლოგი
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    პუბლიკაციის სახეობა - ნარკვევები
    საკვანძო სიტყვები - ქართული, ენა, ლიტერატურა.

     

    ანოტაცია - წიგნში განხილულია ქართული სალიტერატურო ენის აქტუალური პრობლემები. წარმოდგენილი ნარკვევები სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა სხვადასხვა გამოცემაში. წიგნი განკუთვნილია ფილოლოგებისათვის, კერძოდ, და ქართული ენისა და მწერლობის საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის.

 

 

  • 11
  • სათაური - ქართული ენის ისტორიული გრამატიკის მორფოლოგიური და მორფოსინტაქსური ასპექტები
  • ავტორი - თ. უთურგაიძე
  • ტიტული - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი
  • რედაქტორი -  ლ. ეზუგბაია
  • გვ. - 207
    ზომა - 20,9 სმ. X 15 სმ.
    ISBN – 978-9941-13-288-9
    გამოცემის თარიღი - 2013  წ.
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - თსუ გამომცემლობა
    მომხმარებელი - ენათმეცნიერი
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    რეზიუმეს ენა - ინგლისური
    პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
    საკვანძო სიტყვები - მორფონოლოგია, მორფოსინტაქსი, დიალექტი, სახელი, ზმნა, არქაიზმები, სუფიქსები.
  • ანოტაცია - ნაშრომში განხილულია ცვლილებები, რომლებიც ხდება მეტყველების ნაწილთა კატეგორიებში. კატეგორიებმა სერიოზული ცვლილება განიცადეს გამოხატულების პლანში. აღნიშნული ცვლილებები დეტალურად არის აღწერილი საენათმეცნიერო ლიტერატურაში. ავტორი ცდილობს, ქართული ენის მკვლევართა ნააზრევზე დაყრდნობით, უპასუხოს ამ რთულ, მაგრამ არსებით კითხვას, თუ რატომ მოხდა ცვლილება.

 

 

  • 11
  • სათაური -შრომები - VII
    ავტორი - არნოლდ ჩიქობავა
    ტიტული - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი
    რედაქტორი -მერაბ ჩუხუა
    გვ. - 466
    ზომა - 18 სმ. X 25,7 სმ.
    ISBN978-9941-10-068-0, 978-9941-13-267-4
    გამოცემის თარიღი - 2013 წ.
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - თსუ გამომცემლობა
    მომხმარებელი - ლინგვისტი
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    რეზიუმეს ენა -ქართული, რუსული, ინგლისური
    პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
    საკვანძო სიტყვები -სახელი, ფუძე, პრეფიქსი, სუფიქსი

    ანოტაცია - მეშვიდე ტომი ეძღვნება ქართველურ-კავკასიური (იბერიულ-კავკასიური) ძირის აგებულების პრობლემებს. ტომის ძირითად ნაწილს მოიცავს არნ. ჩიქობავას საეტაპო მნიშვნელობის მონოგრაფია ”სახელის ფუძის უძველესი აგებულება ქართველურ ენებში”. ნაშრომი ზუსტად 70 წლის წინ, 1942 წელს, გამოქვეყნდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობის მიერ.

    ტომის მეორე ბლოკში ”წერილების” სახით შევიდა ავტორის მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილი სამეცნიერო მემკვიდრეობა: სტატიები, მასალები, თეზისები. ტომის საძიებელი შედგება ორი ნაწილისაგან და 111 პარაგრაფისაგან. ტომს დართული აქვს აგრეთვე ავტორისეული წინასიტყვაობა.

     

 

  • 11
  • სათაური -შრომები - VI 
    ავტორი - არნოლდ ჩიქობავა
    ტიტული - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი
    რედაქტორი - გუჩა კვარაცხელია
    სერიის რედაქტორი -
    გვ. - 358
    ზომა - 18 სმ. X 25,7 სმ.
    ISBN978-9941-10-068-0, 978-9941-13-264-3
    გამოცემის თარიღი - 2012 წ.
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - თსუ გამომცემლობა
    მომხმარებელი - ლინგვისტი
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    რეზიუმეს ენა - ქართული
    პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
    საკვანძო სიტყვები - სინტაქსი, მორფოლოგია, დიალექტი, ეტიმოლოგია, სემასიოლოგია, სტილისტიკა, გენეალოგია.

