წაიკითხეთ ტექსტი-4

IDevice Icon
აგრა

 


აგრა
ნდოეთში, მდინარე იამუნას ნაპირზე მდებარეობს. ქვეყნის დედაქალაქ დელიდან 200 კილომეტრითაა დაშორებული. იგი ერთ-ერთი ხალხმრავალი ქალაქია ინდოეთში. აგრა მე-15 _ მე-16 საუკუნეებში მონღოლთა იმპერიის დედაქალაქი იყო. ქალაქში განთავსებულ არქიტექტურულ ნაგებობებს შორის გამორჩეულია აგრას ციხე და თაჯმაჰალი.

თაჯმაჰალი მარმარილოს მავზოლეუმია, აგებულია 1631-1653 წლებში, დაახლოებით 20.000 მუშის მიერ, იმპერატორი შაჰ-ჯაჰანის შეკვეთით. თაჯმაჰალი უნდა გამხდარიყო მისი საყვარელი მეუღლის, არჯუმან ბანო ბეგუმის (ცნობილი როგორც მუმთაზ მაჰალი), მავზოლეუმი.

აქ გაერთიანებულია ინდური, სპარსული და თურქული არქიტექტურის ელემენტები. მისი მთავარი არქიტექტორი იტალიიდან მოწვეული ჯერონიმო ვერონიო იყო.

უპასუხეთ კითხვებს:

· რომელ ქალაქშია თაჯ-მაჰალის მავზოლეუმი?

· ვის სახელობაზე აიგო მავზოლეუმი?

· ვინ იყო მავზოლეუმის არქიტექტორი?