დაგვიკავშირდით

          

          პ. ინგოროყვას ქ. №8
          თბილისი 380108.
          ტელ: +99532 293-29-21
          ფოსტა: contact.icege@gmail.com 

საერთაშორისო პროექტები


 

ფონდმა ღია საზოგადოება საქართველო დააფინანსა პროექტი ქართული ენის ელექტრონული სწავლების კურსი ( GS/32/11 – 17759). შეიქმნება ქართული ენის ელექტრონული სწავლების კურსი ( A1, A2, B1 დონე), რომელიც განთავსდება ინსტიტუტის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობისათვის. პროექტის დირექტორი: მარიამ მანჯგალაძე. პროექტის ხანგრძლივობა: 12 თვე.

 


 

საერთაშორისო ფონდი GIZ (გერმანია): ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნა და ადამიანური რესურ­სე­ბის განვითარება ელექტრონული სწავლებისათვის კავკასიაში (Institution Building and Human Resource Development for e-Learning in the Caucasus 2008-2014 # 9803300500). 2008-2011 წლებში პროექტში მონაწილეობას იღებდა  ინსტიტუტის  8 თანამშრომელი. 2011 წლიდან (პროექტის მეორე ეტაპი) მონაწილეობას იღებს 3 მეცნიერი თანამშრომელი (საერთაშორისო ექსპერტის სტატუსით).