წაიკითხეთ ტექსტი - 5

IDevice Icon

ცნობილია, რომ კავკასიაში მცხოვრები ხალხები უძველესი დროიდანვე ორიგინალურად, თავისებურად და მრავალფეროვნად იმოსებოდნენ. მკვლევართა აზრით, ტანსაცმლის ფორმებს განსაზღვრავს ეთნიკური ნორმები და ეკოლოგიური პირობები, სამეურნეო მდგომარეობა და ხალხთა შორის კულტურულ-ისტორიული კავშირები. ამ მხრივ გამონაკლისი არც კავკასიური სამოსია. კავკასიელ ხალხთა სამოსს მრავალი საერთო ელემენტი აქვს. განსაკუთრებით მამაკაცის ტანსაცმელს, რომელიც ჩოხა-ახალუხით, შარვლით, ტყავის ფეხსაცმლითა და ქუდით არის დაკომპლექტებული და ვერცხლის იარაღით გაწყობილი. ქალის ტანსაცმელი უფრო რეგიონული იყო, მაგრამ ყაბარდოელების, ჩერქეზების, ოსებისა და ქართველების კოსტიუმთა შორის სიახლოვე აქაც შეიმჩნევა. კავკასიას თავისი მდგომარეობისა და მდებარეობის გამო ურთიერთობა ჰქონდა ძველი და ახალი სამყაროს ქვეყნებთან: საბერძნეთი, რომი, ბიზანტია, ირანი, ოსმალეთი, დასავლეთ ევროპა, რუსეთი. ამ კონტაქტების შედეგად აქ მცხოვრებმა ხალხებმა აითვისეს როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ცივილიზაციათა მიღწევები. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი თვითმყოფადი კულტურა, მათ შორის ტანსაცმელი, საერთო კავკასიურ ტრადიციებთან ერთად, ამ ავშირების კვალსაც ინახავს.

კავკასიის ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ სამოსლის დასამზადებლად უძველესი დროიდან იყენებდნენ სელის, კანაფისა და მატყლის ქსოვილებს. მოგვიანებით გამოიყენებოდა აბრეშუმი, ხავერდი, ქაშმირი და მაუდი (მამაკაცების ჩაცმულობაში). დასამაგრებლად და მოსართავად ხმარობდნენ ღილებს, ქინძისთავებს, ბალთა-აბზინდებს და ..

ქალების გრძელი კაბები დამშვენებული იყო ულამაზესი ნაქარგობებითა და მძივებით. ჩაცმულობის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი, როგორც მანდილოსნებისათვის, ისე მამაკაცებისათვის -იყო თავსაბურავები. სამკაულები კავკასიელი ქალების გარდერობში მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა. ცნობილია, რომ ისინი ზომიერად და მოხდენილად ატარებდნენ კავკასიელი ოქრომჭედლების მიერ დამზადებულ დახვეწილ სამაჯურებს, ბეჭდებს, საყურეებს, მძივებსა და სხვა სამკაულებს.