    ანოტაცია - წიგნში შესულია არნოლდ ჩიქობავას მონოგრაფია ზოგადი ენათმეცნიერება  I პროპედევტიკული ნაწილი. იგი წარმოადგენს მეოთხე გამოცემას, რომელიც ეყრდნობა მესამე გამოცემას. წიგნს წამძღვარებული აქვს ავტორისეული სამივე გამოცემის წინასიტყვაობა და შესავალი.

    წიგნი მოიცავს 12 თავს და 90 პარაგრაფს. ერთვის სპეციალური ლიტერატურა, პირთა საძიებელი, ცნებათა საძიებელი. წიგნს აქვს დანართი ”პროპედევტიკის ” პირველი გამოცემიდან (1935). იგი მოიცავს ამ გამოცემის წინასიტყვაობას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობისას, აგრეთვე სამ პარაგრაფს: ენა და ადამიანი, ენათა ოჯახები, კავკასიური ენები.

     

 

  • 11
  • სათაური - ქართველური ლექსიკის ისტორიიდან 
    ავტორი - იზა ჩანტლაძე 
    ტიტული - არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
    რედაქტორები - კევინ ტუიტი, შუშანა ფუტკარაძე, ქეთევან მარგიანი-სუბარი
    გვ. - 327
    ზომა - 18,5 სმ. X 26 სმ.
    ISBN
    გამოცემის თარიღი - 2012  წ.
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - "გლობალპინტი"
    მომხმარებელი - ლინგვისტი, სტუდენტი, მაგისტრანტი, დოქტორანტი
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    რეზიუმეს ენა - ქართული, ინგლისური
    პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
    საკვანძო სიტყვები - ლექსიკა, ეტიმოლოგია, ონომასტიკა, ლექსემა, ანთროპონიმია, ტოპონიმია


    ანოტაცია - მონოგრაფიის „ქართველური ლექსიკის ისტორიიდან“ პუბლიკაცია ჩაფიქრებულია ორ ტომად. I ტომში წარმოდგენილია სრულიად ახალი დაკავშირებანი ქართველური ენების პირველად და მეორეულ ფონემათშესატყვისობათა საილუსტრაციოდ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ თვალსაზრისით წიგნში პირველადაა განხილული ქართული ენის როგორც თანამედროვე, ისე ისტორიული სამხრული დიალექტები და სვანური ენის ჩოლურული მეტყველების მონაცემები.

    მონოგრაფიას ბოლო თავად ერთვის „რეკვიემი“, რომელშიც შეფასებულია წიგნში განხილულ საკითხებზე მომუშავე უდროოდ გარდაცვლილ ქართველოლოგთა ღვაწლი.

 

 

 

  • 11
  • სათაური - ლაზური (ჭანური) ტექსტები
    ავტორი - ირინე ასათიანი
    ტიტული -
    რედაქტორი - არნოლდ ჩიქობავა, ლალი ეზუგბაია
    სერიის რედაქტორი - ბუბა კუდავა
    გვ. - 40
    ზომა - 14-20 სმ.
    ISBN – 978-9941-421-95-2
    გამოცემის თარიღი - 2012
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - არტანუჯი
    მომხმარებელი - ლინგვისტი, სტუდენტი
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    რეზიუმეს ენა - ინგლისური
    პუბლიკაციის სახეობა - ტექსტები
    საკვანძო სიტყვები - კილო-კავი,ფონეტიკა, სინტაქსი, ბგერათკომპლექსი


    ანოტაცია წიგნი მეორე ნაკვეთია 1974 წელს გამოქვეყნებული ლაზური ტექსტებისა, მასში წარმოდდგენილია ვიწურ-არქაბული და ათინური კილოკავები. ტექსტები ჩაწერილია საქართველოს შავი ზღვისპირეთში, შიდა ჭანეთიდან ჩამოსახლებულ ჭანურ მოსახლეობაში.
    ტექსტებს ერთვის ავტორის კომენტარები და ზედმიწევნითი თარგმანი.

