წაიკითხეთ ტექსტი-4

IDevice Icon

ბარონესა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრია. განსაკუთრებული პრინციპულობის გამო მას ,,რკინის ლედი’’ შეარქვეს. მან ბრიტანეთის ეკონომიკისა და მთლიანად საზოგადოების ძირფესვიანი რეფორმები გაატარა. მიუხედავად მრავალი მწვავე კრიტიკისა, რეფორმებს არჩეული კურსის მიხედვით ატარებდა. მისი პოლიტიკა და ეკონომიკური იდეოლოგია შემდგომში ცნობილი გახდა, როგორც ტეტჩერიზმი. ტეტჩერის პრემიერობის პერიოდი ყველაზე ხანგრძლივი იყო.

ისტორიაში ძნელად მოიძებნება ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც, ბარონესა ტეტჩერის მსგავსად, არა მხოლოდ თეორიულად იყო საკუთარი პრინციპების ერთგული, არამედ პრაქტიკულად ახორციელებდა მათ და თითქმის ცხოვრების ყველა ეტაპზე წარმატებას აღწევდა.

ტეტჩერი, რომლის მმართველობის დროსაც ბრიტანეთში კონსერვატორებმა საყოველთაო არჩევნებში სამჯერ გაიმარჯვეს, ქვეყანას 1979 წლის 4 მაისიდან - 1990 წლის 28 ნოემბრამდე მართავდა.