წაიკითხეთ ტექსტი-3

IDevice Icon

პირველი თვითმავალი ეტლის იდეა ეკუთვნის ლეონარდო და ვინჩის. მან მთავრობას წარუდგინა სამხედრო მიზნებისათვის განკუთვნილი თვითმავალის პროექტი. თუმცა ეს პროექტი თავის დროზე არ განხორციელდა. ნელ-ნელა დავინჩის იდეა ხორცს ისხამდა.

 1890 წელს ემილ ლევასორმა და არმანდ პეჟომ პირველად დაიწყეს ავტომობილების წარმოება. 1892 წელს რუდოლფ დიზელმა დააპატენტა ახალი ტიპის ძრავა, რომელიც მუშაობდა დიზელზე, ხოლო 1897 წელს მან ააწყო პირველი დიზელზე მომუშავე ძრავა. ასე მივიღეთ ავტომობილი, რომელიც ზღაპრულ სიჩქარეს ავითარებს და თანამედროვე მსოფლიოს აუცილებელი კომპონენტია.