წაიკითხეთ ტექსტი-1

IDevice Icon

1.

ეს ნივთი დღეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სარკეს ადამიანები იყენებენ როგორც პირადი დანიშნულებით (ჰიგიენური პროცედურების დროს, საკუთარი გარეგნობის შესაფასებლად), ისე დეკორატიული მიზნებით, არქიტექტურაში, სამეცნიერო აპარატურაში (სარკე ტელესკოპის, ტელეკამერისა და სხვა მოწყობილობების მნიშვნელოვანი ნაწილია).

ადამიანის მიერ შექმნილი პირველი სარკე გაპრიალებული ობსიდიანის ქვა იყო. უძველესი ობსიდიანის სარკე ნაპოვნია ანატოლიის (თანამედროვე თურქეთის) ტერიტორიაზე, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით 6000 წლით თარიღდება. ძველი წელთაღრიცხვით 4000 წელს მესოპოტამიაში აწარმოებდნენ სარკეს გაპრიალებული სპილენძისაგან. ამავე მეთოდს იყენებდნენ ეგვიპტეში, ჩინეთში, ინდოეთში, ხოლო თანამედროვე ლიბანის ტერიტორიაზე ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში პირველი მინის სარკე შექმნეს.

საუკუნეების განმავლობაში სარკე ფუფუნებისა და სიმდიდრის გამომხატველი იყო. ის მხოლოდ ძალიან მდიდარი ადამიანების (იმპერატორების, მეფეების, სულთნების, შაჰების) სასახლეებს ამშვენებდა და სამეფო საჩუქრად მიიჩნეოდა.