წაიკითხეთ ტექსტი-1

IDevice Icon

ლონდონი

ლონდონი მსოფლიოს ერთ-ერთი ლამაზი ქალაქია და სავსეა ღირსშესანიშნავი ადგილებით. წლის განმავლობაში მას სტუმრობს მილიონობით ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ლონდონის ღირსშესანიშნაობებს შორის გამოირჩევა ვესტმინსტერის სააბატო, რომელიც მოქმედი ეკლესიაა. 600 წელია, სწორედ აქ ადგამენ გვირგვინს ინგლისის მეფეებსა და დედოფლებს და აქვე კრძალავენ მათ. მონასტერი მოიცავს ბევრ მნიშვნელოვან ძეგლს. ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია უცნობი ჯარისკაცის საფლავი, რომელიც გვახსენებს თითქმის მილიონი ბრიტანელი ჯარისკაცის დაღუპვას პირველი მსოფლიო ომის დროს.

უპასუხეთ კითხვებს:

რამდენი ადამიანი სტუმრობს ლონდონს წლის განმავლობაში?

რატომ არის ინგლისელებისათვის გამორჩეული ადგილი ვესტმინსტერის სააბატო?

რომელ საუკუნეში აიგო პარლამენტის შენობა?