 

 

  • 11
  • სათაური - ლაზური ლექსიკონი
    ავტორი - ირინე ასათიანი
    ტიტული - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
    არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი
    რედაქტორი - არნოლდ ჩიქობავა, ლალი ეზუგბაია, მერაბ ჩუხუა
    სერიის რედაქტორი - ბუბა კუდავა
    გვ. - 401
    ზომა - 17-24 სმ.
    ISBN – 978-9941-421-92-1
    გამოცემის თარიღი - 2012
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - არტანუჯი
    მომხმარებელი - ლინგვისტი, სტუდენტი
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    რეზიუმეს ენა - ინგლისური
    პუბლიკაციის სახეობა - ლექსიკონი
    საკვანძო სიტყვები - ზანიზმი, ლექსიკა, ძირი, ფუძე,პრევერბი


    ანოტაცია ლექსიკონში ზმნური ძირები(860),ანბანთრიგზე გაწყობილნი,მეთაურობენ ამ ძირთაგან ნაწარმოებ ზმნურ ფუძეებს (6000), განლაგებულს შემდეგი თანმიმდევრობით: მოქმედებითი გვარის ზმნა, ვნებითი გვარის და უგვარო ზმნები - უპრევერბო და სხვადასხვა პრევერბიანი. ამ სქემის შემადგენელი წევრია მასდარი და მიმღეობა. ლექსიკონში წარმოდგენილია ზმნური ძირ-ფუძეები ანბანის ყველა ასო-ნიშნის მიხედვით, გარდა ე-სი, რადგან ე-თი დაწყებული ფუძეები არ დასტურდება.
    ლექსიკონის ერთეულები დოკუმენტირებულია და არა სავარაუდო. ლექსიკონს დართული აქვს დამოწმებული წყაროებისა და გამოყენებული შრომების სია.

 

 

  • 11

 

  • სათაური -საენათმეცნიერო წერილები
  • ავტორი - დარეჯან ჩხუბიანიშვილი
  • ტიტული - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
    არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი
  • რედაქტორი - მარინა ბერიძე
  • გვ. - 352
    ზომა - 17სმ. X 26სმ.
    ISBN
    გამოცემის თარიღი - 2012
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
    არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი
    მომხმარებელი - ლინგვისტი, სტუდენტი
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    რეზიუმეს ენა - ინგლისური, რუსული
    პუბლიკაციის სახეობა -
    საკვანძო სიტყვები -

 

 

  • ანოტაცია - წიგნი გამოცემულია ავტორის გარდაცვალების შემდეგ. მასში შესულია ავტორის მიერ სხვადასხვა წლებში გამოცემული სამეცნიერო პუბლიკაციები, რომელთა დიდი ნაწილი ეხება ფერეიდნულ დიალექტს. წიგნში მოცემულია ფერეიდნული ტექსტები, რომლებიც გამოცემული იყო ავტორის სიცოცხლეში, ზოგი დამოუკიდებლად, ზოგი თანაავტორებთან ერთად. (თ უთურგაიძე, ჯ. გიუნაშვილი)
    ტექსტებს ერთვის ავტორის მიერ მომზადებული სალექსიკონო მასალა, რომელიც პირველად იბეჭდება.

 

  • 11

 

  • სათაური - ეტიმოლოგიური ძიებანი IX
  • ავტორი - სარედაქციო კოლეგია
  • ტიტული - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
    არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი
  • რედაქტორი - ავთანდილ არაბული. მედეა ღლონტი
  • გვ. - 104
    ზომა - 15სმ. X 20სმ.
    ISBN – 1987-9946
    გამოცემის თარიღი - 2012
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - თსუ უნივერსიტეტის სტამბა
    მომხმარებელი - ლინგვისტი, სტუდენტი
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    რეზიუმეს ენა - ინგლისური, რუსული
    პუბლიკაციის სახეობა - ძიებანი
    საკვანძო სიტყვები - ეტიმოლოგია. ლექსიკა. ფრაზეოლოგია. ტოპონიმი. სემანტიკა

 

 

 

  • 11

 

  • სათაური - ეტიმოლოგიური ძიებანი VIII
  • ავტორი - სარედაქციო კოლეგია
  • ტიტული - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი
  • რედაქტორი - ავთანდილ არაბული. მედეა ღლონტი
  • გვ. - 116
    ზომა - 15სმ. X 20სმ.
    ISBN – 1987-9946
    გამოცემის თარიღი - 2011
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - გამომცემლობა ”დედაენა”
    მომხმარებელი - ლინგვისტი, სტუდენტი
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    რეზიუმეს ენა - ინგლისური, რუსული
    პუბლიკაციის სახეობა - ძიებანი
    საკვანძო სიტყვები - ეტიმოლოგია. ლექსიკა. ფრაზეოლოგია. ტოპონიმი. სემანტიკა

 

 

11

 

