წაიკითხეთ ტექსტი-1

IDevice Icon

ჩვენ, ყველას, გვსურს, რომ მივაღწიოთ წარმატებას, ავისრულოთ ჩვენი სურვილები, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთი ჩვენგანი ახერხებს ამას. ადამიანები ცდილობენ მოძებნონ წარმატების ფორმულა, გაიგონ, თუ რა არის წარმატების გასაღები. სხვათა შორის, წარმატებული ადამიანები გვთავაზობენ წარმატების მოპოვების საკუთარ ფორმულებს. მაგალითად, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ცნობილი ადამიანი, ალბერტ აინშტაინი, ფიქრობდა, რომ “თუკი A არის წარმატების საიდუმლო ცხოვრებაში, მაშინ A = X+Y+Z, სადაც X არის მუშაობა, Y – თამაში და Z – ენაზე კბილის დაჭერა”. ცნობილი დეტექტივების ავტორი არტურ კონან დოილი ფიქრობდა, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელია, „გულისგულში გჯეროდეს, რომ სწორედ შენ მიაღწევ წარმატებას იქ, სადაც სხვები დამარცხდნენ”. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გავლენიანი პოლიტიკოსი, უინსტონ ჩერჩილი კი ფიქრობდა, რომ „წარმატება არის დამარცხებათა სერია ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე“.

ყოველ ეპოქაში არსებობენ მსოფლიო მასშტაბით პოპულარული და წარმატებული ადამიანები, რომლებსაც გავლენიანი გამოცემები ან გამოკითხვები ავლენენ და მილიონობით ადამიანისათვის მისაბაძ მაგალითებს წარმოადგენენ.