წაიკითხეთ ტექსტი-1

IDevice Icon

ბაგრატ III-ის გარდაცვალების დროისათვის (X საუკუნის დასაწყისი) გაერთიანებული საქართველოს სამეფოს ფარგლებს გარეთ  დარჩა  თბილისი, რომელიც წარმოადგენდა პატარა მაჰმადიანური საამიროს ცენტრს, და სამხრეთ საქართველოს ნაწილი, რომელსაც 1001 წელს ბიზანტიის იმპერია დაეუფლა. ამიტომ ბაგრატ III-ის მემკვიდრეების მთავარი საზრუნავი ამ ტერიტორიების შემოერთება იყო.

გიორგი I (1014-1027 წწ.) უშედეგოდ ეომა ბიზანტიელებს ქართული მიწების დასაბრუნებლად. მისი ვაჟის, ბაგრატ IV-ის მეფობის (1027-1072 წწ.) დასაწყისში  ბიზანტიელები საქართველოში შემოიჭრნენ, მაგრამ ქართველებმა მოიგერიეს ისინი. ბაგრატ IV იბრძოდა თბილისისა და ბიზანტიელთა ხელში დარჩენილი ციხე-სიმაგრეების გასათავისუფლებლად, მაგრამ მან ვერ მიიყვანა საქმე ბოლომდე, რაშიც ხელი შეუშალა  თურქ-სელჩუკთა შემოსევებმა (საქართველოში პირველად შემოიჭრნენ 1064 წელს).