  • სათაური - ევიდენციალობის კატეგორია სვანურ ენაში
  • ავტორი - ქეთევან მარგიანი-სუბარი
  • ტიტული - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
    არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი
  • რედაქტორი - ავთანდილ არაბული, იზა ჩანტლაძე, მანანა ტოფაძე
  • გვ. - 316
    ზომა - 15სმ. X 21სმ.
    ISBN – 978-9941-9290-1-4
    გამოცემის თარიღი - 2012
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - გლობალ პრინტი+
    მომხმარებელი - ლინგვისტი, სტუდენტი
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    რეზიუმეს ენა - ინგლისური, რუსული
    პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
    საკვანძო სიტყვები - ვიდენციალობა; ინფორმაციის დადასტურებულობა; ინფორმაციის წყარო; ვერბალობა; ინფერენცია; ეპისტემიკა.

 

  • ანოტაცია - მონოგრაფიაში მოცემულია ევიდენციალობის კატეგორიის ანალიზი სვანურ ენაში, განხილულია ირიბი ევიდენციალობის ორივე სახეობა: ვერბალური და ინფერენციული; ნაშრომი შესრულებულია აღწერითი და კომპარატივისტული მეთოდებით, გამოყენებულია ტრადიციული სემასიოლოგიური და ონომასიოლოგიური მიდგომა ფუნქციურ-სემანტიკური, კონტექსტურ-სიტუაციური და ტიპოლოგიური ანალიზის ხერხებით; პრობლემა განხილულია როგორც მორფოსინტაქსის, ისე ტექსტის ლინგვისტიკის კუთხით.

 

  • 11
  • სათაური -Глаголные категории в Абхазском и грузинском языках, вступающие в синтаксические отношения
  • ავტორი -
  • ტიტული - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
  • რედაქტორი - ქეთევან ლომთათიძე
  • გვ. - 142
    ზომა -145X200
    ISBN – 978-9941-0-3777-1
    გამოცემის თარიღი - 2011
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - დედაენა
    მომხმარებელი - ლინგვისტი,სტუდენტი,პედაგოგი
    პუბლიკაციის ენა - რუსული
    რეზიუმეს ენა - რუსული
    პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია
    საკვანძო სიტყვები - მორფოლოგიური კატეგორიები, აფხაზური, ქართველური ენები, синтаксические связи, глагольные категории, Абхазский Грузинский язык

  • ანოტაცია
  • В работе анализируются глагольные категории, вступающие в синтаксические связи, выделяются общие и специфические особенности образования названных категории, что имеет существенное значение с точки зрения историко-сравнительного изучения не только рассматриваемых, но и всех иберийско-кавказских языков в целом. Особое внимание уделяется выявлению общего и различного в принципе образования морфологических категорий; по мере возможности объясняются некоторые исторические принципы возникновения общих и различных явлении.
  • В предлагаемой работе на основе обобщения накопленных в кавказоведении позитивных данных впервые предпринимается попытка историко-сравнительного изучения и сравнения принципов образования названных категорий в абхазском и грузинском языках; выдвигаются некоторые новые соображения.
  • Теоретическое и практическое значение результатов исследования обусловливается возможностью использования выводов и наблюдений автора при составлении научной грамматики грузинского и абхазского языков, в курсе школьной грамматики, а также в исследовании близкородственных иберийско-кавказских языков.
  • Эмпирический материал изучен посредством описательного и историко-сравнительного методов; по мере необходимости к анализу привлекались данные других иберийско-кавказских языков.

 

 

  • 11

 

  • სათაური - შრომები V
  • ავტორი - არნოლდ ჩიქობავა
  • ტიტული - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
    ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • რედაქტორი - შ. აფრიდონიძე
  • გვ. - 559
    ზომა -25\18
    ISBN – 978-9941-10-450-3
    გამოცემის თარიღი - 2011
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - მერიდიანი
    მომხმარებელი - ლინგვისტი, სტუდენტი
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    რეზიუმეს ენა -
    პუბლიკაციის სახეობა - კრებული
    საკვანძო სიტყვები - სალიტერატურო ენა, ნორმა, სემასიოლოგია, მორფოლოგია, სინტაქსი.

