წაიკითხეთ ტექსტი-3

IDevice Icon

თამარ მეფის ხანაში საქართველოს სახელმწიფო ამიერკავკასიის დიდ ნაწილს მოიცავდა, მისი პოლიტიკური გავლენა კი ვრცელდებოდა მეზობელ ტერიტორიებზე ჩრდილო კავკასიის მთიანეთიდან  შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროებამდე, სადაც 1204 წელს თამარის ძალისხმევით ჩამოყალიბდა ბერძნულ-ქართული ტრაპიზონის იმპერია.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც განაპირობებდა ქართული ჯარის წარმატებებს, იყო მრავალრიცხოვან ომებში დახვეწილი სამხედრო საქმე. საქართველოს შეიარაღებული ძალების ბირთვს შეადგენდა მეფის მუდმივი ლაშქარი და ფეოდალურ სისტემაზე აგებული რაინდ-აზნაურთა რაზმები, დამხმარე ძალას - მოკავშირეთა და მოქირავნეთა კონტინგენტები, ძირითადად ჩრდილო კავკასიიდან.  XII-XIII საუკუნეების პირველ მეოთხედში ქართველებს შეეძლოთ ერთდროულად ველზე გამოეყვანათ 60-90 ათასი მეომარი. ეს იყო უმთავრესად ცხენოსანი ჯარი, კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული.