წაიკითხეთ ტექსტი-6

IDevice Icon

მობილური ტელეფონი კარგა ხანია, აღარ არის ფუფუნების საგანი, უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, ის პირველადი მოხმარების საგნადაც კი იქცა. პირველი მობილური ტელეფონი მარტინ კუპერმა კომპანიამოტოროლაში“ ოცწლიანი მუშაობის შემდეგ გამოიგონა. პირველი ტელეფონის სახელწოდებადინა-ტაკიიყო და 1,5 კილოგრამს იწონიდა. პირველი ზარი კი 1973 წლის 3 აპრილს განხორციელდა. დროთა განმავლობაში აღნიშნული ტექნიკა დაიხვეწა და დღეისათვის გვაქვს სხვადასხვა ზომის, ფორმის, დიზაინის, ფუნქციის მქონე მობილური აპარატები.