წაიკითხეთ ტექსტი - 1

IDevice Icon

„თბილისი, ბაქო და ერევანი!
რა კარგი თქმაა, რა დიდებული!
ეს - ერთი ვაზის სამი მტევანი
ძმურ მარანშია ჩაკიდებული.

 

 

წერს მე-20 საუკუნის ცნობილი ქართველი მწერალი იოსებ გრიშაშვილი თავის ლექსში „თბილისი, ბაქო და ერევანი“. ამიერკავკასიის ქვეყნების დედაქალაქებს ის „ერთი ვაზის სამ მტევანს უწოდებს“, რითაც გამოხატავს თავის სიყვარულსა და პატივისცემას როგორც საკუთარი, ისე მეზობელი და მეგობარი სახელმწიფოების უპირველესი ქალაქების მიმართ.

ამ მცირე მოცულობის ტექსტში შევეცდებით, ჩვენი თვალით დანახული ეს სამი ქალაქი, მათი ღირსშესანიშნაობები წარმოგიდგინოთ.