წაიკითხეთ ტექსტი - 3

IDevice Icon

ერევანი სომხეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი.

მდებარეობს მდინარე რაზდანზე. ერევანი დაახლოებით 2,780 წლისაა და მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია.

ქალაქი მდიდარია მუზეუმებით, სამხატვრო გალერეებით, თეატრებითა და სხვა კულტურული სანახაობებით. მუსიკის მოყვარულებს შეგიძლიათ ეწვიოთ ოპერის თეატრს და მოუსმინოთ კლასიკურ მუსიკას. ერევანი ფესტივალების, გამოფენებისა და მუსიკის ქალაქია. ქალაქს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს ულამაზესი შადრევნები, პარკები ლამაზი კაფეებითა და ბარებით, სადაც ცოცხალი მუსიკის მოსმენა შეგიძლიათ და ძალიან სასიამოვნო ატმოსფერო სუფევს.

თითქმის გამორიცხულია, რომ ერევანში სტუმრად ჩასული ადამიანი მატენადარანს არ ეწვიოს. ეს არის მსხვილი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და მუზეუმი, რომელიც მიიჩნევა ხელნაწერთა ერთ-ერთ უდიდეს და უმდიდრეს საცავად მსოფლიოში. ტექსტები, რომლებიც მუზეუმშია დაცული, მეტად მრავალფეროვანია. გვხვდება ისტორიულ, ფილოსოფიურ, სამედიცინო, ხელოვნებისა და კოსმოგრაფიის თემებზე შექმნილი მანუსკრიპტები. მატენადარანის საცავებში ინახება დაახლოებით 17 000 ხელნაწერი. კოლექცია მნიშვნელოვანი წყაროა არა მხოლოდ სომხეთის, არამედ მეზობელი ქვეყნების ისტორიის შესასწავლად.

ერევნის სურათების გალერეის კოლექციაში წარმოდგენილია სომხური, რუსული, დასავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთის ქვეყნების სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების დაახლოებით 16 ათასი ნიმუში. მათ შორისაა სახვითი ხელოვნების ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლები. სომხური ხელოვნების განყოფილებაში დაცულია ცნობილი მხატვრების: არუთინ ჰოვნათანიანის, . ბაშინჯაღიანის, მარტიროს სარიანის, გაბრიელ გიურჯიანის, და სხვათა ნამუშევრები; მათ შორის განსაკუთრებით ფასეული ივანე აივაზოვსკის ნამუშევრებია. რუსული ხელოვნების განყოფილებაში შეხვდებით რუსული მხატვრობის ისეთ გამოჩენილ წარმომადგენელთა ნამუშევრებს, როგორებიც არიან ს. შჩედრინი, . ბრიულოვი, . რეპინი, . სეროვი, . სომოვი, . ბენუა, . კონიონკოვი, . პეტროვ-ვოდკინი, . კანდინსკი, . შაგალი და სხვები. დასავლეთ ევროპის განყოფილებაში კი დამთვალიერებელს საშუალება აქვს, დატკბეს ისეთ ევროპელ შემოქმედთა ხელოვნებით, როგორებიც არიან . . რუბენსი, . დრუე, . ფრაგონარი, . კურბე და სხვები..