წაიკითხეთ ტექსტი-3

IDevice Icon

კოკო შანელი

მსოფლიოს წარმატებულ და ცნობილ ქალებს შორის გაბრიელ ბონჰერ კოკო შანელს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ის ფრანგი მოდის დიზაინერი იყო, რომლის მარტივმა, განსაკუთრებულმა სტილმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად აქცია. მომავალი დიზაინერი 1883 წელს დაიბადა. 12 წლისას მშობლები გარდაეცვალა და ბავშთა სახლში წაიყვანეს. სწორედ აქ ისწავლა კერვა. როცა გაიზარდა, მუშაობა ტანსაცმლის მაღაზიაში დაიწყო. ტანსაცმლის კერვა კი 1916 წელს დაიწყო და მაღაზიაც გახსნა. იგი ამბობდა, რომზედმეტად ბევრი მამაკაცია ამ ბიზნესში და მათ არ იციან, როგორ ჩააცვან ქალებს.“ კოკო შანელმა მამაკაცის ტანსაცმლის ელემენტების გამოყენებით ქალის ახალი და განსხვავებული სტილი შექმნა. უარყო გადატვირთული კაბები, შემაწუხებელი ვარცხნილობა, პირველმა ჩაიცვა შარვალი, თმა მოკლედ შეიჭრა და შავი ფერი კლასიკად აქცია. შექმნა ლეგენდარული სუნამო „შანელი N 5“. ეს იყო პირველი სუნამო, რომელიც დიზაინერის სახელს ატარებდა და დღესაც კი მსოფლიოში გაყიდვებით პირველ ადგილზეა. ის ერთადერთი დიზაინერია, რომელიც XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში მოხვდა.
კოკო შენელი ამბობდა: მე არ ვქმნი მოდას, მოდა მე ვარ!“