  • ანოტაცია მე-5 ტომი ეთმობა მეცნიერის ნაშრომებს ზოგად ჰუმანიტარულ საკითხებზე. ნაშრომებში განხილულია ხალხისა და ენის, მისი ისტორიისა და ფუნქციების, მწერლისა და სალიტერატურო ენისადმი ავტორის დამოკიდებულება. ტომი შეიცავს ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა კონკრეტულ პროექტებს, სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის საკითხებს. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რუსთაველის პოემის, სულხან-საბას ლექსიკონის ენათმეცნიერულ განხილვას, ილიას, აკაკის, იაკობ გოგებაშვილის შემოქმედების ენობრივ ანალიზს. გარდა სამეცნიერო სტატიებისა, ტომში შესულია პროფილაქტიკური დანიშნულების წერილები, რომლებიც ეხება როგორც სკოლის მოსწავლეთა დაშვებულ ტიპობრივ შეცდომებს, ისე პრესის ფურცლებზე დადასტურებულ ენობრივ - სტილისტიკურ ლაფსუსებს. ტომში შესულია საინტერესო მემუარები სხვადასხვა თაობის როგორც ქართველ მეცნიერებზე, ისე უცხოელ ქართველოლოგებზე. არნოლდ ჩიქობავას შრომები საინტერესო იქნება არა მარტო ლინგვისტებისთვის, არამედ მკითხველთა ფართო წრისათვის.

  • 11

 

  • სათაური - სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონი
    ავტორი - შემდგენლები:შუქია აფრიდონიძე, იამზე გაგუა, თამარ ვაშაკიძე, ვახტანგ მაღრაძე, თეა ტეტელოშვილი,თინათინ ღვინაძე, ნინო ჯორბენაძე
    ტიტული - არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
    რედაქტორი - თამარ ვაშაკიძე , შუქია აფრიდონიძე, თინათინ ღვინაძე
    გვ. - 511
    ზომა -17 -24 სმ.
    ISBN –978-9941-10-455-8
    გამოცემის თარიღი - 2011
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - მერიდიანი
    მომხმარებელი - ლინგვისტი,სტუდენტი,პედაგოგი, ჟურნალისტი
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    რეზიუმეს ენა -
    პუბლიკაციის სახეობა - ლექსიკონი
    საკვანძო სიტყვები -

    ანოტაცია - ლექსიკონი ემყარება სხვადასხვა დარგის სასკოლო სახელმძღვანელოებს და ითვალისწინებს მოსწავლე ახალგაზრდობის ზეპირ თუ წერით მეტყველებასა და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში (პრესა, რადიო, ტელევიზია) დადასტურებულ შეცდომებს, აგრეთვე კომპიუტერის მოხმარებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას, რომელიც ორთოგრაფიული თვალსაზრისით გარკვეულ სირთულეებს ქმნის.
    გარდა წმინდა ორთოგრაფიულ-გრამატიკული შეცდომებისა, ლექსიკონში გათვალისწინებულია სინტაქსურ-სტილისტიკური დარღვევები თუ უზუსტობანი. საჭიროების შემთხვევაში ამა თუ იმ ერთეულთან მოცემულია სათანადო განმარტებებიც.
    ლექსიკონი შეიცავს 17 8000-ზე მეტ სალექსიკონო ერთეულს.
    პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

     

 

 

  • 11

 

  • სათაური - თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგია - სალიტერატურო ენა
    ავტორი - ავტორთა ჯგუფი - გიორგი გოგოლაშვილი, ავთანდილ არაბული, მურმან სუხიშვილი, მარიამ მანჯგალაძე, ნინო ჭუმბურიძე, ნინო ჯორბენაძე

    ტიტული - არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

    რედაქტორი - გიორგი გოგოლაშვილი, ავთანდილ არაბული

    გვ. - 818
    ზომა 17 -24 სმ.
    ISBN 978- 9941- 10-476-3
    გამოცემის თარიღი - 2011
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - მერიდიანი
    მომხმარებელი - ლინგვისტი, სტუდენტი
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    რეზიუმეს ენა -
    პუბლიკაციის სახეობა - მონოგრაფია, სახელმძღვანელო
    საკვანძო სიტყვები - მორფოლოგია, სახელი,ზმნა, ბრუნება,უღლება, სიტყვაწარმოება, ფორმაწარმოება.


