წაიკითხეთ ტექსტი-2

IDevice Icon

ბილ გეითსი

უილიამ ბილ გეითსი კომპანიამაიკროსოფტისხელმძღვანელი და დამფუძნებელია. მისი პირადი კაპიტალი 58 მილიარდი დოლარია. მის კომპანიაში დასაქმებულია 78 000 ადამიანი მსოფლიოს 105 ქვეყანაში.
გეითსი თავის ორ დასთან ერთად ქალაქ სიეტლში გაიზარდა. მამამისი სიეტლის რწმუნებული იყო, ხოლო დედა _ სკოლის მასწავლებელი და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მმართველთა საბჭოს წევრი.

ბილ გეითსმა ინტერესი კომპიუტერული პროგრამების მიმართ 13 წლის ასაკში გამოამჟღავნა.

1973 წელს ბილი ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მაგრამ ძალიან მალე დატოვა სასწავლებელი, რათა მთელი ენერგიამაიკროსოფტისგანვითარებისათვის გამოეყენებინა. მან თავისი საქმიანობა 1975 წელს, ბავშვობის მეგობარ პოლ ალენთან ერთად დაიწყო. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ კომპიუტერი მალე გახდებოდა აუცილებელი ატრიბუტი ყველა სამუშაო მაგიდაზე, ოფისებსა და სახლებში; მათ მთელი შთაგონებით დაიწყეს პერსონალური კომპიუტერის შექმნაზე მუშაობა.

გეითსის ხელმძღვანელობის პირობებშიმაიკროსოფტიყოველთვის მიისწრაფვის იმისკენ, რომ გააუმჯობესოს კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფა, რათა უფრო ადვილი იყოს საზოგადოებისათვის მისი გამოყენება.

1999 წელს გეითსმა დაწერა წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, გადაწყვიტოს პრობლემები ახლებური მეთოდით. წიგნი 25 ენაზე 60 ქვეყანაში გამოიცა.

ბილ გეითსი და მისი მეუღლე დაკავებულები არიან ქველმოქმედებით, მაგალითად, 2005 წელს მათ 28.8 მილიონი დოლარი გადარიცხეს მსოფლიოს ჯანმრთელობისა და  განათლების ფონდში.