    ანოტაცია თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგიის აკადემიური კურსი დაეფუძნა ბესარიონ ჯორბენაძის პროგრამა პროსპექტს ’’ქართული ენის მორფოლოგია’’ (1995წ). ’’ქართული ენის მორფოლოგია’’ ივარაუდებოდა ერთ ნაწილად მრავალტომეული სისტემური კურსისა ’’ქართული ენა’’. თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგიის აკადემიური კურსი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
    ’’ქართული ენის მორფოლოგია’’ არის აკადემიური ნაშრომი, შემაჯამებელი მონოგრაფია, ტრადიციული და თანამედროვე მორფოლოგიური თეორიების გათვალისწინებით, ამგვარი ნაშრომის შექმნის პირველი პრეცენდენტი. მონოგრაფია დაეხმარება ქართული ენის მეცნიერული შესწავლის მსურველთ: უცხოელ ქართველოლოგებს, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, დოქტორანტებს და, საერთოდ, ქართული ენის მორფოლოგიის საკითხებით დაინტერესებულ პირებს. ’’თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგიის აკადემიური კურსი’’ იქნება სერიოზული თეორიული ბაზისი კომპიუტერული მოდელირებისათვის.

 

 

  • 11

 

  • სათაური - ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტური ლექსიკონი, II
    მთ. რედაქტორი - თამარ ვაშაკიძე
    შემდგენლები: შუქია აფრიდონიძე, თამარ ვაშაკიძე, ვახტანგ მაღრაძე, თეა ტეტელოშვილი, თინა ღვინაძე, ნინო ჯორბენაძე.
    ტიტული - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება.
    გვ. - 362
    ზომა - 11, 5 სმ. X 19 სმ.
    ISBN978-9941-10-328-6
    გამოცემის თარიღი - 2011 წ.
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - მერიდიანი
    მომხმარებელი - სტუდენტი, ლინგვისტი, ჟურნალისტი.
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    რეზიუმეს ენა -
    პუბლიკაციის სახეობა - ლექსიკონი
    საკვანძო სიტყვები - ლექსიკა, ტერმინოლოგია, სტილისტიკა, ორთოგრაფია, პარონიმები.
    ანოტაცია - ლექსიკონის II ნაკვეთი შედგენილია თანამედროვე პრესაში დაშვებული ენობრივი შეცდომების გათვალისწინებით. შემდგენლები შეეცადნენ არ გაემეორებინათ ლექსიკონის I ნაკვეთში შეტანილი მასალა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა რთული შედგენილობის სიტყვათა მართლწერას. ლექსიკონს ერთვის ორი დანართი: 1) ხმოვნებზე ფუძეგათავებული სახელების მართლწერა. 2) პუნქტუაციის წესები. ორივე დანართი მოამზადა შუქია აფრიდონიძემ.

 

 

 

  • 11

 

  • სათაური - ქართული ენის პარონიმთა ლექსიკონი ( PDF)
    ავტორი - შ. აფრიდონიძე, თ. ვაშაკიძე, ვ. მაღრაძე, თ. ტეტელოშვილი, თ. ღვინაძე, ნ. ჯორბენაძე.
    ტიტული - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი
    რედაქტორი - თ. ვაშაკიძე, ა. არაბული, თ. ღვინაძე
    გვ. - 308
    ზომა - 19,5 სმ. X 11,7 სმ.
    ISBN - 978 9941 0 3036 9
    გამოცემის თარიღი - 2011 წ.
    გამოცემის ადგილი - თბილისი
    გამომცემლობა - დამანი
    მომხმარებელი - ჟურნალისტები, მოსწავლე აბიტურიენტები, სტუდენტები.
    პუბლიკაციის ენა - ქართული
    რეზიუმეს ენა -
    პუბლიკაციის სახეობა - ლექსიკონი
    საკვანძო სიტყვები -

    ანოტაცია - ნაშრომი პარონიმების პირველი ლექსიკონია ქართულ სინამდვილეში. მისი მომზადება, უპირველეს ყოვლისა, პრაქტიკული მიზანდასახულობით არის შეპირობებული. პარონიმებს უწოდებენ ისეთ სიტყვებს, რომლებიც ბგერობრივად ჰგვანან ერთმანეთს, რაც მიზეზი ხდება მათი აღრევისა (ისინი გაუმართლებლად მონაცვლეობენ როგორც ზეპირ, ისე წერით მეტყველებაში). პარონიმია მჭიდროდ უკავშირდება პრაქტიკული სტილისტიკის საერთო პრობლემატიკას: სიტყვის არაადეკვატური გამოყენება, ბუნებრივია, სტილის უხეშ დარღვევად უნდა ჩაითვალოს. სწორედ ამ ტიპის შეცდომათა აღმოსაფხვრელად მომზადდა პარონიმთა ლექსიკონი.